საკითხავისასარგებლო

ალექსანდრე დიუმა

“მე სწრაფად ვყლაპავ ამ წიგნებს და მხიარულ გუნებაზე ვდგები” წერდა საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი მაქსიმ გორკი დიდი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას რომანებზე.. ალექსანდრე დიუმა (1802-1870) დაიბადა პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ კილერ-კოტრეში,რესპუბლიკური გენერლის ოჯახში,მამა ადრე გადრაეცვალა და მომავალი მწერალი იძულებული შეიქმნა სამსახური ეძებნა,მან ადგილობრივ ნოტარიუსთან კლერკად დაიწყო მუშაობა,მერე პარიზში გადავიდა და ლუი ფილიპესთან მწერლად მოეწყო,მართალია სამწერლო ასპარეზზე დიუმას სადებიუტო გამოსვლა მოთხრობათა კრებულით “თანამედროვე ნოველები” დაიწყო მაგრამ ეს კრებული მკითხველისათვის შეუმჩნეველი დარჩა,თავდაპირველად დიუმას როგორც მწერალს დრამატულმა ნაწარმოებებმა მოუპოვა სახელი,მისმა მირველმა დრამამ “ჰენრიხ მესამე და მისი სამეფო კარი” მწერალს წარმატება მოუტანა,ეს იყო ერთ-ერთი პირველი რომანტიკული პიესა ფრანგულ დრამატურგიაში.

დიუმას სამწერლო ასპარეზზე მაშინ მოუხდა გამოსვლა როცა ფრანგული კლასიცისტური ესთეტიკა ადილს უთმობდა რომანტიკულ მსოფლმხედველობას იმდენად,რამდენადაც კლასიციზმის პოზიციები ყველაზე მყარი დრამის სფეროში იყო,რომანტიკოსებსა და კლასიციზმის მომხრეებს შორის ბრძოლის ასპარეზი თეატრი გახდა,დიდი ფრანგი რომანტიკოსები ილაშქრებდნენ ძველი კლასიკური ტრაგედიის წინააღმდეგ და იბრძოდნენ საფრანგეთი ს ისტორიის ამსახველი თანამედროვე დრამის შესაქმნელად, ა.დიუმას დრამებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პიესა “ანტონი” რომელშიც რელიფიურად გამოვლინდა ავტორის ადრინდელი რევოლუციური განწყობილება,პიესის ამბოხებული გმირი ,რომელიც უპირისპირდება ბურჟუაზიულ-თავადაზნაურულ საზოგადოებას,გამოხატავს თავისი დროის ნათელ მისწრაფებებს.

1830 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთი სიისტორიაში და დიუმას ცხოვრებაშიც,1830 წლის 27 ივლისს პარიზში დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა,რომელივ ბურჟუაზიულ რევოლუციაში გადაიზარდა,რევოლუციურად განწობილი რომანტიკოსი დრამატურგი,არათუ თანაუგრძნობს ივლისის ბურჟუაზიულ რევოლუციას,არამედ მხურვალედს მონაწილებოს მასში,მოგზაურობს საფრანგეთის ქალაქებში,რევოლუციური სწაქმეებ ის მოსაგვარებლად,როცა ერთ-ერთი მოგზაურობიდან ის პარიზში დაბრუნდა,ბურბონთა ფეოდალური მონარქია დამხობილი დაუხვდა,მეფე კარლოს მეათე ინგლისში გაქცეულიყო,ხოლო მსხვილ ბურჟუაზიას რომელიც აჯანყების დროს ლაჩრულად იმალებოდა სამეფო ტახტზე “ბანკირთა მეფე” ლუი ფილიპე დაესვა,ერთი სიტყვით რევოლუციამ ვერ დაამხო მეფის ხელისუფლება და ხალხს იმედები გაუცრუა ამ ამბების შემდეგ დიუმას რევიოლუციური შეხედულებები ევოლუციას განიცდის,მოგვიანებით იგი საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და საზღვარგარეთ გაემგზავრა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დიუმამ თავი მიანება პიესების წერას და ისტორიული რომანების წერა დაიწყო,მისი პირველი ისტორიული რომანი “იზაბელა ბავარელი” 1835 წელს გამოქვეყნდა,ძალიან მოკლე დროში ხუთიოდ წელიწადში იგი წერს ათამდე სქელტანიან რომანს (წარმოგიდგენიათ? :rules: ) 40-იან წლებს განეკუთვნება ყველა ის საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული-ავანტურული რომანი რომლებმაც დიუმას დიდი მწერლის სახელი მოუპოვეს,მათ შორის აღსანიშნავა “სამი მუშკეტერი” “ოცი წლის შემდეგ” “დედოფალი მარგო” “გრაფი მონტე კრისტო” “ქალბატონი მონსორო” “ორმოცდახუთი” “ვიკონტი დე ბრეჟელონი”წყარო: დიუმას ერთ-ერთი წიგნის შესავალი + ჩემი თითები :lol2:

თეგები
Close
Close