არქივი

ექვსივე ტყვია თავში მოხვდა, მაგრამ გადარჩა…

435bf3d3f9c2

1. ბრაზილიაში საავადმყოფოდან გამოეწერა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა პისტოლეტით თავში ექვსი ტყვია ესროლა და მიიმალა. ოჯახური დრამა, რომელიც სროლით დასრულდა, ბრაზილიაში 10 ნოემბერს მოხდა. ყოფილმა ქმარმა ქორწინების აღდგენა გადაწყვიტა, მაგრამ 21 წლის ყოფილი მეუღლისგან უარი მიიღო. ქალს ექვსი ტყვია თავში მოხვდა, მაგრამ თავის ქალა არც ერთს არ გაუხვრეტია, ყველა მის ზედაპირზე გაიჭედა. ექიმებმა ვერ ახსნეს მომხდარი და ყველაფერი ბედნიერ შემთხვევას მიაწერეს.

თუმცა ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა…

2. 2005 წლის დეკემბერს, ბრაზილიელმა 60 წლის ფლორენს კანტომ, თავისი ფეხით მიაკითხა საავადმყოფოს. ის ცეცხლსასროლი იარაღით თავში იყო დაჭრილი. ტყვია მარცხენა ყურთან ჰქონდა გაჩერებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღიდან შორიდან გასროლილ ტყვიას სიჩქარე უკვე დაკარგული ჰქონდა.

db85ec1d0acd
3. 2003 წელს კი პოლიციელი სერჟიო სანტასი მიიყვანეს საავადმყოფოში თავში გაჩხერილი ტყვიით. თითქოს მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, რადგან ბანდიტი სროლისას, სულ მეტრ-ნახევრით იყო მისგან დაშორებული. ეს კი მართლაც ბედნიერ შემთხვევას ჰგავდა, რადგან ტყვიამ მხოლოდ გაკაწრა თავის ქალა და კანსა და ძვალს შორის გაიჩხირა. პოლიციელი გადარჩა და მას მეტსახელიც კი შეარქვეს – “ფოლადის შუბლა”…

წყარო: ჩემ კომპში არსებული ინფორმაცია

By Malli :>

მსგავსი ამბები

Back to top button