საკითხავისასარგებლო

ყვავილების ენა


ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძველ აღმოსავლეთში მიაჩნდათ, რომ ყვავილებს საკუთარი ენა გააჩნდათ. სპეციალური წიგნიც კი შექმნეს – ,,სელამი” – სადაც თითქმის 400-მდე ყვავილის მნიშვნელობაა შეტანილი. მათი დანიშნულება განსხვავებულია სახეობების, მათი ფერებისა და არომატები მიხედვით. შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ყვავილის მნიშვნელობა:

1.
ორქიდეა – ეს ყველაზე ინტიმური ყვავილია დანარჩენებს შორის და ყველაზე ახლო ადამიანებს ჩუქნიან;

2.
შროშანი – ნიშნავს, ,,დიდი ხანია მიყვარხარ!” ამასთან, შროშანი სიამაყის სიმბოლოცაა;

3.
ჰერბერი – მსუბუქი გატაცების, ფლირტის გამომხატველია;

4.
გერანიები – აღმოსავლური წესის მიხედვით, თუ ვინმე ამ ყვავილს გაჩუქებთ, თქვენთან საიდუმლო შეხვედრას ითხოვს;

5.
ზიზილა – საუკეთესო სურვილებით!..

6.
გეორგინები – ამ ყვავილის მჩუქნელი მიუხვედრელობაში გდებთ ბრალს. ასევე, გეორგინები გაზაფხულის, სიხარულის, სიმდიდრის სიმბოლოცაა;

7.
ქრიზანტემები – მეგობრული გრძნობების გამომხატველია;

8.
გლადიოლუსი – ის, ვინც მას გჩუქნით, მზრუნველობას გთავაზობთ, მას თქვენზე ზრუნვა უნდა;

9.
მიხაკი – სხვადასხვა ფერის მიხაკს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: თეთრი – გულწრფელი, წმინდა სიყვარულის გამომხატველია; წითელი – აღფრთოვანების; ვარდისფერს, როგორც წესი, დედებს ჩუქნიან;

10.
ვარდი – ასევეა ვარდიც: წითელი – სიყვარულის, სილამაზის ნიშანია; ვარდისფერი – სინაზისა და მიმზიდველობის; თეთრი – უმანკოების;

11.
ტიტა – ზოგადად, ის სიყვარულის ნიშანია, მაგრამ სხვადასხვა ფერის სხვადასხვაგვარ სიყვარულს გულისხმობს: წითელი – ვნებიანი სიყვარული; თეთრი – წმნდა გრძნობა (ქორწინებას შეჰფერის); ყვითელი – უნაყოფო სიყვარული;

წყარო: http://gelatin.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close