საკითხავისურათები

უცნაური რიტუალები


უცნაური რიტუალები,რომელიც ხშირ შემთხვევაში სადიზმს ემსგავსება

1. ებრაული კაპაროტი

ერთერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელიც ცხოველებისადმი სისასტიკის წინააღმდეგია, გააპროტესტა ეს რიტუალი სხვადასხვა მიზეზების გამო. რიტუალის მიზანია გადაიტანონ ადამიანის ცოდვები ქათამზე. ქათმებს თავიდან აშიმშილებენ, შემდეგ ადამიანს სამჯერ შემოატარებენ თავზე, ბოლოს კი კლავენ. ამ რიტუალის დროს ასობით და ათასობით ქათამს ხოცავენ, რასაც ეწინააღმდეგება ASPCA ( ამერიკული ორგანიზაცია ცხოველებისადმი სისასტიკის წინააღმდეგ)

2. ტაილანდი

ყოველ წელს, სექტემბრის ან ოქტომბრის ერთერთ დღეს ტაილანდელები ქალაქ ფუკეთში იკრიბებიან და იწყებენ თავიანთ რიტუალს. ისინი თავს იკავებენ ხორცის ჭამისგან 9 დღის განმავლობაში. ამასთანავე ადგილი აქვს მაზოხიზმს: ყველა, დიდი თუ პატარა, ლოყებში იყრის დანებს და სხვადასხვა ბასრ საგნებს. ხალხს სწამს, რომ ჩინელი ღმერთები დაიცავენ ტკივილისა და ტანჯვისგან. აღსანიშნავია,რომ დღითიდღე იკლებს ამ რიტუალის მიმდევრების რიცხვი.

3.კენია

კენიაში,მაასაიში ადგილობრივები ძროხას ისარს ესვრიან ყელში ისე,რომ ძარღვში მოხვდეს, სისხლს ჭურჭელში ათავსებენ, შემდეგ ამ სისხლს იმავე ძროხის რძეს შეურევენ და სვამენ. ზოგიერთ სოფელში კი პირდაპირ ძარღვიდან სვამენ სისხლს. ამ ხალხს სჯერა, რომ ძროხის სისხლი ღვთიური სასმელია,რომელიც ძალას და სიმამაცებს ჰმატებს მათ.

4. ისევ კენია..

ამჯერად რიტუალი ქალებს ეხებათ. ეს ხდებოდა ადრე და საბედნიეროდ ახლა აღარ ტარდება, როცა გოგონა მომწიფდებოდა მას აჭრიდნენ სასქესო ორგანოს, ეს რა თქმა უნდა საშინლად მტკივნეული და სადისტური პროცესი იყო.. რიტუალის შემდეგ გოგონებს მგრძნობელობა აღარ ჰქონდათ. რიტუალი უამრავმა ადამიანმა გააპროტესტა, საბოლოოდ კი მიზანს მიაღწიეს და დღესდღეობით ეს სადიზმი დავიწყებას მიეცა.

5. ბაჰა

აქ სიკვდილს მიიჩნევენ მხიარულების მაცნედ. ხალხს სჯერა, რომ სული სხეულის სიკვდილის შემდეგ ცოცხალია და დედამიწაზე მოგზაურობს. როცა ადამიანი მოკვდება აუცილებლად უნდა დაიმარხოს სიკვდილის ადგილიდან 1 საათის სავალ მანძილზე, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით წავლენ. მიცვალებულს არანაირ ბალზამირებას ან კრემაციას არ უკეთებენ. უბრალოდ კარგად გარეცხავენ , ნაჭერში გაახვევენ და მარხავენ. ისინი დასაფლავების „ცერემონიაზე“ კითხულობენ თავიანთ ლოცვებს. არ დასტირიან მიცვალებულს, უფრო მეტიც, ცერემონიის ბოლოს საფლავის გარშემო ცეკვავენ.

6. ახალი გვინეა

მატაუსელი ხალხი თვლის ,რომ იმისათვის, რათა პატარა მორცხვი ბიჭი ნამდვილ რაინდად და ქალების გულთამპყრობელად გადაიქცეს, საჭიროა მოიშოროს დედისგან გამოყოლილი “ბინძური” სისხლი. ხალხი თვლის,რომ ყველა ქალი თავის შვილს სისხლით გადასცემს ქალურ თვისებებს, რაც მამაკაცებისთვის სრულიად გამოუსადეგარია. ამიტომაც ეძახიან “ბინძურ” სისხლს. ბიჭები ამ რიტუალის დროს საკუთარი ხელით ისერავენ ტანს, ბასრ საგნებს ირჭობენ ნესტოებში, ისარს იყრიან ენაში რამოდენიმეჯერ. ასე “თავისუფლდებიან” გამოუსადეგარი სისხლისგან.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close