ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

თემურლენგის წყევლა-უბრალო დამთხვევა თუ რეალობა?!


1336 წელს უზბეკეთის ტერიტორიაზე დაიბადა მსოფლიოს ისტორიიში ერთ-ერთი ზლევამოსილი დამპყრობელი და მხედართმთავარი თემურლენგი.მან შექმნა იმპერია,რომელიც გადაჭიმული იყო შუა აზიიდან კავკასიამდე.იმპერიის დედაქალაქად კი სამარყანდი აქცია.თემურლენგმა არაერთხელ დალაშქრა საქართველო.

თემური ერთ-ერთ ბრძოლაში დაკოჭლდა და სწორედ აქედან მოდის მისი სახელი “ლენგი”,რომელიც კოჭლს ნიშნავს.
1405 წელს კი თემურლენგი გარდაიცვალა ჩინეთში ლაშქრობის დროს.

ის დაკრძალეს სამარყანდში მდებარე მავზოლეუმ გურ-ემირში.მის განსასვენებელს დიდი ასოებით აწერია თემურ ლენგის ანდერძი:”რა ჟამს გაიხსნას ჩემი განსასვენებლი,მოიცვას მსოფლიო სისხლიანმა ომმა…”

1941 წელი.21 მარტი..მოსკოვი.სტალინის მაგიდაზე დაიდო წერილი,სადაც საბჭოთა კავშირის კულტურის საქმეთა წარმომაგენელი ითხოვს ნებართვას თემურლენგის სარკოფაგის გახსნისა.

სტალინი ამ დროს გაეცნობა თემურლენგის ისტორიას დეტალურად,და ამ წერილს დაადებს რეზოლუციას და ითხოვს დაუყონებლივ დაიწყოს გათხრები სამარყანდში.
უზბეკები დიდი გულისყურით უვლიდნენ მავზოლეუმს,თუმცა სტალინის ბრძანებას წინ ვერ აღუდგებოდნენ და 1941 წლის 21 ივნისს საბჭოთა არქეოლოგებმა და მეცნიერებმა გერასიმოვის მეთაურობით დაიწყეს გახსნა სარკოფაგისა.

გურ-ემირი.თემურლენგის მავზოლეუმი

გარკვეული სიძნელეების მიუხედავად სარკოფაგი წარმატებით გახსნეს,მავზოლეუმი მაშინვე აივსო სხვადასხვა სასიამოვნო არომატული სუნით.
შემდეგ ეტაპზე იგეგემებოდა თემურლენგის გარეგნობის დადგენა და ჩონჩხის დეტალური შესწავლა.

თუმცა 1941 წლის 22 ივნისს გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა.დაიწყო სამამაულო ომი.
ახდა თემურლენგის წინასწარმეტყველება და ომი გაჩაღდა.

ეხლა კი შემოგთავაზებთ დეტალურ ისტორიას ამ ფაქტის შესახებ.აქ არის გამოყენებული უიშვიათესი კადრები გათხრებიდან,რომელიც გადაიღო უზბეკმა კინოდოკუმენტალისტმა მალიკ კაიუმოვმა.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close