რეკორდებისაკითხავისასარგებლო

ზედმეტად ნიჭიერი ბავშვები…

კლეოპატრა სტრატანი – მომღერალი,რომელიც ერთ გამოსვლაზე იღებს 1000 ევროს…
კლეოპატრა დაიბადა 2002 წელს, ოქტომბერში , კიშინიოვში, მომღერალ პავლა სტრატანის ოჯახში.

მას სიმღერის საოცარი ნიჭი და ტალანტი აღმოაჩნდა. ის ითვლება ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლად, მას შემდეგ რაც გამოვიდა მისი ალბომი < < La varsta de trei ani >> . ეს ალბომი მან 3 წლის ასაკში გამოსცა. კლეოპატრას შეუძლია ორსაათიანი გამოსვლით წარდგეს დიდი აუდიტორიის წინაშე. და ამისთვის ის 1000 ევროს იღებს… MTV -მ ის აღიარა ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლად.

კიმ უნგ-იონგი – 4 წლის ბიჭი უნივერსიტეტში...
ეს კორეელი საოცარი ბიჭუნა დაიბადა 1962 წელს და დღემდე შესულია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის მფლობელი , IQ- 210. 4 წლის ასაკში მას უკვე შეეძლო იაპონურად, კორეულად, გერმანულად და ინგლისურად კითხვა. როცა კიმს 5 წელი შეუსრულდა მან ამოხსნა განმასხვავებელი გათანაბრების ალბათობის ძნელი მეთოდი. ამის შემდეგ ის მიიწვიეს ერთ-ერთ იაპონურ ტელევიზიაში, სადაც მან მოახდინა თავისი ცოდნის დემონსტრირება, ჩინურ , ესპანურ, ვიეტნამურ, ფილიპინურ, გერმანულ, ინგლისურ და კორეულ ენებში. 3-დან 6 წლამდე კიმი იყო სტუდენტი უნივერსიტეტ “Hanyang”-ში. 7 წლის ასაკში მან მიიღო მოწვევა სამსახურზე “NASA” -დან. 15 წლის ასაკში მან მიიღო ფიზიკური მეცნიერების დოქტორის ხარისხი კოლორადოს შტატის უნივერსიტეტში (Colorado State University) და 1978 წლამდე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამის შემდეგ კიმი დაბრუნდა კორეაში. 2007 წლიდან ის ასევე მუშაობს “Chungbuk National University”-ში ასისტენტად.

აკრიტ იასუალი – 7 წლის ქირურგი.
აკრიტ იასუალი დაიბადა ინდოეთში, სადაც მას ყველაზე ჭკვიან ბავშვს ეძახიან, მისი IQ ქულა შეადგენს 146-ს, რაც მილიარდიან ქვეყანაში შესანიშნავ შედეგად ითვლება. საზოგადო ყურადღება აკრიტმა მიიპყრო 2000 წელს, როდესაც ჩაატარა თავისი პირველი “ქირურგიული” ოპერაცია. ის იყო 7 წლის, მისი პაციენტი -მეზობელი გოგონა კი 8 წლის. გოგონა დამწვრობის გამო ვერ შლიდა მუშტს, და აკრიტმა, სპეციალური მედიცინური ოსტატობის ხარჯზე, საჭირო მოქმედებით “მოურჩინა” გოგონას ხელი… ამ შემთხვევის შემდეგ აკრიტი წავიდა სასწავლებლად “Chandigarh College”-ში და ახლა ის ითვლება ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტად მთელი ინდოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

აელიტა ანდრე – ორ წლის მხატვარი…
აელიტა ითვლება ცნობილ მხატვრად აბსტრაქციონიზმის მიმდევრების წრეში. მან თავისი შედევრების შექმნა დაიწყო მაშინ, როცა ჯერ 2 წლისაც არ იყო. ერთხელ “Brunswick Street Gallery” გალერიის დირექტორმა, მარკ ჯეიმსონმა ერთ-ერთ ფოტოგრაფთან შეხვედრისას ნახა უცნობი მხატვრის სურათები და დათანხმდა ეს სურათები გამოეფინა ყოველწლიურ გამოფენაში. დაიბეჭდა ბუკლეტები და რეკლამები ცნობილ ჟურნალებში ამ გამოფენის შესახებ. გამოფენა გაიხსნა, შემთხვევით ამ გალერიის დირექტორმა გაიგო, რომ ამ ნახატების ავტორი იმ ავტოგრაფის 2 წლის ქალიშვილი იყო. დირექტორი შოკში იყო, მაგრამ გამოფენის პროგრამის შეცვლის გადაწყვეტილება არ მიიღო. აელიტას ნახატები მსოფლიომ ნახა.

