არქივი

ღვინის სამშობლო სომხეთი გახდა

vmvel15t3mdnlokedowr

არქეოლოგების განცხადებით, ყველაზე ძველი მოწყობილობა მსოფლიოში, რომლითაც ღვინოს აყენებდნენ, ნაპოვნია სომხეთში.

სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში ნაპოვნი ჭურჭელი, რომელშიც ხდებოდა ყურძნის დაპრესვა და წვენის დუღილი, 6000 წელს ითვლის.

გათხრების ხელმძღვანელი, გრეგორი არეშიანი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ლოს ანჯელესი) აცხადებს, რომ ეს არის უძველესი ნიმუში, რომლითაც ხდებოდა ღვინის სრულყოფილი წარმოება და გვაწვდის ცნობებს, როგორ მზადდებოდა ღვინო რამდენიმე ათასწლეულის წინ.

აღმოჩენის შესახებ საზოგადოებას ამცნო National Geographic Society-მ. გამოქვეყნდა ასევე ჟურნალ “არქეოლოგიური მეცნიერების” ონლაინ ვერსიაში.

მოწყობილობა გათხრების დროს იპოვეს სამხრეთ-აღმოსავლეთ სომხეთში, სოფელ არენთან. ეს ის ადგილია, სადაც ადრე აღმოაჩინეს ასევე ყველაზე ძველი ტყავის ფეხსაცმელი, დათარიღებული 5500 წლით.

გამოქვაბულში არქეოლოგები წააწყდნენ თასსაც, სიგანით 1 მ-ს, რომლიდანაც სითხე დიდ ავზში იღვრებოდა. ბატონ არეშიანის განცხადებით, ამ თასში სავარუდოდ ადგილობრივი მოსახლეობა ფეხებით ჭყლეტდა და წურავდა ყურძენს. ახლომახლო ასევე მრავლად იყო ყურძნის მარცვლები, დაპრესილი მარცვლის ნარჩენები, ღვინის კვალი, სასმელი ჭიქები, ღვინის შესანახი ჭურჭლები.

არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ყურძნის ნარჩენები იმავე ჯიშის იყო, რომელსაც დღესაც იყენებენ – Vitis vinifera.

ღვინის დასამზადებელ ხელსაწყოსთან მრავლად იყო საფლავები, რამაც მკვლევარებს აფიქრებინა, რომ ღვინოს დაკრძალვის ცერემონიებში რაღაც ფუნქცია ჰქონდა.

ფილადელფიაში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური არქეოლოგიის ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პატრიკ მაკგოვერნის განცხადებით, ეს მოწყობილობა უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველაზე ძველად ღვინო სომხეთში მზადდებოდა. თუმცა, როგორც პრესა იტყობინება, თავად ბატონი პატრიკი მონაწილეობას არ იღებდა კვლევებში.

უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ National Geographic Daily News-ზე.

ზი ენდ :mamao:

მსგავსი ამბები

Back to top button