საკითხავისასარგებლოუცნაური

აღდგენილია იესო ქრისტეს იერსახე…

კოლორადოს სამეცნიერო ცენტრის ექსპერტებმა პირველად აღადგინეს ქრისტეს დიდი ფიგურა, ტურინის გარდამოხსნის მიხედვით. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ტილოში იყო გახვეული იესო ჯვარცმის შემდეგ, რომლითაც იგი დასვენებულ  იქნა აკლდამაში და შემდეგ აღსდგა კიდეც…

ამერიკელმა სწავლულებმა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით გარდამოხსნის ანაბეჭდებით გამოითვალეს ქრისტეს სხეულის ყველა პარამეტრი. ამის მიხედვით კი გამოძერწეს თაბაშირის ნიმუში.

მას შეიძლება ვუწოდოთ იესო ქრისტეს სხეულისა და სახის ყველაზე ზუსტი ქანდაკება…

ქრისტე იყო მაღალი, კარგი აღნაგობისა და მშვენიერი პირისახის მამაკაცი. სპეციალისტების ვარაუდით, მისი სიმაღლე 182 სანტიმეტრი იყო, ხოლო წონა არ აღემატებოდა 79.4 კილოგრამს. ის თაანამედროვეთ მთელი თავით აღემატებოდა. როდესაც იგი მოსწავლეთა შორის მოდიოდა, ჩანდა ყველა მხრიდან. მჯდომარეც კი ყველაზე მაღალი იყო.

ერთხელ უკვე სცადეს ქრისტეს გამოსახულების აღდგენა – მაშინ მხოლოდ ვირტუალურად – გარდამოხსნის ანაბეჭდების მიხედვით. 1976 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ ჯექსონმა , ამერიკელი მეცნიერის ბილ მოთერნის ლაბორატორიული ანალიზების დაყრდნობით, შექმნა სხეულის მოცულობითი მოდელი კომპიუტერში…

რა თქმა უნდა,პროგრამა, რომელმაც სამგანზომილებიან სიბრტყეში კონვერტირება გაუკეთა ანაბეჭდს, იყო პრიმიტიული, მაგრამ უკვე მაშინ განაცვიფრა სწავლულები იმან, რომ ანატომიურად სხეული ძალიან ზუსტი იყო. და სკეპტიკოსთა ვერსია, რომ გამოსახულება გარდამოხსნაზე მხოლოდამხოლოდ შუასაუკენეების მხატვრის დახატული იყო , გააბათილა…

სამყაროს არცერთ მხატვარს არ ძალუძს გაითვალისწინოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც ანაბეჭდზე ჩამოყალიბდა – სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების წონა, ასევე მის გარკვეულ დაშორებებს ტილოს სხვადასხვა მონაკვეთებზე და აგრეთვე სხვა გარემოებები…

ანატომიურად ყველაზე სწორი ანაბეჭდის მიღება შესაძლებელი იქნებოდა, მხოლოდ მაშინ თუ რეალურად შეახვევდი სხეულს ტილოში. მაგრამ ამისათვის საჭირო იყო იმის დამტკიცება , იყო თუ არა ძველ ტილოში დამალული ადამიანი იესო ქრისტე. ეს რომ გამოეკვლიათ, 30 წელზე მეტი დასჭირდათ.

ისტორიკოსებმა იპოვეს დადასტურება იმისა, რომ ტურინის გარდამოხსნა ცნობილი იყო უკვე VI საუკუნეში. ხატმწერები იმ ხანაში ქრისტეს სახეს სწორედ ამ გარდამოხსნის მიხედვით წერდნენ. არსებობს უძველესი ქრისტეს ხატი წმინდა ეკატერინეს მონასტერში სინას მთაზე.გადმოცემის თანახმად, იგი აჩუქა იმპერატორმა იუსტინიანე I-მა, რომელმაც ააშენა კიდეც აქ მონასტერი. უცნობმა მხატვარმა, რომელმაც 544 წელს დაწერა ეს ხატი  , ეცადა გადმოეცა მესიის მეტნაკლებად სწორი გამოსახულება გარდამოხსნის მიბაძვით.

ხატისა და ქსოვილზე გამოსახულების მსგავსება თითქმის ფოტოგრაფიულია. ზუსტად ემთხვევა თვალის, ცხვირისა და პირის მდებარეობა. თმები მარცხენა მხრიდან მხარს ეცემა, ხოლო მარჯვნივ მოკლეა. თვალები ძალიან დიდი, ცხვირი – გრძელი და თხელი, გამხდარი სახე, წვერი გაყოფილი, თხელი, მაღალი კისერი. ეს ხატი და ტურინის გარდამოხსნის გამოსახულება ზუსტად ემთხვევა პარამეტრებით და გააჩნია 45 საერთო ნაკვთი! საბოლოო ჯამში საკმარისი დამთხვევებია, რომ პიროვნების იდენტიფიცირება ვაღიაროთ.

იესო ქრისტეს მოცულობითი გამოსახულება , აღდგენილი გარდამოხსნის ანაბეჭდის მიხედვით, შეადარეს მესიის ყველაზე ცნობილ ქანდაკებებს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გენიალურმა მოქანდაკემ მიქელანჯელომ შესძლო მიახლოებოდა ორიგინალს!

მისი მარმარილოს ქმნილება ინახება წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ვატიკანში. ეს მიქელანჯელოს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნამუშევარია. არავინ იცის როგორ მიაღწია მან ასეთ სიზუსტეს : ინტუიციით თუ ღმერთის შთაგონებით?! თანამედროვენი იმასაც იძახდნენ, რომ ამ სკულპტურას თავად ღმერთი აქანდაკებდა  …

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close