გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაურის მარგალიტები


ესეც ახალი სასაცილო მარგალიტები ჩვენი საიტის ცხოვრებიდან, რაც უფრო იზრდება უცნაურის მომხმარებელთა რიცხვი, მით უფრო კრეატიული ხუმრობები აღწევენ ჩემს ყურამდე, მე შენ გეტყვი და რამე გამომეპარება, არც იოცნებოთ :dabneuli:

ლაშასთან მოსალოცად მაქვს საქმე, მარგალიტებს ლიდერობს : )) ისე კარგად გამოხატა ამ კომენტარში ქართული კაცობა (განსაკუთრებით ბოლო ფრაზაში), რომ ჩემი სიმპატია დაიმსახურა


ეს თავისთავად საინტერესოა როცა გუეტაზე გაკვაწკვაწებს, მაგრამ ამ კომენტარს ძალიან უხდება სხვა ადამიანის სიტყვები, სრულიად სხვა პოსტიდან : )


ზოგს აკვაწკვაწებს, ზოგს აბარძგალებს, მოკლედ რას გვიშვება ეს უცნაური :(


ეს საუკუნის კითხვაა :D რომელიც მოულოდნელად საეჭვო ფიქრებს აღგიძრავს ადამიანს : )) უბრალოდ აინტერესებდა პოსტში როგორ უნდა დაედო სურათი. სახელი შეიცვალა ამ მომხმარებელმა და იყოს, აღარ დავასახელებ ვინ არის :evil:


აი ამისთანა კარგი, დამრტყმელი წყევლა კარგა ხანია არ შემხვედრია უცნაურზე, პოსტი იყო სიგარეტის მავნებლობაზე, კომენტარებში რა თქმა უნდა ძირითადად წერდნენ, რომ სიგარეტით არავინ მომკვდარაო, რა ვქნათო, ვერ ვეჩვევითო, მოვკვდებით არა ისაო, გაუმარჯოს სიგარეტსო და აი მარიამის პასუხმაც არ დააყოვნა, თან განა ერთი დაწერა, წერდა და წერდა, აქ ორია დაფიქსირებული, ისე ბევრი იყო :(


ეს კი გახლავთ ქალიშვილობის ინსტიტუტის კბილებით დამცველი,არაქალიშვილობის შეტყობისას სულით ხორცამდე აკვაწკვაწებული, ამასთანავე ამ არაქალიშვილის (როგორც თვითონ ამბობს) მჩინჩვლელი, მიმბეგვავი და მიმტოვებელი. :thanks:
ახლა დავიჯერო, არ გაიფიქრეთ საწყალი ამის ცოლიო? :armjera:


ამან თავი მოსჭრა ნათელას : )) თუ პატიოსანი კაცია, საიდან იცის ნათელას ჯურღმულების თუ გამოქვაბულების სიგრძე-სიგანე :(


ძაღლია, ოღონდ კარგი გაგებით. ნეტა ცუდი გაგებით ძაღლი რას უნდა ნიშნავდეს?


ეს რაღაც სურათს ხსნის, ანუ სურათზე გამოსახულ არსებებთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს, მაგრამ ამ კომენტარს ჩინურის მცოდნე თარჯიმანი ესაჭიროება აშკარად. თან რა აშკარად დიდი სერიოზულობით მსჯელობს, კაცო თუ კი წვანანო, ამ ,,ბოჭის” ფეხები რატომ არ ,,ჩენსო”?

ახლა გვეყოფა კომენტარებზე ჭორაობა და გადავიდეთ იმაზე, რაც მომხმარებლების თვალებს ვერ ატკბობს, ანუ ახლა უცნაურის მარგალიტების სცენაზე გამოგოგმანდება დაუდებელი პოსტები
(გაადიდეთ დაწკაპუნებით)


ამ ადამიანს აშკარად მისამართი შეეშალა, ისედაც ხომ კოპირებამ წაგვლეკა, მაგრამ კონსტიტუციის დაკოპირებად მაინც ნუ დაგვაბრალებთ, შეგვინდეთ


ამ მოთხრობაზე რა ვთქვა არ ვიცი, მე ირუშკია ზღარბი მიწოდეს, ბატონ სურმანიძეს ველო, ველოსიპედი, გიორგი ჯღარკავა ,,კურცქვიტად” მოიხსენიეს, ლაშა სენაშვილი და საბა აბუთიძე ლოკოკინები ყოფილან, ბექა აბუთიძე კიდე თავკომბალა. ბოლოს ირაკლიც შემოდის თავისი სიზმრით ბალიშაფეთქებული ,,კურჩქვიტა” :lol2:
ისეთი  მოთხრობაა, ისეთი რომ წაკითხვად ღირს :evil:


(სურათის გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ზედ) ბარემ იგივე ავტორისას დავდებ, ეს გახლავთ მისებური ენით დაწერილი პოსტი (ავტორი ფულმფულა ბალიში, იგივე დარეჯანი, ან დაკო) ხომ ვინც ვერ გაიგებს, წინასწარ ვეტყვი, რომ გაოფდა<< ნიშნავს გაბრაზებას, დაკო ასე ამბობს და რა ვიცი :dabneuli:


ეს სასწაული სიახლეა, კატა ,,ტყუჭის” შესახებ, არ გამოტოვოთ : ))

ჯერ ამ სიახლის სათაურია შოკში ჩამგდები და შიგთავსზე აღარაფერს ვამბობ.