საულ აარონ კრიპკე – მოსწავლე სკოლაში და მასწავლებელი ჰარვარდში…
საულ კრიპკე დაიბადა ნიუ-იორკში, 1940 წელს. სკოლაში სწავლისას, მეოთხე კლასში მან გაიარა ალგებრის კურსი, და მეოთხე კლასის დამთავრებამდე შეისწავლა გეომეტრია და ფილოსოფია. თინეიჯერობის დროს საულმა დაწერა რიგი სამუშაოებისა, რომლითაც შეცვალა მოდალური (ფორმალური) ლოგიკის სწავლება. ამან მიიყვანა იქამდე , რომ ის ჰარვარდში მიიწვიეს. დამჯერმა ევროპელმა ბიჭუნამ, საულმა ასეთი პასუხი გასცა: “დედამ მითხრა, რომ ჯერ უნდა დავამთავრო სკოლა და კოლეჯი…” სკოლის დამთავრების შემდეგ საული წავიდა ჰარვარდში სასწავლებლად. საულ კრიპკე ითვლება “Schock Prize” -ს დამაარსებლად. “Schock Prize” – ეს არის ნობელის პრემიის ანალოგი ფილოსოფიის დარგში. საული დღეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფილოსოფოსად, თანამედროვე ფილოსოფოსებს შორის.

მაიკლ კევინ კირნი – დაამთავრა უნივერსიტეტი 10 წლისამ…
24 წლის მაიკლ კირნი ცნობილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული – ის მხოლოდ 10 წლის იყო. ამას გარდა, მან მოიგო 1 000 000 $ , შოუში “ვის უნდა გახდეს მილიონერი?! “. კევინი დაიბადა 1984 წელს, მას დამყარებული აქვს ბევრი ინტელექტუალური რეკორდი და 17 წლიდან მუშაობს მასწავლებლად ერთ-ერთ კოლეჯში. მაიკლმა თავისი პირველი სიტყვა თქვა, მაშინ როცა 4 თვის იყო… ხოლო როცა 6 თვის იყო, პედიატრს უთხრა ეს: “მე ინფექცია მაქვს მაქვს მარცხენა ყურში”… და 10 თვისამ ისწავლა კითხვა. როცა მაიკლი 4 წლის იყო, წარმატებით ჩააბარა ჯონ ჰოპკინსის მათემატიკის ტესტი გამორჩეული ბავშვებისთვის.(Johns Hopkins precocious math program). 6 წლისამ დაამთავრა სკოლა, მოეწყო “Santa Rosa Junior College”- ში, და 10 წლის იყო როცა დაამთავრა ის , სპეციალობით – “გეოლოგია და არქეოლოგია”. მაიკლ კირნი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული. და კიდევ მას ეკუთვნის რეკორდი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ასპირანტი. 2006 წელს გახდა ცნობილი, მაშინ როცა თამაშ “Gold Rush”-ში მოიგო 1 000 000 დოლარი…       ორჯერ მოუგია მილიონი….   

ფაბიანო ლუიჯი კარუანა – გროსმაისტერი 14 წლის ასაკში…

ფაბიანო ითვლება გროსმაისტერად და ცნობილ მოჭადრაკედ, მას აქვს საპატიო მოქალაქეობები აშშ-ში და იტალიაში. 2007 წელს, როცა 14 წლის და 11 თვის იყო, ფაბიანომ მიიღო გროსმაისტერის წოდება, გახდა ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი მოჭადრაკე აშშ-ში და იტალიაში. 2009 წლის აპრილში, “ფიდე”-ს ვერსიით მან მიიღო 2649 ქულა, რაც ითვლება ყველაზე მაღალ შედეგად მსოფლიოში, 18 წლამდე მოჭადრაკეებს შორის.

უილი მოსკონი – პროფესიონალი მობილიარდე 6 წლის ასაკში…
უილიამ ჯოსეფ მოსკონი იყო ცნობილი ამერიკელი მობილიარდე ფილადელფიიდან. მისი მამა იყო საბილიარდოს მფლობელი, მაგრამ ბავშვს ნება არ დართო ბილიარდი ეთამაშა, ამიტომ უილი ბილიარდს პომიდვრებით და იატაკის საწმენდი ჯოხის ტარით თამაშობდა. მამამ მალე შეამჩნია შვილის კარგი თამაში და მისთვის მოაწყო საჩვენებელი ტურნირი, რომესაც ბავშვს აყურებინა… 1919 წელს მოეწყო საჩვენებელი მატჩი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შორისა და უილის შორის(Ralph Greenleaf)… რათქმაუნდა მსოფლიო ჩემპიონმა მოიგო, მაგრამ ამ თამაშმა უილის გზა გაუხსნა პროფესიონალურ ბილიარდში. 1924 წლიდან, 11 წლის ასაკში, რეგულარულად მართავდა წარმოდგენებს, სადაც ის ახდენდა ტავისი ოსტატობის დემონსტრირებას… მოგვიანებით, 1941 წლიდან 1957 წლამდე უილი იყო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი BCA World Championship-ში, 15 ჯერ ზედიზედ… უილი მოსკონის პირადი რეკორდი არის 526 ბურთის ჩაგდება ლუზაში, შეუსვენებლად და უშეცდომოდ…

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close