ვიდეოებისასარგებლოსურათები

Havanese Dog

Havanese Dog (იგივე Bichon Havanais, Cuban Shock Dog, Havana Silk Dog) – ეს გრძელბეწვიანი ძაღლი ცხოვრობდა მდიდარ კუბურ ოჯახებში, უფრო ხშირად კი დედაქალაქ ჰავანაში. ჰავანური ძაღლი არის ცქვიტი, გონიერი, მოსიყვარულე და აბსოლუტურად არააგრესიული ძაღლი, ის არის მშვიდი და წარმოადგენს შესანიშნავ მეთვალყურე ძაღლს.

ჰავანურ ძაღლებს აქვთ საყვარელი გარეგნობა. ძველ დროში ეს ძაღლები ფართოდ იყო გავრცელებული ესპანეთში და იტალიაში. ეს ძახლები მოწონებას იმსახურებენ თავიანთი აბრეშუმის მსგავსი ბეწვით. იგი სასურველია ყველა ოჯახისთვის, შესანიშნავად ექცევიან ბავშვებს. ბევრ ალერგიულ ადამიანს შეუძლია უპრობლემოდ იცხოვროს მასთან. ასევე ამ ძაღლს ეწოდება Slik (აბრეშუმის) მისი ფაფუკი კულულა თმების გამო

ისინი სწრაფად სწავლობენ ბრძანებებს (ადვილად იწრთვნება). თუ დიდი ხნით სახლში მარტო დატოვებთ, იხმაურებს.

რავი ლამაზი ძაღლია მარა მე ამას სახლში არ შემოვუშვებ :)

თუ კიდევ გინდათ ძაღლებზე დაწერეთ კომენტარებში

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close