არქივი

“ტანსაცმელი ალამაზებს ადამიანს, სუნამო კი მის სულიერებას ავლენს”

307a49419b21

“ტანსაცმელი ალამაზებს ადამიანს, სუნამო კი მის სულიერებას ავლენს” – ასე ხსნის სურნელოვანი სითხის ძალას ,,შანელის” სახლის პარფიუმერი ჟაკ პოლჟი.

სუნამოს მართლაც უჩვეულო ძალა აქვს, მესაიდუმლედ ნამდვილად ვერ გამოგადგებათ, რადგან მას შეუძლია თქვენზე ყველაფერი გაამხილოს… სანამ ამის შესახებ მოგიყვებოდეთ, სუნამოს ისტორიასაც გადავხედოთ.

ეს სურნელოვანი სითხე ისე გაუმხელს გარშემომყოფთ თქვენს თვისებებს, ხასითს, განწყობას,თვითშეფასების დონეს, ასაკსაც კი, რომ თავად არაფრის თქმა აღარ დაგჭირდებათ. გარდა ამისა, სუნამო საკუთარი თავის შეცნობასა და გაშიფვრაში თქვენც დაგეხმარებათ. რამდენიმე კლასიფიკაციას აქვე შემოგთავაზებთ:

თუ სუნამო გიყვართ სხვადასხვა ტკბილი ყვავილების არომატით (ვარდი, ჟასმინი…), ხართ ძალიან კარგი დიასახლისი, გიყვართ სხვისი ცხოვრების გალამაზება, ხართ კოლექციონერი;

თუ თეთრი, მსუბუქი არომატის მქონე ყვავილებისგან დამზადებულ სუნამოს ხმარობთ, ხართ ძალიან სანდო და სასიამოვნო პიროვნება, კარგი მეგობარიც, თუმცა მეგობრების სიმრავლით არ გამოირჩევით;

გიყვართ სუნამო ხილის არომატით?
– ხართ სანდო ადამიანი, გიყვართ ჯგუფური მუშაობა, ხმაურიანი კომპანიები და გაქვთ იუმორის კარგი გრძნობა;

სუნამო ციტრუსის არომატით
-ასეთი სურნელის მოყვარულ ადამიანებს ახასიათებთ ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა; უყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და არიან ძალიან მიზანდასახულნი, ყოველთვის იბრძვიან წარმატებისთვის;

ოკეანისა და ზღვის არომატები
– ამგვარი სურნელი, ძირითადად, დასამშვიდებელი ეფექტისაა, ამიტომ მოსწონთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დახურული სივრცის შიში, არ უყვართ ზედმეტი მორთვა, განსაკუთრებული ჩაცმულობა, გამოირჩევიან მინიმალისტური ჩაცმის სტილით;

აღმოსავლური სურნელი
– ამ არომატის მოყვარული ადამიანები, აფასებენ ტრადიციებს. უყვართ მარტოობა, კოლექციონერობა, ხშირად გამოირჩევიან ეფექტური გარეგნობით. თავს უვლიან და როგორც წესი, ძალიან განათლებულები არიან.

კულინარული არომატების მსგავსი სურნელება
– ასეთ ადამიანებს აქვთ თავისებური სტილი, შარმი, განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ სექსისკენ; გამოირჩევიან გამბედაობით და სიმამაცით; ამავე დროს, არიან საკუთარ თავში ჩაკეტილნი და ამოუცნობნი;

რჩევა სუნამოს მოხმარებისას

– მისი სურნელი იქნება უფრო ხანგრძლივი და ძლიერი, თუ შეარჩევთ სხეულის შემდეგ ადგილებს – კეფა, ყურის უკანა ნაწილი, მკერდის ქვემოთ, იდაყვების შიდა მხარეს, მუხლის უკანა მხარეს. ეს ადგილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ დიდხანს ინახავენ და ძლიერად აფრქვევენ სუნამოს სურნელს.;)

ასახავს თქვენი არჩეული სურნელი თქვენს ხასიათს? :dabneuli: :lol2:

წყარო:gelatin.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button