გამოგონებაკრეატივიუცნაური

ბამბუკ ART

ბოლო რამოდენიმე წელია ბამბუკის, როგორც ავეჯისა თუ სხვა ნივთების მასალის პოპულარობა იზრდება. ამას მხარს უჭერს მსოფლიოს გარემოს დაცვის საზოგადოებაც, რადგან ბამბუკი ძალიან 
სწრაფად იზრდება და ადვილია მისი გამრავლება.

მაშ ასე..

ბამბუკისგან გაკეთებული ყველაზე ორიგინალური “ნივთები” :

ASUS Ecobookმა გარემოს დამცველთა დიდი სიმპათია მოიპოვა, რადგან მისი 50% გადამუშავებადია და გადაგდების შემთხვევაში არ გამოყოფს დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებებს.

ბამბუკის კუბო, დამზადებულია ბამბუკისაგან და ბანანის ფოთლებისაგან.

ბამბუკის ჭაღი, ჩემი აზრით ძალიან ლამაზია, კარგი იქნება ჩემი აგარაკისთვის :D მაგრამ სამწუხაროდ ეს ხელოვნების ნიმუში 650$ ღირს

“ბამბუკის ტყე” დამვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს, დაპროექტებულია Roewu Architectის მიერ, გაერთიანებული სამეფო.

ეს ბამბუკის ჩაფხუტია, თქვენ ეს უბრალო ბამბუკის ჩაფხუტი არ გეგონოთ, იგი აკმაყოფილებს ევროპის ყველა მოთხოვნილებას, რაც მთავარია 378$ ღირს, და თანაც მარტო გაერთიანებულ სამეფოში იყიდება. აბა, დახლებს ნუ მოაწყდებით, რიგში ჩადექით! :D

“ბამბუკის ჯიპი,” თუ თქვენ ამ უცნაურ მანქანას დაინახავთ ქუჩაში, გაჩერდით!!, თქვენ ფილიპინებში ხართ, დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს თუკი არსებობს, თუ არა მაშინ ვინმეს სთხოვეთ დაგეხმაროთ. :D

ბამბუკის რადიო შექმნილია მე-19  საუკუნეში  გავრცელებულ გრამაფონების დიზაინზე  დაყრდნობით. შიგნით განთავსებული უკაბელო პლატა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კომპიუტერიდან მოუსმინონ მუსიკას.

ბამბუკის დინამიკები “მწვანე აკუსტიკის” ხელ-შეწყობის კარგი საშუალებაა. იგი 30$ ღირს.

ეს მანქანა გახლავთ 90%-ით ბუნებრივი ტრანსპორტი: ბამბუკის კორპუსი და ქოქოსის ბიო-დიზელზე მომუშავე ძრავით. ალბათ მარტო ბორბლებია ხელოვნური. შეუძლია 20 ადამიანის გადაადგილება. თუ შემთხვევით ესეც დაინახეთ ქუჩაში, ესე იგი ისევ ფილიპინებში ხართ და რამე იღონეთ!

კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ააშენეს ერთ-ადგილიანი ელექტრონულ ძრავაზე მომუშავე ბამბუკის მანქანა. “BamGooდ” წოდებული, 60 კგ- ს იწონის და ერთ დატენვაზე 30 მილის გავლა შეუძლია. და თუ ეს მანქანა უეცრად ქუჩაში ნახეთ, აგვიხსენით რას დაბორიალობთ აზიის ქვეყნებში. :D

უსმინეთ მწვანე მუსიკის ტკბილ ჟღერადობას Bird-Electron EZ-TAKEGTF2 პორტატული დინამიკებით , მხოლოდ 199 დოლარად.

ეს ძალიან საინტერესო სტრუქტურის მქონე სახლუკები დააპროექტა ხუთმა ტაილანდელმა სტუდენტმა სპეციალურად ობოლთა თავშესაფრისათვის.

ეს ძალზედ ლამაზი და ორიგინალური დიზაინის სანათი იშოვება მხოლოდ “Terra Furnishingის” მაღაზიებში ფასები კი 105-იდან 125 დოლარამდე იზრდება.

ეს არის ჩემი აზრით ძალიან ლამაზი კომპიუტერი, რომელიც კომპანია “Dellმა” წარადგინა დედამიწის დღესთან დაკავშირებით Fortune’s Brainstorm: Greenის კონფერენციაზე. იგი 81%-ით პატარაა სტანდარტული ზომის პერსონალურ კომპიუტერზე და რაც მთავარია 70%-ით ნაკლებ ელ-ენერგიას ხარჯავს. ecoPC-conceptის ფასები 500-იდან 700 დოლარამდე იზრდება.

ორიგამით შთაგონებული დიზაინერი მინგ ტანგი დარწმუნებულია, რომ ვერავინ ნახავს ამაზე ლამაზ კარავს. “დასაკეცი სახლების” იდეა მას ჩინეთის მიწისძვრის შემდეგ გაუჩნდა, როცა მთავრობა გეგმავდა 1,5 მილიონი კომპაქტურ სახლების შექმნას (ეკითხათ ჩვენთვის, მაგაში მაგრები ვართ).

ველოსიპედები ყოველთვის ითვლებოდა ეკო- მეგობრულ (eco-friendly ამას სხვა ქართული შესატყვისი ვერ მოვუძებნე) გადაადგილების საშუალებად.  მაგრამ ახლა ის უფრო ეკო- მეგობრული ხდება ინდონეზიური ბამბუკის ველოსიპედის საშუალებით.

ეს ძალიან ლამაზი ნაგებობა, ფერმაა. იგი კაროლინაში მდებარეობს. იგი მოიცავს 2000 აკრს და იყენებენ აგრიკულტურისთვის და რეკრეაციისთვის. მას რატომღაც კი Mason Lane Farm Operations Facility ჰქვია.

ეს ეკო-მეგობრული რანგის აქსესუარები დამზადებულია Micro Innovationsის მიერ, მოიცავს კომპიუტერის აქსესუართა მთელ თაიგულს: დაწყებული USB ჰაბიდან დამთავრებული მაუსით.

ეს ბამბუკის სტრუქტურა არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ სახლს, იგი შექმნილია Søren Korsgaarის მიერ

ეს გახლავთ ვიეტნამელი არქიტექტორის ვო ტრონგ ნგიას მიერ შექმნილი “წყლისა და ქარის კაფე”  ქალაქ ბინ-დოუნგში. პირველი სურათი არის გადაღებული შენების პროცესში, აი დასრულებული:

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close