საკითხავისასარგებლო

პროგრამა “T-4”


ნაცისტურ გერმანიაში მოქმედებდა პროგრამა “T-4”.პროგრამის მიზანი იყო ფსიქიკური აშლილობის მქონე ავადმყოფების ფიზიკური განადგურება.პროგრამის ფარგლებში სასტიკად გაუსწორდნენ 200 ათასამდე ადამიანს,რომელთა შორის არა მხოლოდ გიჟები და გონებასუსტები იყვნენ,არამედ მათ რიცხვში იყო ინვალიდები,გენეტიკური დაავადების მქონეები და სხვა.

ჰიტლერმა გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სხვადასხვა რეფორმების გატარება.მისი დავალებით შეიმუშავეს რასისტული თეორია,სდაც ხაზგასმით მითითებული იყო გერმანელი ერის აღმატებულობა და არიულობა.
ამ თეორიიდან გამომდინარე შეიქმნა უარყოფითი დამოკიდებულება სხვა ეროვნების ადამიანთა მიმართ,განსაკუთრებით ებრაელების მიმართ.
დღის წესრიგში დააყენეს სტერილიზაციის საკითხი,რაც პირდაპირი მნიშვნელობით არაარიულ ერთა წარმომადგენლების ფიზიკურ ლიკვიდაცის გულისხმობდა.
ნაცისტები ასევე ამბობდნენ,რომ საჭიროა შექმნილიყო “სუფთა სისხლის ჯანმრთელი” გერმანელები.ეს კი თავის თავად გულისხმობდა ფსიქიკური აშლილობის მქონე არასრულფასოვანი ადამიანების განადგურებას.

1921 წელს ევგენიკა (ევგენიკა-სოციალური ფილოსოსფიის ფორმა,სწავლება ადამიანთა გენეტიკური დაავადებებისა და გენეტიკის “გასუფთავების” გზების ძიებისა) რამდენიმე ქვეყანაში-აშშ,გერმანის,დიდი ბრიტანეთი და სხვა-აღიარეს სამეცნიერო თეორიად.
1920 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი “დაუმსახურებელი სიცოცხლის ხელყოფის უფლება”.წიგნი ეკუთვნოდა ფსიქიატრ ალფრედ ხოხეს და იურისტ კარლ ბინდინგს.წიგნში არის ერთი მონაკვეთი სადაც წერია:

“იდიოტებს არ აქვთ სიცოცხლის უფლება,მათი განადგურება-ეს არის სწორი და აუცილებელი აქტი.”

20_იან წლებში შექმნილი პლაკატი

ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ სისატიკისკენ,რაც შემგომ წლებში მოხდება გერმანიაში.

1923 წელს მიუნჰენის უნივერსიტეტში შეიქმნა რასისტული ჰიგიენის კათედრა.კათედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდების დარწმუნება გერმანელი ერის “განწმენდაში”.
1927 წელს ბერლინში იქმნება სპეციალური ინსტიტუტი სადაც ისწავლებოდა ანტროპოლოგია,რასისტული ჰიგიენა,რომელიც უკვე მეცნიერულ სწავლებას წარმოადგენს და ასევე ევგენიკა.ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდა იოზეფ მენგელე,რომელიც ცნობილია როგორც “სიკვდილის ანგელოზი”.

ამრიგად საწყისი რასისტული თეორიის სახით უკვე არსებობდა,მეორე საფეხურზე იქმნება რასისტული ჰიგიენა,რომელიც გულისხმობდა გერმანელი ერის განწმენდას ებრაელებისგან,ბოშებისგან,მათ რიცხვში ასევე შევიდა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები.

შემუშავდა პროგრამა სახელად “T-4”,რომელიც გულისხმობდა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების განადგურებას.სახელი T-4 აღნიშნავს პროგრამის მთავარი ოფისის მისამართს.ოფისი მდებარეობდა ბერლინში
ტირგატრენშტრასე #4_ში.ამ პროგრამას ასევე უწოდებდნენ “ევთანაზიას” და “დეზინფექციას”.

