გამოგონებასამხედროსასარგებლო

პირველი ბალისტიკური რაკეტა “ფაუ 2”

ფაუ 2 (გერ-V-2 — Vergeltungswaffe-2 სხვა დასახელება А-4 — Aggregat-4), ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გერმანელმა ინჟინერმა ვერნერ ფონ ბრაუნმა შექმნა. მისი შექმნის ძირითადი მიზანი იყო მისი გამოყენება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის დასაბომბად და განსაკუთრებით ქალაქ ლონდონისა.

რაკეტის გაშვება ომისას მოხდა 3225-ჯერ რა საკვირველია ფაშისტური გერმანიის მიერ. მე-2 მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ამ რაკეტის ეგზემპლარები და პროექტები დაიტაცეს, საჭოთა და ამერიკელმა ინჟინრებმა, რათა შეექმნათ მათთვის პირველი და უფრო სრულყოფილი ბალისტიკური რაკეტა.

რაკეტის მასა შეადგენდა 13 ტონას, აქედან 800 კგ იყო საბრძოლო მასალა, სიმაღლე – 14 მ, კორპუსის მაქსიმალური დიამეტრი – 1,65 მ. რაკეტის ძრავი მუშაობდა 75 %-იან ეთილის სპირტზე, რომელიც მოიხმარებოდა 3,5 ტ-ის ოდენობით, რაკეტის სიჩქარე 6120 კმ/სთ-ს შეადგენდა, მაქს. ფრენის სიშორე 320 კმ, მაქს. ფრენის სიმაღლე 100 კმ.

რაკეტის პირველი საბრძოლო გაშვება მოხდა 7 სექტემბერს პარიზის მიმართულებით, ხოლო მეორე დღეს უკვე ლონოდონისაკენ. ბრიატანელებმა იცოდნენ ამ რაკეტის არსებობის შესახებ, მაგრამ მასზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება არ გაუმახვილებიათ. 8 სექტემბერს 18 საათსა და 43 წუთზე გაისმა ჩისვიქის რაიონში უძლიერესი აფეთქება, ყველა შოკში იყო და ფიქრობდნენ რომ გაზის მაგისტრალი აფეთქდა. მას შემდეგ რაც სიტუაცია ჩაწყნარდა, ერთ-ერთმა ბრიტანელმა ოფიცერმა აღმოაჩინა საწვავის ავზის ნარჩენი. ახლა უკვე ნათელი იყო რომ გაზის მაგისტრალი არფერ შუაშია, ეს იყო ნაცისტების ახალი იარაღი.

სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად ლონდონის მისამართით რაკეტის 2000-ჯერ გაშვებას 2700-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა(ერთი რაკეტისაგან დაიღუპა ერთი ან ორი ადამიანი).

ფაუ 2-ის საბრძოლო ეფექტურობა საკმაოდ დაბალი იყო. გერმანელები ცდილობდნენ მის დახვეწას მაგრამ არ დასცალდათ. ომის დასრულების შემდეგ ამაზე უკვე ამერიკელი და საბჭოელი მეცნიერები ზრუნავდნენ. მათმა მუშაობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ფაუ 2 თანამედროვე ბალისტიკური რაკეტების წინაპარია.

წყარო: Wikipedia.Org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close