არქივი

ღამურებმა მეცნიერებას გაუსწრეს

451a9938a20d
თუ ფიქრობთ,რომ ღამურებს თვალები არ აქვთ ცდებით. მათ პატარა თვალები აქვთ, რომლებსაც ბალანი ფარავს. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა მხოლოდ რამოდენიმე ათეული წელია გამოიგონეს ის, რასაც ღამურა თავისი არსებობის დღიდან იყენებს.  გაგრძელებაში გაიგებთ თუ რაზე მაქვს საუბარი

ღამურების ფრენა პირველად იტალიელმა მეცნიერმა სპალანცანიმ შეისწავლა მე-18 საუკუნეში. იგი აბრმავებდა ღამურებს და ამ გზით შეძლო დაედგინა, რომ ასეთი (ზედმეტად მკაცრი) ჩარევა ხელს არ უშლით ღამურებს თავისუფლად იფრინონ და არანაირ დაბრკოლებას არ შეუშინდნენ, მაგრამ სპალანცანიმ ვერ ახსნა თუ როგორ ახერხებდნენ ღამურები ამას.

11fa596f97cf

დიდი ხანი არ არის რაც მეცნიერებმა ნაწილობრივ მაინც შეძლეს ამ ამოცანის გადაწყვეტა. ექოლოკაციის (საგნიდან არეკლილი ბგერითი სიგნალების გამოსხივების და აღქმის) აღმოჩენამ დააფიქრა ზოგიერთი მკვლევარი: სწორედ ამ ხერხს ხომ არ იყენებენ ღამურები ფრენის დროსო. ცდებმა ძალიან საინტერესო შედეგები გამოავლინა. თავდაპირველად ღამურებს თვალებზე ცვილის პატარა ნაჭრები დააკრეს, როგორც მოსალოდნელი იყო მათ განაგრძეს ფრენა და კვლავაც მშვიდობიანად აუარეს გვერდი ყოველგვარ დაბრკოლებას. მერე თვალების გარდა ყურებზეც დააკრეს ცვილი. ღამურებმა მაშინვე დაკარგეს დაბრკოლებათა გადალახვის უნარი და სულაც აღარ უნდოდათ ფრენა. თუ მათ მხოლოდ ცალი ყური ჰქონდათ დახშული, კიდევ ახერხებდნენ ფრენას, მაგრამ ხშირად აწყდებოდნენ სხვადასხვა საგნებს. აშკარა გახდა, რომ ღამურები დაბრკოლებას ბგერითი სიგნალებით აღიქვამდნენ. მკვლევარებმა საცდელ ცხოველებს ნესტოები და პირი აუკრეს, ყურები კი ღია დაუტოვეს. ღამურები ამ შემთხვევაშიც აწყდებოდნენ საგნებს. მაშასადამე, ნესტოები და პირი ცხოველთა სალოკაციო აპარატის ნაწილებია.. უზუსტესი ხელსაწყოების მეშვეობით დადგინდა, რომ ღამურები ფრენის დროს განუწყვეტლივ ასხივებენ ულტრასხივური იმპულსების კონებს, რომლებსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ერთ წამში ოცდაათამდე ასეთი სიგნალი გაისმის.

8dca1ae25bff

დაბრკოლებებისგან არეკლილ იმპულსებს ღამურა აღიქვამს ყურებით, ზოგიერთი მათგანი კი სახის ერთგვარი რბილი წანაზარდით. ღამურა სწორედ ამ გზით შეიგრძნობს რა ხვდება წინ და რა მანძილზეა დაბრკოლება. ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს ნამდვილ ექოლოკაციურ აპარატთან, მაგრამ ერთი გარემოება კვლავაც აფიქრებდა მკვლევარებს: ბგერითი იმპულსის გამოსხივების დროს აუცილებელია მიმღები მოწყობილობის გამორთვა, რადგან ის მხოლოდ არეკლილი ექოს მისაღებად ჩაირთვება. სხვაგვარად ორივე სიგნალი აღირიცხებოდა და ამას გაუგებრობა მოჰყვებოდა. ელექტრულ აპარატურაზე ეს დასაშვებია, მაგრამ როგორ ართმევს თავს ამ ამოცანას ღამურა? აღმოჩნდა, რომ მისი ყური აღჭურვილია პატარა კუნთით, რომელიც სიგნალის გამოსხივებისას იკუმშება და ფარავს სმენით აპარატს. გაიგზავნება თუ არა სიგნალი, კუნთი ეშვება და ყური მზადაა ექოს მისაღებად. როგორც ვხედავთ, ღამურებმა მეცნიერებს გაუსწრეს ამ საკითხში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button