1939 წელს ჰიტლერის კაბინეტში ეწყობა საიდუმლო შეხვედრა,რომელსაც ესწრება ფიურერი,ჯანდაცვის რაიხს-მინისტრი ლეონარდო კონტი,რაიხსკანცელარიის უფროსი ლამერსომი და ასევე მარტინ ბორმანი.ამ შეხვედრაზე გადაწყდა პროგრამის ბედი.ჰიტლერმა მოიწონა იდეა და “მწვანე შუქი” აუნთო ყველას ვინც იყო ამ იდეის მომხრე და დაიწყო ლიკვიდაცია ფსიქიკური ავადმყოფებისა.ამ პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა ფილიპ ბოულერი.

ფილიპ ბოულერი

პროგრამის ფარგელებში იქმნება ქსელი,რომელიც მოიცავს გერმანიის ყველა ფსიქიატრულ საავადმყოფოს.საავადმყოფოებში ხდებოდა ავადმყოფების “გადახარისხება” კატეგორიების მიხედვით.საწყის ეტაპზე მხოლოდ 3 წლამდე გონებასუსტი ბავშვების ლიკვიდაცია ხდებოდა.მოკლეს დაახლოებით 5000 მდე ბავშვი.
ავადმყოფების მოკვლა უშუალოდ საავადმყოფოებში ხდებოდა და ამას თვითონ ექიმებიც კი აკეთებდნენ.საწყის პერიოდში ბავშვებს უკეთებდნენ სასიკვდილო ინექციას,სიხლში შეჰყავდათ მომწამლველი ნივთიერება.

ბოულერის დავალებით პროგრამა უფრო გაფართოვდა და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გასანადგურებელ პაციენტთა ასაკი შეუზღუდავი ხდება.ასევე გაფართოვდა კატეგორიებიც და სიკვდილი უკვე ემუქრებოდა:

-შიზოფრენიით,ეპილეფსიით დაავადებულებს,გიჟებს,ინვალიდებს;
-პაციენტებს,რომლებიც 5 წელია უშედეგოდ მკურნალობდნენ:
-ფსიქიკური აშლილობის მქონე ადრე ნასამართლევ პირებს;
-დაპყრობილ ქვეყნებში მცხოვრებ გიჟებს.

1941 წელს დაიწყო პაციენტთა მასობრივი ლიკვიდაცია.ამ მიზნით ავადმყოფები გადაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკების ტერიტორიაზე,შეჰყავდათ გაზის კამერებში სადაც მათ ელოდათ სიკვდილი,რომელსაც გაზი “ციკლონ ბ” მალევე ახორციელებდა.ამ პროცედურის დასრულების შემდეგ გვამებს წვავდნენ.

ამ სისასტიკის დეტალები ცნობილი გახდა მოსახლეობისათვისაც და 1941 წლის აგვისტოში ავადმყოფების ახლობლებისა და კათოლიკური ეკლესიის ორგანიზებით ჩატარდა მანიფესტაცია.ისინი მოითხოვდნენ პროგრამის დაუყონებლივ შეჩერებას.ჰიტლერი მოერიდა არეულობებს და გასცა ბრძანება პროგრამის შეჩერების შესახებ,თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო.
ამ დროისათვის პროგრამის ფარგლებში ლიკვიდირებული იყო 70 000მდე ადამიანი.

1942 წელს მცირედი პაუზის შემდეგ “T-4” ისევ აღდგა.თუმცა ამჯერად მოერიდნენ ბანაკებში ლიკვიდაციას და ყველაფერი უშუალოდ საავადმყოფოებში ხდებოდა.ამ დროს განსაკუთრებულ სისატიკეს იჩენდნენ და 200 ათსზე მეტი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს(ნიუნბერგის პროცესზე გამოითქვა აზრი,რომ მსხვერპლი იყო 275 000).

ლიკვიდაციის ადგილები

ეს პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დამთვარებამდე გრძელდებოდა.
ომის შემდეგ ჩატარებულ ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე ამ პროგრამაში მონაწილე ადამიანთა უმეტესობას დახვრეტა მიუსაჯეს,ხოლო ნაწილს სამუდამო პატიმრობა.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close