გართობაუცნაური

რატომ შეიქმნა ეშმაკი

god 1

ალბათ ყველას გვაინტერესებს უფალმა ამპარტავნობის გამო ჩამოაგდო ლუციფერი დედამიწაზე თუ იმისთვის რომ დედამიწაზე ადამიანებისთვის განკუთვნილი სამყარო შექმნილიყო, ეგრედწოდებული “ცხოვრებისეული გამოცდის ფურცელი” რისი ჩაბარების შემდეგაც გაირკვეოდა სად წავიდოდა ესა თუ ის ადამიანი, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში… ბიბლიაში მიუხედავად ამდენი წმინდა ისტორიისა ღმერთი მაინც გვიტოვებს ეჭვის საფუძველს და გვეუბნება: “ჭეშმარიტ ცოდნას კრძალავს უფალი”.
god 1
იდეის , რომ ღმერთი და ეშმაკი ურთიერთშეთანხმებულად წყვეტენ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს კარგად ჩანს გოეთეს “ფაუსტში”, როცა მეფისტოფელი ამბობს: “მიყვარს შემოვლა ბერიკაცთან და საუბარი,
გულს დამაკლდება მუდამ ასე თუ არ გასტანა,
ვერაფერს იტყვი, ზის ამხელა მამაუფალი
და კაცურ სიტყვას ლაპარაკობს, თვით ეშმაკთანაც.”
მართლაც საინტერესოა რა ხდება სინამდვილეში და საერთოდ ვინ არის ეშმაკი, ნუთუ ის მართლაც ნაწილია იმ ძალისა, რომელსაც მარად ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმნს.
მეც ჩემი სუბიექტური აზრი გამოვხატე ჩემს ლექსში, როგორც დამწყებმა “პოეტმა”)) თუმცა ამის პრეტენზია ალბათ ნაკლებად მაქვს..
546258 113960095405388 1940680199 n large
როგორ შექმნილა სამყარო, ანუ ზოგჯერ ეშმაკიც ტირის

თითქოს შორიდან მწუხრი მოაქვს დღიანს ქარიანს,
ყველა მოთმენით ელოდება პილატეს მოსვლას,
ოდნავ დარცხვენით პეტრე წმინდავს ცრემლებს მარიამს,
ქრისტე ჩურჩულით ღმერთს უგზავნის მხურვალე ლოცვას.

აქ დასასჯელად უძებნიან მესიას საბაბს,
სანახაობას დაეძებენ, კლავენ ვინც უნდათ,
იქ კი განგება ხეზე აქსოვს თოკების თასმას,
რომ განაჩენი აღუსრულონ მალე იუდას.

სხეულს მოგლიჯა სული სატანამ
და ჩაითრია თავისთან ღრმულში,
ნეტა ვინ იცის მაინც ამჟამად
რა ტკივილია იუდას გულში?!

ძირს დანარცხებულ, ამ უმწეო სულს
წინ შეეგება ეშმაკი ტაშით..
„-ძალზედ მიხარებამ ამ ცარიელ გულს“ –
სინანულიც კი შეეტყო ხმაში.

„- ყველამ შეხედეთ რისთვის იქცა ბნელეთის შვილად,
ფული არჩია ქრისტეს მცნებას, ოქრო და ვერცხლი,
სული გაჰყიდა უნამუსოდ და ჩემს გზას მიჰყვა..
მე დავამთავრე, აჰა იუდა შენს სიტყვას ველით.“

„ნუ ცინიკოსობ, ნუ აქეზებ მონებს ლუციფერ,
შენც კარგად იცი რისთვისა ვარ მოსული აქა,
ნუ შეუბყრიხარ დიდების ხმას, მცდარ გზას უმიზნებ,
მშვენივრად ხვდები რაში ვცვალე სამოთხე და ცა..

მე ჩვენი მხსნელის საყვარელი მოწაფე ვიყავ,
და მისი სულის , მისი გონის ყოველ კუნჭულს ვცნობ..
ამ ყველაფრისთვის გინდ მაწამოთ, რაც გინდა მიქნათ
მე მაინც ვიტყვი იმ ყველაფერს რასაც გულში ვგრძნობ.

მე ის გავყიდე არა სიმდიდრისა და ფულისათვის
არამედ მისთვის რაც უკვე ზევით ნათქვამი იქნა..
ის მენდობოდა და ლოცულობდა ჩემს სულისათვის,
რომ ამეხდინა დიდებული, მე ღმერთის სიტყვა..

და ასეც მოხდა ჩემი დასმენით,
იესომ სისხლით უშველა ამ ხალხს,
თუმცა სატანის შვილი გავხდები,
ქრისტე ხომ ხედავს ჩემს საქციელს კარგს ..

მე დიდი მსხვერპლი გავიღე მისთვის,
და ამ დახრუკულს სულსაც მას ვუძღვნი..
თუმცა მინდოდა, აღდგომის დღისთვის
დაპირებისებრ ჩამეკრა გულში..

არ გესწავლება ლუციფერ , ჩემო,
შენ უფრო მეტი გაიღე ღვთისთვის,
რომ შექმნილიყო სამყარო ქვემოთ
შენი თავიც კი შესწირე მისთვის..

შენით ისწავლა არჩევანი ხალხისა ამ ბრბომ,
და ეს სამყაროც შენით გახდა მწარე გამოცდა,
შენ ამ სოფელის უნატიფეს სხივებსაც ახშობ,
ცდილობ რომ უფრო მიაჯაჭვო საღვთო სალოცავს..

ახლა, ის დროა, ის ითვლება წმინდათა კაცად,
ვინც კი ორივეს ჩაგვაფურთხებს ძლიერად სულში,
თუმცა გახსოვდეს რომ ჩვენც გვიცნობენ იქ, ზემოთ, კარგად
და ამიტომაც ნუ დაგრჩება ნაღველი გულში..“

იუდა მორჩა თავის ბრნულ სიტყვას,
სატანა თითქოს გაქვავდა სკამზე..
ცხელი წვეთი რომ დაეცა მიწას,
სულყველას თვალი ეჭირა მასზე..

„-რთულია“-მოუტრიალდა ყველას იუდა..
„სატანა მწვავე გრძნობებში იწვის,
უგულობაზე ცოტა იცრუა,
ხომ ხედავთ, ზოგჯერ ეშმაკიც ტირის..“

წყარო : http://katierin-kathe-katherin.blogspot.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button