საკითხავისასარგებლოსურათები

როგორ იკვებებოდა ისრაელიანის ოჯახი (ნაწილი I)

ახალი აღთქმის ხანაში მდიდარი ისრაელიანები რომაული ადათების მიხედვით ჭამდნენ, კვადრატული მაგიდის ირგვლივ სამ ტახტზე “ტრიკლინებზე” განცხრომით მოკალათებულნი. ყველაზე მდიდრულად, ცხადია, მეფეთა სასახლეები გამოიყურებოდა: დაწყებული სოლომონითა და აქაბით და დამთავრებული ჰეროდე დიდით. ხოლო უბრალო ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ ორი დიდი საზრუნავი : საკვები და ტანისამოსი.

საკვები

ისრაელიანთა კვების საფუძველს წარმოადგენდა მარცვლოვანი კულტურები, ხილი და ბოსტნეული, პური ყოველდღიური რაციონის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო.

პური

გამოყენების თვალსაზრისით პირველი ადგილი ქერის პურს ეჭირა.

საუკეთესო ფქვილს იძლეოდა ხორბალი, რომელიც აგრეთვე ხელმისაწვდომი იყო, ოღონდ არა იმდენად, როგორ ქერის. ზოგჯერ პური ასლისაგანაც ცხვებოდა.

მარცვლეულს პირველად პატარ-პატარა კალათებში ახარისხებდნენ. ქალები არჩევდნენ უვარგის მარცვლებს და ღვარძლის თესლს. ეს სარეველა ხორბალთან ერთად იზრდებოდა და ძალიან წააგავდა მას. შემდეგ მარცვალს ფქვავდნენ. ადრეულ ხანაში მას უბრალოდ ქვებით სრესდნენ. მოგვიანებით მას ფქვავდნენ დოლაბებით, რომელთაგანაც ქვედა დამაგრებული იყო ხოლო ზემოთა ღერძის ირგვლივ ტრიალებდა.

ყოველ ახალ გამოცხობაზე დაახლოებით ორმოც ლიტრ ფქვილს იღებდნენ. აურევდნენ წყალში ან ზეითუნის ზეთში და ცომად აქცევდნენ. ახალ საფუარს იშვიათად ხმარობდნენ, უფრო ხშირად ახალში ძველ საფუარს უშვებოდნენ. ახალი ცომისაგან აფუების შემდეგ, ერთ გუნდას შემდეგისთვის გადაინახავდნენ ხოლმე. პურს ბრტყელი ლავაშების სახით აცხობდნენ. ახალი ლავაში გემრიელია, მაგრამ მალე ხმება. განთქმული იყო ლითონის ტაფაზე მოხრაკული ოდოში (ნედლი მარცვლები). განსაკუთრებული შემთხვევებისათვის აცხობდნენ სხვადასხვა სახის ნამცხვრებსაც.

ბოსტნეული და ხილი

ხილი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო საკვებად.

ვაზი მხოლოდ წვენს როდი იძლეოდა. ნაწილი ყურძნისა კრეფის დროს იხარჯებოდა, კიდევ მეტი ქიშმიშს ხმარდებოდა. იგივე ითქმის ლეღვზეც.

მას ნედლად ჭამდნენ ანდა კვერებად გააბრტყელებდნენ და ჩირავდნენ.

ასევე პალესტინაში ხარობდა ფინიკი.

იგი გამოიყენებოდა სპეციალური ხილფაფისთვის (“ხაროსეთის” ) დასამზადებლად.

ოქტომბერში ზეთისხილს ნედლად ჭამდნენ, დანარჩენ დროს კი – მარილში დამწნილებული სახით შეექცეოდნენ. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო მისგან მიღებული ზეთი.

ბროწეული, ფისტისა და ნუშის თხილი ავსებდა საშუალიო ისრაელიანის მენიუს. რაც შეეხება ციტრუსებს, მათი მოშენება მხოლოდ ახალი აღთქმის ხანაში დაიწყეს.

ახალი ბოსტნეული სუფრაზე მისი შემოსვლის კვალობაზე გაჩნდებოდა ხოლმე. მუხუდოს, ოსპსა და ცერცვს ახმობდნენ და ქოთნებში ინახავდნენ.

მოჰყავდათ აგრეთვე ნიორი და ხახვი, ნესვი და კიტრი, ხარშავდნენ ბოსტნეულის წვნიანებს.

ხელმისაწვდომი იყო რძის პროდუქტებიც. კარაქვს იშვიათად ხმარობდნენ, რადგანაც ცხელ ამინდში მისი შენახვა ჭირდა. სამაგიეროდ ყველი და მაწონი ძალიან განთქმული იყო. მათ ჰყავდათ ქათმებიც, კვერცხს კი ზეითუნის ზეთში ხარშავდნენ.

წყარო: ენციკლოპედია

By Malli & Don MinDia !

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close