კულტურა

სალვადორ დალის გამოფენაზე უცნაურთან ერთად

wcjw8

მოგესალმებით ყველას, მოდის ზაფხული, თუ არ ჩავთვლით ამ გადაუღებელ წვიმებს და მოვიდა დრო მოვაწყოთ მორიგი უცნაურის ივენთი. როგორც უკვე იცით, წინანდალში გრძელდება სალვადორ დალის გამოფენა და ჩვენც გადავწყვიტეთ წავიდეთ და მოვინახულოთ ამ უკრიატიულესი ადმიანის ხელოვნება. ასე, რომ თუ თქვენ ვერ მოახერხეთ აქამდე წასულიყავით წინანდალში, 15 მაისს გეძლევათ შესაძლებობა, ძალიან კარგ ადმაიანებთან ერთად მოინახულოთ ეს გამოფენა და + ამას მიირვათ მწვადები და ლუდი ბუნებაში :) ეს იდეა ეკუთვნის ირის და ის იქნება ერთ-ერთი ორგანიზატორი. (გამოფენის იდეა ეკუთვნის ირის, მწვადების და ლუდის, მე :D)

წამოსვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, არ არის აუცილებელი იყოს უცნაურის წევრი ან მომხმარებელი. წამოიყვანეთ ძმები, დები, მეგობრები, ნაცნობები, შეყვარებულები, ნათესავები და ა.შ. სასურველია 15 წლამდე ასაკის ბავშვები წამოვიდნენ უფროსებთან ერთად.

თარიღი შევარჩიეთ 15 მაისი, არის შაბათი და პრინციპში ყველას უნდა ეცალოს. ამ დროისთვის ვცდილობთ მოვილაპარაკოთ თბილისის მერიასთან და სავარაუდოდ ისინი გვათხოვებენ ავტობუსს სრულიად უფასოდ. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოგვივა არაფერი, მაშინ წავალთ 1 ან 2 “მარშუტკით”. გააჩნია რამდენი ადამიანი იქნება მსურველი.

1. თბილისიდან გავემგზავრებით 15 მაისს დილით. წინანდლამდე არის 150 კმ და სავარაუდოდ ჩავალთ 2 საათში. ახლოს გავეცნობით დალის ნამუშევრებს და უკანა გზაზე გავჩერდებით რომელიმე რესტორანში ან შეგვიძლია პიკნიკი მოვაწყოთ ბუნებაში (მწვადებით და სხვა სიამეებით ამა ცხოვრებისათი :)) სავარაუდოდ თბილისში ვიქნებით დაღამებამდე, დაახლოებით 8 საათისათვის.

2. იმ შემთხვევაში თუ მერიამ გვათხოვა ავტობუსი, ”დასადები თანხა” მნიშვნელოვნად შემცირდება. ამჟამად რთულია ზუსტი რიცხვის თქმა, რადგან ჯერ გასარკვევია რამდენი ადამიანი შევგროვდებით. სავარაუდოდ 20 ლარს არ გადააჭარბებს 1 ადამიანიდან. ამაში შევა ყველანაირი ხარჯი, გარდა გამოფენაზე შესვლის საფასურისა, თუ არ ვცდები 5 ლარია და ვისაც სტუდბილეთი აქვს იმისთვის 4 ლარი.

3. პირველ ეტაპზე გაკეთდება წამომსვლელების სავარაუდო სია და 13 მაისს შევხვდებით ერთმანეთს სადმე და ავაგროვებთ ფულს. მანამდე უკვე მეცოდინება სავარაუდოდ რამდენი იქნება დასადები 1 ადამიანზე.

ასე, რომ საკმარისი დროა 15 მაისამდე, თუ გაქვთ რაიმე დაგეგმილი, ეხლავე გადადეთ სხვა დროისთვის და შემოგვიერთდით! თარიღი არის საბოლოო. შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ რაიმე ფორს-მაჟორული სიტუაციიას, ანუ წვიმა თუ იქნება, ჯობია გადავდოთ :)

ვინც მოდხართ, ამ გვერდიდან ე-მეილზე გადმოგვიგზავნეთ თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, სასურველია მობილურის. (თუ რამდენიმე მოდიხართ, შესაბამისად ყველას სახელები, გვარები და ნომრები)

ძალიან გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ ვის გინდათ წამოსვლა, რომ შევადგინოთ სავარაუდო სია. ნუ გააოფებთ და დაფლუდავთ პოსტს.

ამ პოსტში დაიწერება ყველანაირი ინფორმაცია ამ ივენთის შესახებ განახლების სახით, ასე, რომ ხშირად შემოიხედეთ.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button