არქივი

მითოლოგიური ჰოროსკოპი

5abfa881e06c

ნახტომის შემდეგ თქვენ შეიტყობთ რომელ ნიშანს განეკუთვნებით მითოლოგიური ჰოროსკოპის მიხედვით. =) 

7c1fa4fe5f60
კენტავრი (8 იანვარი – 12 თებერვალი)

კენტავრი ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენია. Aამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ნებისმიერი ადამიანისათვის ცხოველური არსი ადამიანურზე ძლიერია. Aადამიან -კენტავრს უჭირს სიბრაზის, სექსუალური ლტოლვის, შურისა და შიშის კონტროლი. ყოველთვის დამოუკიდებელია. ემოციებით ხელმძღვანელობს და არა – გონებით.

4d87cf9efccd
ჰარპია (13 თებერვალი – 18 მარტი)

E ეს სასიკვდილობრჭყალებიანი ფრთოსანი არსება შურისძიების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ადამიან – ჰარპიას ძალიან უჭირს პატიება და წყენის დავიწყება. წლების განმავლობაში შეუძლია ბოღმა და ჯავრი ჩაიგუბოს და შურისძიებაზე იფიქროს. Hჰარპიას ყველაზე დიდ სიამოვნებას მტრის უბედურება და წარუმატებლობა ამიჭებს.

9609e4f899d9
პეგასი (19 მარტი – 24 აპრილი)

როგორც ეს ლეგენდარული ფრთოსანი ცხენი, ადამიანი – პეგასიც დანარჩენ ნიშნებზე მაღლა დაფრინავს, ყოველ შემთხვევაში თავად ასე მიიჩნევს.ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამაყები არიან. Gულის სიღრმეში დარწმუნებულები ბრძანდებიან, რომ გაცილებით უკეთესს ხვედრს იმსახურებენ, ვიდრე ბედმა არგუნათ. პეგასები ვერ იტანენ რუტინულ სამუშაოს. მათთვის რომანტიკა უცხოა, რადგან მუდმივად ეჩვენებათ, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთ შეიძლებოდა ყოფილიყო.

ba1304ae4cdf
ცერბერი (25 აპრილი – 30 მაისი)

ამ ნიშნისთვის ყველაზე შესაფერისი სიმბოლოა სამთავიანი ძაღლი, რომელიც გარდაცვლილთა სამეფოს კარიპჭეს იცავს. ჩერბერი ბოროტია. შეუძლია ნებისმიერი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს მხოლოდ იმიტომ, რომ აწყენინა. თუ ცერბერმა მოახერხა და სიბრაზე მოთოკა, მაშინ საშინელ სტრესში ვარდება, რადგან ემოციებს გულში იკლავს.

b03d2dc506f6
სატირა (31 მაისი – 3 ივლისი)

სექსი – აი, ამ ნისნის მამოძრავებელი ძალა. ეს მათ ძალიან კარგად იციან. მამაკაცი – სატირა დიდი მექალთანეა, რომელიც უკან უამრავ დამსხვრეულ გულსა და დანგრეულ ოჯახს ტოვებს. ქალი სატირა – ძირითადად სხვებს უნგრევს ოჯახს და არ ცდილობს თავისუფალი პარტნიორის ძებნას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული თუ მოახერხებს და სექსუალურ სურვილებს მოთოკავს, პატოლოგიურად ითრგუნება და შეიძლება სექსოპათოლოგის დახმარებაც დასჭირდეს.

014cacd47654
სირინოზი (4 ივლისი – 10 აგვისტო)

მითოლოგიის მიხედვით, ზღვის ნიმფა, სირინოზი, თავისი ულამაზესი ხმით მეზღვაურებსა და გემებს კლდეებთან იტყუებდა. ცხოვრებაში ადამიანი სირინოზი ასევე მოხერხებულად იყენებს საკუთარ მომხიბვლელობას პირადი გამორჩენისათვის და არაფრად აგდებს სხვათა ინტერესებს. ქალი სირინოზი – (უმრავლეს შემთხვევაში ქერაა), მოჩვენებითი უსუსურობისა და დაუცველობის წყალობით, მშვენივრად ახერხებს მამაკაცებით მანიპულირებას. მამაკაცი სირინოზი – კი იმავე მეთოდით ქალებს იტყუებს ბადეში.

7ba47466b235
გრიფონი (11 აგვისტო – 15 სექტემბერი)

გრიფონი ნახევრად ლომი ნახევრად არწივია. ძლიერი, მებრძოლი, მრისხანე არსებაა. Aამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც სწორედ ამ თვისბების მატარებელია ფანატიკოსია და აქტიურად იცავს საკუთარ შეხედულებებს. მითების თანახმად, ადამიანი გრიფონები მონაწილეობას იღებდნენ კუდიანებისა და ალქაჯებზე ნადირობაში.

6f9b3f68e213
ქიმერა (16 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ეს მითოლოგიური არსება ყველაზე ხშირად თხის, ლომის ან გველის სახეებს იღებს. ღოგორც ქიმერა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც ფარისევლები არიან და ყოველთვის იმ ნიღაბს იკეთებენ, რომელსაც კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს.

c85f57e37f90
სფინქსი (23 ოქტომბერი – 30 ნოემბერი)

ცივი, ანგარებიანი და ცბიერი სფინქსი მორიდებულად ცდილობს სხვათა მოტყუებას. თუ მოხერხა და ცოტა ფული დაზოგა, ეს მას უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან მატერიალური კეთილდღეობისადმი ძლიერი ლტოლვა ამ ნიშნის ძირითადი მახასიათებელია.

f0cd36bce71b
მინოტავრი (1 დეკემბერი – 7 იანვარი)

ადამიანი ხარის თავით. მინოტავრი საკუთარი ცხოველური არსის ტყვეა. დამოუკიდებელი კენტავრისაგან გასხვავებით, ის ყოველთვის დამოკიდებულია, რაღაცის ნაწილია და არა ლიდერი. დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. ამიტომ ურჩევნია სხვის ნება-სურვილს დაყვეს და მავანის მითითებებით იმოქმედოს, თუმცა ყოველივე მის ცხოველურ ინსტინქტს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

_________________________________________________________

კომენტარებს ნუ დაიზარებთ და შეფასება არ დაგავიწყდეთ =)))))))))

მსგავსი ამბები

Back to top button