უცნაური

გრაფი სენ ჟერმენი – სინიორ დე არავინი

51267514 1258387676 33adf7c2b203d05bf98bbbec1eb

“ადამიანი სრულად აგებს პასუხს საკუთარ სამყაროში ენერგიის სწორი თუ არასწორი გამოყენებისთვის. ყველა, ვინც სამყაროში ძალებს ბოროტად და ეგოსტური მიზნებისთვის გამოიყენებს, ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ხელიდან უნდა გაუშვას უპატიოსნო შენაძენი. სამაგიერო, რომელიც ამისთვის მიეზღვება, მართლაც საშინელი იქნება.”
სენ ჟერმენი

XV||| საუკუნის ყველაზე გამოუცნობი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით უნგრელი თავადი რაკოცია, დაიბადა 1696 წელს და გარდაიცვალა 1784 წელს(?) 88 წლის ასაკში.
მან იცოდა ევროპის თითქმის ყველა ენა, იყო არაჩვეულებრივად განათლებული. ევროპის მრავალი ქვეყნის დიპლომატი, მონარქთა მრჩეველი, მხატვარი, რასაც აკავშირებს მისი შემონახული ფერწერული ნამუშევრები, ასევე იყო კომპოზიტორი, თავის პარტიტურებს სიცოცხლეშივე გამოსცემდა. იყო მოგზაური, შემოვლილი ქონდა ევროპის თითქმის ყველა და აზიის მრავალი ქვეყანა. ამ ყველაფერთან ერთად კი ის sengermenიყო მასონური ლოჟის წევრი, ალქიმიკოსი (მისი დაწერილია “სულიერი ალქიმიის სახელმძღვანელო”), ასტროლოგი და მისანი. თუმცა ენციკლობედიაში მოხსენიებულია როგორც ავანტიურისტი.
სპარსეთის შაჰ ნადირის მრჩევლობის შემდეგ სადაც სხვათაშორის იმ დროს შაჰის კარზე ქართველი უფლისწული ერეკლე || იმყოფებოდა სენ-ჟერმენი ევროპაში პირველად გამოჩნდა, ეს იყო 1740-იან წლებსი.
ევროპაში ჩასული ჟერმენი ინგლიში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ინგლისელი მწერლის ჰორას უილპოლის ცნობით, მას მფარველობას უწევენ ლორდთა პალატის წევრები. შემდეგ გადადის ავსტრიაში, იქაც იძენს მფარველებს მას იქ თვით ავსტრიის იმპერატორი ფრაცისკ | და პრემიერ მინისტრი ფერდნინანდ ლობკოვიცი მფარველობენ.
შემდეგ მარშალ ბელ -იზლემის მოწვევით საფრანგეთში ჩადის, სადაც მეფე ლუდოვიკო XV და მადამ პომპადურის სიმპათიას იმსახურებს.
1755 წელს ინდოეთს სტუმრობს, თუმცა მიზანი უცნობია. იქ მფარველობს ინგლისელი გენერალი რობერტ კლაივი.
სენ-ჟერმენი როგორც დიპლომატი, მონაწილეობას იღებს ავსტრია-სპარსეთს შორის ზავის დადებაში.
1762 წელი. სენ -ჟერმენი მიემგზავრება რუსეთში სადაც სამეფო კარის გადატრიალებაში მონაწილეობს, ტახტზე ჯდება ეკატერინე ||.
სენ-ჟერმენმა უწინასწარმეტყველა გრაფ ორლოვს რომ მას ეკატერინე || სთან ვაჟი გაუჩნდებოდა. მართლაც დედოფალს გრიგორ ორლოვისგან უკანონო ვაჟი ეყოლა.
1774 წელს ჟერმენმა თავისი წინასწარმეტყველების საფუძველზე საფრანგეთის დედოფალი ლუდოვიკო XV| მეუღლე მარი-ატუანეტი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თუმცა ამას ბევრი არაფერი შეუცვლია.
sg11848 წელს როცა ჟერმენი 60 წლის გარდაცვლილი იყო ნაპოლეონ ||| მისი გადარჩენილი წიგნებით და წინასწარმეტყველებებით დაინტერესდა. მიზეზი იყო შემდეგი: საფრანგეთს “კორსიკელი არწივი” გადაუფრენს, რომელიც ათ წელიწადში ასი წლის საქმეს გააკეთებსო, მაგრამ როდესაც “კორსიკელ არწივს” ფრთებს “დააჭრიან”, ის მაინც “აღსდგება” სხვისი სახელითო, იუწყებოდა გრაფის ჩანაწერები.
ნაპოლეონ ||| მართლაც ბონაპარტის სეხნია და ნათესავი იყო, მაგრამ როცა ის ჩანაწერებს გაეცნო იქ მისთვის მისთვის უსიამოვნო ცნობები ნახა ამიტომ გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ რომ ნაპოლეონ ||| მართველობის დროს გადატრიალება მოხდა, ამის გამო იმპერატორმა იძულებით შეცვალა მართველობის ფორმა, შემდგომ კი პრუსიასთან ომის დროს ტყვედ ჩავარდა.
გრაფ სენ-ჟერმენს არასოდეს დაუმალავს რომ სენ-ჟერმენი მისი ნამდვილი გვარი არ იყო. მას უამრავი გამოგონილი სახელი ჰქონდა – რომში ის მარკიზი მონფერა გახლდათ, ვენეციაში – გრაფი ბელამარე, პიზაში – შენინგემი, მილანში – ინგლისელი რაინდი უელფონომი. გენუასა და ლივერნოში – რუსი გრაფი სალტიკოვი, დრეზდენში – გრაფი რაკოცი, პარიზში, ლონდონსა და ჰააგასა და სანქტ-პედერბურგში – გრაფი სენ-ჟერმენი.
ბევრი წლის შემდეგ გრაფი მრავალი მწერლის ნაწარმოების თემა გახდა. ვიქტორ ჰიუგომ მას მიუძღვნა პიესა “რიუ ბლაზი”, მასზე ასევე წერდნენ ჟორჟ სანდი, ალექსანდრე პუშკინი, უმბერტო ეკო, ბორის აკუნინი,და სხვა…
თავის მემუარებში სენ-ჟერმენთან შხვედრას აღწერს ცნობილი იტალიელი თაღლითი და მექალთანე ჯაკომო კაზანოვა.
გრაფის სიკვდილის ზუსტი ვერსია არ არსებობს. იმ მრავალ ვერსიებში ყველაზე სარწმუნო არის ის რომ იგი გერმანია-დანიის სასაზღვრო კალაქში, შლეზვიგის საჰერცოგოში, ერთ-ერთი ჰერცოგის სასახლეში გარდაიცვალა. ამას ამტკიცებს ჩანაწერი ადგილობრივ საეკლესიო წიგნში.

alchemy

პ.ს. ვერ ვიტყვი რომ ვეთაყვანები ამ კაცს მაგრამ უდავოდ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში…
პ.პ.ს. “სინიორ დე არავინი” მე შევარქვი და ნუ დაიბნევით :D:D.
პ.პ.პ.ს. მგონი დავბრუნდი :)))

წყარო: ჩემი ბლოგი

მსგავსი ამბები

Back to top button