კულტურაუცნაური

შავი ხვრელების თეორიის ავტორმა იცის როგორ მოხვდეს მომავალში (?!)

e797505337fe

შავი ხვრელების თეორიის ავტორის სტეფან ჰავკინგის აზრით, მომავალში მოგზაურობა შესაძლებელია. :god:

მან კაცობრიობას სპეციალური კოსმოსური ხომალდის აგება შესთავაზა, რომლის სისწრაფე სინათლის სიჩქარეს გაუთანაბრდება. ასეთი ხომალდი ადამიანებს საშუალებას მისცემს ათასობით წელიწადი გადალახონ, – იტყობინება Sunday Times.

“დროში მოგზაურობის იდეას ერთ დროს მეცნიერები ნონსენსად მიიჩნევდნენ. ამ თემაზე წლების მანძილზე საუბარს თავს ვარიდებდი. თუმცა ახლა აღარ გავჩუმდები”, – აცხადებს ჰავკინგი.

დროში მოგზაურობის თეორიის შესახებ იგი საკუთარ დოკუმენტურ კვლევაში – “სტეფან ჰავკინგის სამყაროში” (Stephen Hawking’s Universe) წერს. კვლევის შესახებ მომავალ კვირას სამეცნიერო ტელეარხი Discovery ფილმს გადაიღებს.

ჰავკინგის ვერსიით, კოსმოსური ხომალდი წლიდან წლამდე გააუმჯობესებს სისწრაფეს და ბოლოს მზის სიჩქარეს მიაღწევს. მის ბორტზე მყოფი ადამიანებისთვის ერთი დღე-ღამე ერთი წლის ტოლფასი იქნება. გალაქტიკის ირგვლივ მოგზაურობას კი 80 წელი დასჭირდება.

სტეფან ჰავკინგი 1942 წელს ინგლისში დაიბადა. იგი კემბრიჯის უნივერსიტეტში თეორიულ ფიზიკას სწავლობდა. მეცნიერი ცნობილი ”შავი ხვრელების” თეორიით გახდა.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button