სასარგებლოსურათებიუცნაური

10 ორიგინალური სტადიონი

ათი ყველაზე ორიგინალური, უცნაური და უჩვეულო სტადიონი მსოფლიოში.

ეს სტადიონი მდებარეობს ტაივანში და ცნობილია როგორც ყველაზე დიდი მზის ენერგიაზე მომუშავე სტადიონი. ის გადახურულია 14.155 კვ. მ. სპეციალური პანელებით, რომლებიც წელიწადში 1.4 გიგავატ ელექტრობას გამოიმუშავებენ. გარდა თავისი თავისა სტადიონი მეზობლებსაც ამარაგებს ელ-ენერგიით.

“ალიანც არენა” მდებარეობს გერმანიაში, ჩრდილოეთ მიუნჰენში. იტევს 69.901 მაყურებელს. ეს სტადიონი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც გარედან მთლიანად იცვლის ფერს, როცა გუნდი მიუნჰენის ბაიერნი თამაშობს, იგი წითლად ანათებს, როცა TSV 1860 მიუნჰენი- ლურჯად, ხოლო როცა გერმანიის ნაკრები თამაშობს- თეთრად.

Estadio Municipal de Aveiro  არის  ძალიან  ორიგინალური  სტადიონი პორტუგალიაში, ქალაქ ავეიროში. მისი დიზაინი სპეციალურად ევროპის 2004 წლის ჩემპიონატისთვის შეიმუშავა პორტუგალიელმა დიზაინერმა ტომას ტავეირამ.

Marina Bay Floating Stadium მდებარეობს მარინას წყალსაცავის წყლებზე, მარინას სანაპიროზე, სინგაპურში. გაკეთებულია მთლიანად ფოლადისგან, 120 მ სიგრძე და 83 მ სიგანე, უძლებს 1070 ტონას- დაახლ. 9000 ადამიანს. ტრიბუნები იტევს 30.000 ადამიანს.

Igraliste Batarija – ხორვატია, ქ. ტროგირი. სპორტი + კულტურა რა სჯობს ისტორიული ექსკურსიის დროს ფეხბურთის ყურებას.

Eco Stadium Janguito Malucelli- ბრაზილია. ეს ეკოლოგიურად სუფთა სტადიონი იტევს 6000 ადამიანს. სკამები პირდაპირ ბალახზეა განლაგებული.

Mmabatho Stadium – მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ მაფიკენგში, იტევს 59.000 მაყურებელს.

Gospin Dolac- ხორვატია, ქ. იმორსკი. იტევს 4000 ადამიანს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მათ გარდა ქალაქის მოსახლეობაც უყურებს ფეხბურთის მატჩებს საკუთარი საცხოვრებლიდან ან უბრალოდ ამაღლებული გორაკიდან.

Fujieda City Stadium- მდებარეობს იაპონიაში, ქ. ფუჯიედაში. აქვს ტრიბუნები რომლებიც იტევენ 13.000 ადამიანს. მაგრამ გარდა ამისა სტადიონი საშუალებას აძლევს მოსახლეობას თამაშის ყურებასთან ერთად მოაწყონ პიკნიკი.

Recep Tayyip Erdogan Sadium მდებარეობს თურქეთში, სტამბულში. ხალხი მატჩს ტრიბუნების გარდა საკუთარი სახლიდანაც აკვირდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close