არა, ახლა, თვითმფრინავში ,,მოტივტივემ” თუ სთხოვა ეს უკვე სხვა საქმეა


აი ასეთი სათაურით აპირებდა სიამის ტყუპებზე პოსტის დადებას ერთ-ერთი ავტორი, მააშ ერთ თავს ორი ჯობიაოო :papa:


ამის ავტორის სახელი არ ვიცი, როგორ დამავიწყდა მიწერა : (( მაგრამ დაახლოებით ვიცი, ვინც იქნება, ხელწერაზე არ ეტყობა? : )) ვისაც წინა უცნაურის მარგალიტები წაუკითხავს ვეჭვობ შეამჩნევდნენ ისინიც.


ამან ისეთი შესავალი გაუკეთა პოსტს, რომ კი ბატონო, ვინც გინდა ის დადე, ოღონდაც არ გვცემო :(


თან წყაროც რომ მიაწერა : ))


ამას ეტყობა ქართული ესტრადის ,,კორიფეების” მოსმენის ბედნიერება არ აქვს, თორემ რაიანაც და მადონაც კი თვალებს დაჭყეტენ ამათი სიმრერის ტექსტებზე :(

მინდა დასასრულად ერთი ლექსი შემოგთავაზოთ, რომელიც გაურკვეულწილად უკავშირდება ახალგაზრდა ქართველ პოეტს თემურ ელიავას, უკავშირდება კი არადა მას ეძღვნება. უცნაურზე ერთ–ერთი მომხმარებელი, კერძოდ mamajana, (ჰო, კარგით, რა იყოთ, ვის არ გქონიათ სასაცილო ნიკი:D) ცდილობდა დაედო გიორგი ჯაფარიძის ლექსები, რომელსაც მოიხსენიებდა მის მეგობრად, ისიც გავარკვიეთ რომ ეს გიორგი ყოფილა 18 წლის პოეტი. კარგად დაიმახსოვრეთ პოეტი :) ვინაიდან სურათი იყო გადაღებული ლექსზე და ძალიან წვრილი ასოები ჩანდა, ჩემი თვალების დათხრის წყალობით ამოვიკითხე ძლივს ეს ლექსი და ახლა თქვენც ისე იხალისებთ, როგორც მე. (არ დაგავიწყდეთ, რომ გიორგიმ მას შემდეგ დაწერა ლექსიმ რაც გაიგო თემურ ელიავად ამოკიდებულება გალაკტიონის მიმართ)

ჩემო მეგობარო თემურ ელიავა
როგორ მოგაგონდა გალაკტიონის გაგდება?
მისი სახელი ვერ წაშალა ვერც საუკუნის ნისლმა
იძახი,რომ გაიტანონ წიგნები მისი.
მის ნაცვლად რა მოიტანონ რაღაც ნაჯღაბნი სხვისი?
არ დადგება გაზაფხული,თუ არ გაიარე ზამთარი.
თუ არ ნახავ ტკივილს და შავს,ვერვიზე იტყვი ლამაზი.
უცხომ რომ მოგისმინოს ჩვენი გენიოსი ეგონება მარაზმი.
ჩვენ რა ვიცით რას გრძნობდა როცა ეტრფოდა მთვარეს?
ჩვენ რა ვიცით რას ფიქრობდა,როცა ესაუბრებოდა ღამეს?
დუელი რომ მოინდომე ერთი ერთზე მასთან
თუნდაც ყველა დაგეხმაროთ,სურათია: ჭიანჭველა მთასთან.
არ გეგონოს რომ ავყევი ბრბოს აზრს
უბრალოდ ვერვინ დალევს ტაბიძის სიყვარულის თასს.
ყველა თავისებურად გებულობს მისი ლექსების არსს.
მისი სიტყვები სიყვარულს დაანახებს ბრმასაც,
ამიტომაც ვერ გადავიხდით ნახევარ ვალსაც
იმედია ოდესღაც შენც შეიცვლი აზრსაც
ოდესმე ერთად დავსხდებით და დავიწყებთ სმასაც
აი მაშინ კი ჩვენთან ყოფნა მოუნდება მთასაც.

უცნაურის მარგალიტების დღევანდელი ,,კანცერტი” დასრულებულია, წაით ახლა ბაღნებო სახლში :(

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close