არქივი

ფერები – ენერგიის და სიცოცხლის წყარო

ffd20528da49

არის მომენტები, როცა უეცრად გამოუცნობ სიმპათიას ვგრძნობთ ამა თუ იმ ფერის მიმართ, მაგალითად, სურვილი გვიჩნდება, წითელი სამოსი ვატაროთ ან კიდევ, ჟოლოსფერ პიჯაკს, ნარინჯისფერ ტყავის შარვალს და იასამნისფერ ფეხსაცმელებს ვირჩევთ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენი ახირების შედეგებით ყველა აღტაცებულია. გარშემო მყოფნი გულწრფელი კომპლიმენტებით გვამკობენ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ, როცა ამა თუ იმ ფერს საკუთარი ინტუიციით ვირჩევთ, ამაში ჩვენი სურვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოდა და ტრადიცია.

ფერის მიმართ უეცრად გაჩენილი სიმპათიით ჩვენი ქვეცნობიერი ნიშანს გვაძლევს, რომ რომელიღაც ორგანოს უჭირს და დახმარებას საჭიროებს (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, არაკრიტიკულ შემთხვევებზე).

რა ფერისაა თქვენი ჯანმრთელობა:

მაგალითად, თუ კუჭქვეშა ჯირკვალთან უთანხმოება გაქვთ, თვალები დახუჭეთ, მოდუნდით, ნელა და თანაბრად ისუნთქეთ, წარმოიდგინეთ, რომ თანდათან ყვითელ ნისლში ეხვევით. ეცადეთ, ამ ნისლით, რაც შეიძლება დიდხანს “ისუნთქოთ”. უკვე პირველივე სეანსის შემდეგ უკეთესად გახდებით. თუ არ დაგეზარებათ, ყოველ საღამოს ძილის წინ ეს სასიამოვნო სავარჯიშო გაიმეორეთ. ხუთი-შვიდი დღის შემდეგ გამოჯანმრთელდებით.

თუ ცხოვრება მოსაწყენი გეჩვენებათ, დილით სამსახურში წასვლის, საღამოს კი შინ დაბრუნების სურვილი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, როგორ გიახლოვდებათ დიდი, წითელი ბურთი ან სახანძრო მანქანა. გამოსახულებების არჩევანში სრული თავისუფლება გენიჭებათ. მთავარია, ფიგურა ძალიან წითელი იყოს. მოახლოებული ობიექტის არ შეგეშინდეთ. შეიგრძენით ის ყველა გრძნობის ორგანოთი და მთელ არსებაში სრულად შეუშვით. მალე ძალის მოზღვავებას იგრძნობთ.

თუ პირიქით – ძალის სიჭარბე გაწუხებთ და დამშვიდება-დასვენებას ვერაფრით ახერხებთ, მაშინ მწვანე ფერი მოგიხდებათ. იგი ამშვიდებს, აწყნარებს, ასვენებს და ამავე დროს ნაღვლის ბუშტში ნალექების დაგროვებას აფერხებს.

შავი ფერი ნებისმიერი წარმოშობის სურდოს აგაცილებთ. საერთოდ, შავი სრულებითაც არ არის მხოლოდ  ფერი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. ეს არის შინაგანი დაცვა, ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე უფრო იდუმალი და ღრმა რესურსების კონცენტრაცია და სტიმულირება.

თუ გსურთ, მთელი გულმკერდით სუნთქვა, მაგრამ ამას მტანჯველი ხველების გარეშე ვერ ახერხებთ, ეცადეთ, თავი ცისფერ გარემოცვაში წარმოიდგინოთ.

ფერები ენერგიით გვავსებს

მწვანე ფერი სიმხნევეა. მწვანე პროდუქტები (კივი, ბარდა, კომბოსტო, ბოსტნეული), ერთი მხრივ, ამხნევებს, მეორე მხრივ, ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან ათავისუფლებს.

წითელი ფერი ძალაა. წითელი პიგმენტი და  B ჯგუფის ვიტამინები წითელ ხილსა და ბოსტნეულს (პომიდორი, მარწყვი, ჭარხალი, ბროწეული, კოწახური) ანტისტრესულ თვისებებს ანიჭებს. გარდა ამისა, ბევრ მათგანს ინფარქტისა და კიბოსაგან დამცავი ეფექტი აქვს.

ყვითელი ფერი ენერგიაა. ყველა ყვითელი ფერის ხილ-ბოსტნეული (ბანანი, ციტრუსები, სტაფილო) შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ყავისფერი ჯანმრთელობაა. თხილი, კაკალი, ნუში, წაბლი ცილების დიდი შემცველობის გამო ძალისა და ენერგიის წყაროა.

ნარინჯისფერი
სინორჩეა. ყველა ციტრუსი შეიცავს არომატულ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისაგან ათავისუფლებს. ისინი იდეალურია ნივთიერებათა ცვლისთვის.

ჟურნალი “რეიტინგი”

მსგავსი ამბები

Back to top button