არქივი

სატის სასტიკი რიტუალი

5abedf78f297
ყველა ქვეყანაში ქვრივი მოწიწებასა და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ინდოეთში პირიქითაა – უკეთეს შემთხვევაში, ქვრივებს ამცირებენ, უფრო ხშირად კი, მეუღლის გვამთან ერთად, ცოცხლად წვავენ და ამ რიტუალს სატი ჰქვია. გადმოცემის მიხედვით, სატი შივას ცოლს, მეფე დაკშარაჯაპატის შვილს ერქვა. ერთხელ, მეფის წვეულებაზე შვილი და სიძე დაუპატიჟებლად მივიდნენ. დაკშარაჯაპატიმ შივა სტუმრების თანდასწრებით დაამცირა, მისმა ცოლმა ეს ვერ აიტანა და თავი ცეცხლში დაიწვა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ქვრივების ცოცხლად დაწვის ტრადიცია.

6635125fbf05
არსებობს მეორე ვერსიაც,რომელსაც “ჯოხარი” ჰქვია. შუა საუკუნეებში, როცა მტერი ქალაქს ალყაში მოაქცევდა და მეომრებს და მპყრობლებთან გამკლავება აღარ შეეძლოთ, მტრის ნადავლი რომ არ გამხდარიყვნენ, ქალები და ბავშვები ერთ შენობაში იკრიბებოდნენ და თავს იწვავდნენ.

თავდაპირველად, სატის რიტუალს მხოლოდ თავადები მიმართავდნენ, მაგრამ მას მერე, რაც სამხრეთ ინდოეთის მმართველის გარდაცვალების შემდეგ მისი 3226 ცოლიც დაწვეს, ეს ტრადიცია საზგადოების ყველა სფეროში გავრცელდა.

93ec02f736c8

მიუხედავად იმისა, რომ 1987 წელს სარი ოფიციალურად აიკრძალა, ყოველწლიურად მაინც, ათეულობით რიტუალი ტარდება. თუ სასწაული მოხდა და ქვრივი დაწვას გადაურჩა (შესაძლოა, მასზე გარდაცვლილის ძმამ იქორწინოს), მას საშინელი ცხოვრება ელის. ინდოელების აზრით, ქუჩაში ქვრივის დანახვა უბედურებას მოასწავებს და ამიტომაც, მას სახლიდან არ უშვებენ; ქალს მთელი ცხოვრება, პურსა და წყლის გარდა არაფერს აძლევენ, დაძინება კი მხოლოდ იატაკზე შეუძლია.რამდენიმე წლის წინ ქვრივი სახლიდან მხოლოდ იმის გამო გააგდეს, რომ მან საწოლში დაიძინა; 2006 წელს მეზობელმა დაინახეს, რომ 25 წლის ქვრივმა სარკეში ჩაიხედა, რის გამოც, იგი ცემით მოკლეს. ამიტომაცაა, რომ ქვრივები სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ.

f4d54a320bb0

დაწვის დღეს ქალს სადღესასწაულო ტანისამოსს აცმევენ. მან ყველა ის სამკაული უნდა გაიკეთოს, რომელიც მეუღლემ აჩუქა. სარიტუალო ადგილამდე ის ნათესავების თანხლებით მიდის და ქუჩაში შემხვედრი ყველა ადამიანი ვალდებულია, პროცესიას შეუერთდეს. რიტუალი აუცილებლად, მდინარის ნაპირზე უნდა შEსრულდეს. ცეცხლში შესვლამდე, ქალს მანტრებს (ინდური ლოცვა) უკითხავენ, ის კი ვალდებულია, სამკაულები ნათესავებს დაურიგოს. ვიდრე ცეცხლს წაუკიდებენ, ქვრივს გასაბრუებლად, ნარკოტიკულ ნივთიერებას ასმევენ, მაგრამ ზოგჯერ, ის არ მოქმედებს, ქალი ტკივილს ვერ უმკლავდება და ცეცხლიდან გამოსვლას ცდილობს. ამ დროს, მას თავში ჩარტყმით თიშავენ და ჯოხებით ისევ ცეცხლში აბრუნებენ. ქვრივს ცეცხლი მისმა ნათესავმა უნდა წაუკიდოს, რომელიც დარწმუნებულია, რომ სატის რიტუალით, ქალი ყველა ცოდვას გამოისყიდის.
5e4960b4fc03

ხშირად, დამცირებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლია პიროვნება, რომელიც ქვრივს შეიცოდებს და შეიფარებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button