გართობაკულტურა

GTA 5 (Grand Theft Auto V)

63ja8
Rockstar Games სულ ცოტა ხნის წინ პუბლიკას დეტალურად წარუდგინა Grand Theft Auto V, ჟურნალ game informer-ის საშულებით. შეგახსენებთ Grand Theft Auto V მულტიპლატფორმული ვიდეოთამაშია Grand Theft Auto-ს სერიისა, Action ჟანრში, გრანდიოზული ღია სამყაროთი.

თამაშს ქმნის კომპანია Rockstar North. პროექტის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ შემქმნელების თქმით თამაშის გამოსვლას უნდა ველოდოთ 2013 წლის გაზაფხულზე. პროექტის გამოშვება ჯერ-ჯერობით დაგეგმილია Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ იქნება PC პორტი. Rockstar Games-მა განაცხადა რომ Grand Theft Auto V მათი ყველაზე დიდი და ამბიციური პროექტია, ყველაზე დიდი ღია სამყაროთი.
d08ye

თამაშში გამოჩნდება სამი მთავარი გმირი – მაიკლი, ტრევორი და ფრანკლინი, რომელთა მართვაც შეეძლებათ მოთამაშეებს. მათ შორის გადაცვლა მოხდება ნებისმიერ მომენტში ერთი ღილაკის დაწოლით, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სამყარო სხვადასხვა ხედვის წერტილით.
მაიკლი – ყოფილი ბანკის მძარცველია, რომელიც “პენსიაზეა გასული” FBI-ს თვითმხილველების დაცვის პროგრამით, მას თან აქვს საკმაოდ მოზრდილი რაოდენობის თანხა, მაგრმ მისმა ცოლმა ადვილად მოახერხა ნაძარცვი თანხის დახარჯვა, რის გამოც ქმარს მოუწია “თამაშში დაბრუნება”.
მეორე მთავარი გმირია, ტრევორი – ნარკომანი და ფსიქოპატი, ძალადობისკენ მიდრეკილი, ასევე ყოფილი საბრძოლო მფრინავი და მაიკლის მეგობარი.
მესამე მთავარი გმირია დამწყები ქურდი ფრანკლინი, რომელიც ადრე მუშაობდა ავტოსალონში და ძალიან უყვარს მანქანები.
ყოველი გმირი ფლობს სხვადასხვა უნარებს, რომლებიც ეხმარება მას რთული საქმეების მოგვარებაში. იმისდა მიუხედავად, რომ თამაშში არ იარსებეს პერსონაჟის გაძლიერების ელემენტები, Rockstar-მა მაინც გადაწყვიტა დაეჯილდოვებინა პერსონაჟები თავისი განმასხვავებელი უნარებით. მაგალითად მისიის დროს მაიკლს შეეძლება შენობიდან დაშვება ალპინისტური ხელსაწყოების დახმარებით, ამავდროულად ფრანკლინი შესანიშნავად იყენებს სნაიპერულ შაშხანას, ხოლო ტრევორს შეუძლია ვერტმფრენის მართვა. მოთამაშეებს შეეძლებათ აირჩიონ მტრის განადგურება სნაიპერული შაშხანით, მძევლების აყვანა შენობაში მაიკლის როლში ან ვერტმფრენის მართვა ტრევორის როლში.
jkukk

შესაძლებელი იქნება პერსონაჟების ტანსაცმლის შეცვლა, მაგრამ წონის მომატება და დაკლება, როგორც ეს იყო San Andreas-ში არ იქნება. შემქმნელები აცხადებენ, რომ სამი მთავარი გმირი შექმნეს იმიტომ, რომ წარმოედგინათ მოთამაშეებისთვის სხვადასხვა მსოფლმხედველობის წერტილები. ყოველი პერსონაჟი მოიქცევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებლად, გატაცებული იქნება თავისი ჰობით და სპეციალიზირებული იქნება თავის საქმეზე. ამას გარდა ყოველი პერსონაჟი დაკავებული იქნება თავისი საქმით, სანამ მას არ მართავს მოთამაშე.

