საქართველოსურათები

ანა გოგუაძის შემოქმედება

არვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ მე ადრეც დავდე პოსტი ანა გოგუაძეზე და მისი ორი პროექტი “მე-ანია” და “ფერები მონაფერები” გაგაცანით. შიძლება იფიქროთ რა იყო, რამ გაგაგიჟაო :lol2: , მაგრამ საქმე ისაა, რომ ძალიან ვაფასებ ამ ფოტოგრაფს და მომწონს მისი ნამუშევრები. ამიტომ ანას სხვა ფოტოებსაც ვდებ.  

აქვე შეგახსენებთ, რომ ანა გოგუაძე 23 წლის ფოტოგრაფია, იგი 1987 წელს დაიბადა თბილისში. ხატავდა ბავშვობიდან და ადრეულ ასაკში არა ერთ გამოფენაზე წარმოადგინა თავისი ნამუშევრები. 2004 წლიდან დაინტერესდა ფოტოგრაფიით, არის თვითნასწავლი ფოტოგრაფი.

მოკლედ გლამური ანა გოგუაძის თვალით :) :

ეს კი მისი ნამუშევრებია სხვა და სხვა პროექტებიდან :

აქვე ჩავურთავ ანას სიტყვებს: ,,ფოტოგრაფია – ამ სიტყვის მნიშვნელობა, ყველას, თავისებურად ესმის. ზოგისთვის ფოტოგრაფია, მხოლოდ აღბეჭდილი კადრია ან შეჩერებული წამი, მოგონებაა…ჩემთვის, ისტორია თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალით. ყველა ჩემი ფოტო ასე იქმნება. ყოველი კადრი ჩემი ცხოვრების ესა თუ ის პერიოდია. მე, ვყვები ამბავს..
სიამოვნებით ვითანამშრომლებ სხვა და სხვა ფოტოპროექტზე ნებისმიერ თქვენგანთან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე… მთავარია დაინახო!”

წყარო: ანა გოგუაძის პირადი საიტი: ania.ge :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close