კულტურაუცნაური

გიგანტური ობობა-ჩიტიჭამია

b713abc447c3

მაისში ავსტრალიის ერთ-ერთ ქალაქ ბოვენს გიგანტური ობობები-ჩიტიჭამიები შეესივნენ.ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება ამ გიგანტურ არსებებს,არა მარტო საკუთარ ბაღებში, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. კერძოდ, ამ სახეობის ერთ-ერთი წარმომადგენლის მოსაკლავად ქალაქის ცენტრალურ სკვერში სპეციალური სამსახური იყო გამოძახებული. სამსახურის თანამშრომელი აუდი გეისლერი ამბობს, რომ როდესაც მოკლული ობობა ხელში აიყვანა, იგი ხელის გულზე არ ეტეოდა.
ექსპერტების აზრით, ქალაქში ობობების შემოსევა იმით აიხსნება, რომ ისინი ტროპიკებიდან ამ სეზონისთვის უჩვეულო წვიმებმა გამოიყვანა.
ობობა-ჩიტიჭამია შხამიანია. მას ერთი კბენით ძაღლის მოკვლა შეუძლია. ადამიანისთვის, ამ სახეობის ობობის ნაკბენი, როგორც წესი, მომაკვდინებელი არ არის, თუმცა დაზარალებულს დიდი ხნით უწევს ჯანმრთელობის აღდგენისთვის ბრძოლა.

მსგავსი ამბები

Back to top button