უკატეგორიო

საინტერესო და უცნაური ფაქტები #16

ამჯერად წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ფულის შესახებ.

1. სიტყვა მილიონერი პირველად გამოიყენა ბენჯამენ დისრაელმა 1826 წელს თავის ნოველა “ვივიან გრეიში”.

2. განათლებაზე ყოველწლიური გლობალური დანახარჯი დაახლოებით 80 მილიარდი დოლარია. (მაინც გაუნათლებლობის პრობლემაა მთელს მსოფლიოში :D)

3. ფულის კუპიურები არ მზადდება ქაღალდისგან. ძირითადად მასში გამოყენებულია ბამბა და ტილო.

4. 1932 წელს ვაშინგტონში, აშშ იყო კუპიურების ნაკლებობა. ამის გამო მათ მოუწიათ ხეზე დაბეჭდილი დოლარების გამოშვება რაღაც პერიოდის განმავლობაში. დაბეჭდილი იყო $1, $5 და $10 დოლარიანი კუპიურები.

5. პირველი საკრედიტო ბარათი გამოსცა ბანკმა “American Express” 1951 წელს.

6. სტატისტიკით მიხედვით ხალხი დაბალი, საშუალო და მაღალი შემოსავლის მიუხედავად სააღდგომო საჩუქრებში ხარჯავს მიახლოებით იგივე თანხას.

7. დოლარის ნიშანი – $ შექმნა დიზაინერმა ოლივერ პოლაკმა 1788 წელს.

8. პროცენტულად ყველაზე მეტი ფულზე მოთამაშე მოდის ავსტრალიაზე. აქ მთლიანი მოსახლეობის 82 პროცენტი თამაშობს. მსოფლიოს პოკერის აპარატების 20% მოდის მხოლოდ ავსტრალიაზე :D

9. მსოფლიოში დაახლოებით 700-ზე მეტი მილიარდერია.

10. თამბაქოს მსოფლიო ინდუსტია არის 200 მილიარდი დოლარის ღირებულების. ყოველწლიურად იწარმოება 6 000 000 000 (ამ რიცხვის გამოთქმაც კი მიჭირს :D) სიგარეტი.

11. ყოველი მესამე ადამიანი მსოფლიოში ცხოვრობს დღეში 2 დოლარად. გარდა იმისა, რომ 1,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დღეში 1 დოლარზე ნაკლებად.

loading...
თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close