გართობა
ჩემი ნამუშევრები
მოგესალმებით! რამოდენიმეჯერ ვნახე, ზოგიერთი უცნაურელის ნახატებზე პოსტები და მეც გადავწყვიტე გამომეტანა ისინი უცნაურის სამსჯავროზე:D
იმედია მოგეწონებათ.
მაინცდამაიც მკაცრათ ნუ განმსჯით, უმეტესობა 13 14 წლისას მაქვს დახატული.ახლა 16 ის ვარ. რამოდენიმე ნახატი, არაა აქ ჩემი ფანტაზიით დახატული.
ამ გოგოს სურათი მაგალითად, ამ საიტზე ვნახე და დავხატე:)
ალბათ ვერ გაარჩევთ და ამიტომ გეტყვით, აქ სანდრო წერია
ეს კი სურიალიზმის მამას, სალვადორს მოვპარე. მაპატიე დალი!:D
სამება ალბათ იცანით. ცოტა “ფეთხუმურადაა” სამწუხაროდ :(
ეს კი მშრომელი, კახელი გლეხი :)
ეს უბრალოდ ჩანახატია, (ექსპრონტად დავხატე თვალის ფანქრით)
ეჰჰ… აბა სხვა რა უნდა ვაკეთო ფიზიკის გაკვეთილზე:D
ვინც თელავში ყოფილხართ შესაძლოა გეცნოთ ეს ადგილი