არქივი

ინდიელთა კერამიკა

154cfc37f1cd
ამერიკის კონტინენტი დასახლებული იყო ინდიელთა მრავალი ტომის წარმომადგენლებით.ზოგიერთმა ტომმა(ინკები,აცტეკები,მაია) განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია,აიგო მრავალი უნიკალური ნაგებობა,ვითარდებოდა ხელოვნების თითქმის ყველა დარგი.თუმცა განვითარება მეთხუტმეტე საუკუნემდე გაგრძელდა და სიმშვიდის ეპოქა შეცვალა დაცემა-განადგურების ეპოქამ.

საქმე იმაში იყო,რომ ამერიკის კონტინენტზე ფეხი დაადგა კოლონიზატორების არმიამ კოლუმბის მეთაურობით.ინდიელები მონებად აქციეს,მათ გენოციდი მოუწყეს.ამ დროს ინდიელთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა,გადარჩენილნი კი საგანგებოდ გამოყოფილ მიუსვლელ და ხრიოკ ადგილებში გაშენებულ რეზერვაციებში დაასახლეს.

ინდიელები დღეს ამერიკის კონტინენტზე უმცირესობას წარმოადგენენ,თუმცა ისინი არ ივიწყებენ თავის ტრადიციებს და კოლუმბამდელი დროის ძლევამოსილ ისტორიას თაობიდან თაობას გადასცემენ.

a427c98a28be

ec4c2b97d0dc

487d26158b47

8362aee05e41

4aa76ae19834

69b2d6a5dd8c

4a063e3fce39

მცირე შესავლის შემდეგ გთავაზობთ ინდიელთა კერამიკულ შედევრებს.

ინდიელები კერამიკული ნაკეთობების ოსტატებად ითვლებოდნენ.ისინი ამ შედევრებს ხელით ქმნიდნენ,რადგან არ ჰქონდათ სპეციალური დაზგები რომელიც იმ დროს ევროპის კონტინენტზე იყო გავრცელებული.ისინი იყენებდნენ სპეციალურ ნიჩბებს,რომლებზეც სხვადასხვა ორნამენტები იყო დატანებული და მზა კერამიკის ნაკეთობას ამ ნიჩბებით ალამაზებდნენ.

b81cfafea891

a70d24a46671

e966958b543c

ისინი ქმნიდნენ შემდეგ კერამიკულ ნაკეთობებს-სხვადასხვა ფორმის ჭურჭლები,ნიღბები,ქანდაკებები და ა.შ.

გთავაზობთ ფოტოებს სადაც ასახულია ეს კერამიკული ნაკეთობები.მათი უმეტესობა არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს,ნაწილი სხვადასხვა ადამიანისა და მუზეუმის კერძო კოლექციის ნაწილია,ზოგიერთი მათგანი კი XIX-XXსაუკუნეში შეიქმნა ინდიელთა მიერ ძველი მეთოდების გამოყენებით.
ასევე საგულისხმოა,რომ ეს ნამუშევრები ეკუთვნის როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომებს,ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში დასახლებულ ტომებს.

32ff1ae93191

20eab298c592

176f2b850679

273315c8aa60

b4255fb988f8

2f18428091f6

ad3f8ecd1aa9

5d90b23c069f

e162c6a0eef7

92639a04b1a8

7976c72a2340

d4684f6262bd

16b8a6ca3f4f

665ed349b3d8

fbd22506229c

869bca3026af

b8902dc12113

1fa1433c74df

8634ca7a55c9

939a5a8a094e

b315d8e97a60

32c0cff68b49

00e89037396f

cbc5b9dab38e

b1730366bd61

1df5431772f3

f65876113307

537c3eac4bec

7c9628295f1f

44cf99dfa8fc

3ffa40773d18

ab356b1f16af

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button