სათამაშო სამყარო შესამჩნევად გაიზრდება. შემქმნელების თქმით მთელი რუკა იქნება როგორც GTA: San Andreas, Red Dead Redemption და GTA IV ერთად აღებული. მთელი სამყარო წარმოადგენს სამ უზარმაზარ ფართობს, გამოყოფილი ქალაქის ნაწილების, ფართო ველური ადგილების და საზღვაო ტერიტორიების ჩათვლით. Rockstar შეეცადა ლოს-ანჯელესის ატმოსფეროს გადმოცემას, რადგან ჩათვალა, რომ ვერ შეძლო მთელი მისის მრავალფეროვნების წარმოდგენა San Andreas-ში. თამაშში გამოჩნდება მრავალფეროვანი ადგილები, როგორებიცა მთები, ტყეები და პლიაჟები, სამხედრო ბაზები და მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ცენტრები.
0qvlh

ამ მარავლფეროვნებებთან ერთად, შემქმნელებმა “დამალეს” დინამიური მისიები. მოთამაშეები ბუკვალურად რომ ითქვას, საკუთარ თავში აღმოაჩენენ თავგადასავალს მთელ სამყაროში, მაგალითად გვამის აღმოჩენა ერთმანეთთან მიბჯენილ ორ მანქანასთან უდაბნოში. სურვილის შემთხვევაში მოთამაშეებს შეეძლებათ დანაშაულის გამოძიება, ჰიტჩ – ჰაიკერობა და სხვა უამრვი მეორეხარისხოვანი საქმით დაკავება.
Rockstar-მა ასევე იზრუნა ამ უზარმაზარი სამყაროს გაცოცხლებაზე. შემქმნელებმა განავითარეს გამვლელების ანიმაცია მოძრაობის დამჭერი მოწყობილობის დახმარებით. რამდენიმე ცნობილი პერსონაჟი GTA IV-დან და Episodes From Liberty City-დან შეიძლება შეგვხვდნენ. ხოლო რაც შეეხება სი-ჯეის და მის ბანდას, მათზე მხოლოდ ლეგენდები იარსებებენ.
b4ubs

შემქმნელები გეგმავენ შეუხამსონ ყოველ გმირს ერთი-ორი გასაღებისეული მინი-თამაში. მეორეხარისხოვან მინი-თამაშებს შორის გამოჩნდება იოგა, ტენისის, ბეის – ჯამფინგი, ტრიტლონი, გოლფი და ბევრი სხვა. მოთამაშეებს ასევე შეეძლებათ დაკავდნენ დაივინგით (თამაშში იქნება სრულფასოვანი ოკეანის ფსკერი, რომლის გამოკვლევაც მოთამაშეებს შეეძლებათ) ან უბრალოდ მოინახულონ მეგობრები. როგორც არ უნდა იყოს, სასიყვარულო ისტორიები GTA-ს მეხუთე ნაწილში არ იქნება.
ამის გარდა ძარცვა გახდება თამაშის ძირითადი ელემენტი. ტელეფონის ფუნქციონალს დაემატება ინტერნეტში შესვლა, მაგრამ ელემენტების ძირითადი ნაწილი აღნიშული იქნება მინი-რუკაზე.
f5bad

Rockstar-მა შესამჩნევად შეცვალა მანქანის მართვის მექანიკა, დაამატა სრულიად ახალი სისტემა, რაც მისცემს მართვას racing ჟანრის ეფექტებს. ასევე თამაშში გამოჩნდება უფრო ფართო სატრანსპორტო საშუალებების სია, ველოსიპედით, მოტოციკლებით და კვადროციკლებით დაწყებული, თვითმფრინავებით და რეაქტიული გამანადგურებლებით დამთავრებული.
8hksv

სროლა და ახლო ბრძოლაც განვითარდა. შემქმნელების თქმით მათი მთავარი მიზანი იყო ახლო ბრძოლის ისე გამარტივება, როგორც სროლა, მაგრამ ამისდა მიუხედავად მას არ უნდა დაეკარგა, და პირიქით მომატებოდა სანახაობრივობა და მრავალფეროვნება.
uthck

არც ერთ Grand Theft Auto-ში არ ყოფილა NPC ცხოველები, დასკრიპტული ჩიტების, დელფინების, კუების და თევზების გარდა. როგორც ცნობილი გახდა უკვე მეორედ Rockstar Games-ს ისტორიაში (პირველი იყო ვესტერნი Red Dead Redemption) თამაშში იქნებიან სრულფასოვანი ცხოველები, ასევე შესაძლებელი იქნება ნადირობით დაკავება.

ამ ყველაფერს დაემატება სრულიად განვითარებული გრაფიკა, ახალი განათების სისტემა და სპეცეფექტები.

რაც შეეხება მულტიპლეიერს, მასზე ბევრი რამე არაა ცნობილი, სავარაუდოთ ის ჯერ-ჯერობით უცნობი გზით იქნება კავშირში Max Payne 3-თან.

შემოგთავაზებთ თამაშის პირველ ტრეილერს:

 

მსგავსი ამბები

Back to top button