გასართობისაკითხავიუცნაური

კაცები, რომლებიც სინამდვილეში იყვნენ ქალები


Teena Brandon დაიბადა 1972 წელს ლინკოლნში, ნებრასკაში. ბავშვობაში დიდი ოხერი და ქალაბიჭა ვინმე იყო, ამიტომაც მას Brandon-ს ეძახდნენ. ნათესავი კაცისგან სექსუალური ძალადობის შემდეგ ის სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად როგორც კაცი, ანუ ჩაიცვა მამაკაცურად და ისე იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი მამრი. ის დაუმეგობრდა ყოფილ დამნაშავეებს (ნასამართლევ), კერძოდ John Lotter-ს და Marvin “Tom” Nissen-ს. ასევე ,,ბრენდონმა” შეხვედრა დაიწყო ქალთან ლანა ტისდელთან. არცერთმა მისმა მეგობარმა არ იცოდა, მისი ნამდვილი სქესის შესახებ. ერთხელაც ,,ბრენდონი” ციხეში მოხვდა და მისმა შეყვარებულმა სათავდებო თანხა გადაუხადა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ როდესაც ციხეში მივიდა სანახავად ,,ბრენდონი” კაცების განყოფილების მაგივრად, ქალების სექციაში იყო. ლანამ გაიგო, რომ თურმე შეყვარებულად გოგო ჰყოლია, რა თქმა უნდა ამან მათ ურთიერთობას წერტილი დაუსვა. ,,ბრენდონის” დაპატიმრების შესახებ ცნობა გაზეთში გამოქვეყნდა, მაგრამ იქ მისი ნამდვილი სახელი იყო მითითებული, ეს რომ ნახეს მისმა რეციდივისტმა მეგობრებმა, გაცოფდნენ, ციხიდან უკვე გამოსული Teena Brandon გააუპატიურეს და სცემეს. მაგრამ ამაზეც არ გაჩერდნენ, Teena-ს მოკვლაც სცადეს და კიდევ ორი პიროვნების, ვინც ქალს მალავდა. ამის შემდეგ Lotter-ს სიკვდილით დასჯა, ხოლო Nissen-ს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ,,ბრენდონის” ამბავი საფუძვლად დაედო ცნობილ ფილმს Boys Don’t Cry.


James Gray იგივე Hannah Snell დაიბადა 1723 წელს ინგლისში. ბავშვობაში მოუსვენარი გოგონა იყო და ხშირად ომობანასაც თამაშობდა. 1744 წელს დაქორწინდა James Summs-ზე და 2 წლის შემდეგ პატარა გოგონაც ეყოლათ. მაგრამ ბავშვი დაახლოებით ერთ წელში გარდაიცვალა, რის მერეც ქმარმა მიატოვა და წავიდა. ქალმა გადაიცვა თავისი სიძის James Gray-ს ტანსაცმელი და სწორედ ამ კაცის სახელს იყენებდა მომავალშიც. აწ უკვე ჯეიმსად გადაქცეულმა ქალმა დაიწყო მოგზაურობა, ცდილობდა ქმრის კვალისთვის მიეგნო და მალე გაარკვია, რომ მის ქმარს დანაპირები სისრულეში მოეყვანა და თავი მოეკლა. შემდეგ ქალი პორტსმუთში გაემგზავრა და სამხედრო ფლოტს შეუერთდა. ის ორჯერ გაგზავნეს ომში, ამ ბრძოლების განმავლობაში სულ 11-ჯერ დაიჭრა ფეხებში და ერთხელ საზარდულში. ის ჯერ კიდევ უცნობია, როგორ ახერხებდა სქესის დამალვას, როდესაც საზარდულის ჭრილობაზე მკურნალობდნენ.
1750 წელს მისი სამხედრო ბატალიონი ინგლისში ჩავიდა და აქ უკვე გაუმხილა თავის ჯარის მეგობრებს საიდუმლო სქესის შესახებ.
შემდეგ ქალს სამხედრო პენსიაც დაენიშნა, და სხვათაშორის მან ლუდის ბარი გახსნა სახელით ,,მეომარი ქალი”. ის მეორედ გათხოვდა და 2 შვილი ეყოლა. Hannah გარდაიცვალა 1792 წელს.


Petter Hagberg სინამდვილეში კი Brita Nilsdotter დაიბადა 1756 წელს შვედეთში. 1785 წელს ის დაქორწინდა Anders Peter Hagberg-ზე, რომელიც ჯარისკაცი იყო. ქორწინებიდან რამდენიმე წლის ხნის გასვლის შემდეგ ქმარი რუსეთ-შვედეთის ომში გამოიძახეს. (1788 – 1790). ბრიტამ ნოსტალგიას ვერ გაუძლო და გადაწყვიტა ქმრის მოსაძებნად წასულიყო, ამიტომაც გადაიცვა მამაკაცის ტანსაცმელი და არმიას შეუერთდა. ქალი მონაწილეობდა Svensksund-ის ბრძოლაში (რომელიც სურათზეა გამოსახული).
ბოლოს და ბოლოს მიაგნო თავის ქმარს და ისინი არ ახმაურებდნენ ბრიტას ნამდვილ სქესს. Björkö Sund-ის ბრძოლაში ბრიტა დაიჭრა და
სხვა გზა აღარ ჰქონდა, ომიდან უნდა წამოსულიყო, რასაც უხალისოდ დათანხმდა და მისი სქესის სესახებაც ყველაფერი გაირკვა. ის მედლით დააჯილდოვეს მამაცობისთვის და სამხედრო პენსიაც დაენიშნა.


Albert Cashier სინამდვილეში Irene Hodgers დაიბადა 1843 წელს, მან კაცად მოისურვა ყოფნა, ვინაიდან იმ დროს ის საშუალებები არ არსებობდა რაც თანამედროვეობაში გვხვდება (ოპერაცია), ამიტომაც მარტივ ხერხს მიმართა, უბრალოდ გამოეწყო კაცურად და ჯარში წავიდა. 40-მდე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, ჯარისკაცებს გაურბოდა, არ უნდოდა, რომ მისი საიდუმლო გამჟღავნებულიყო, მეომრები კი თვლიდნენ, რომ ალბერტი უბრალოდ პატარა იყო და ამიტომაც უნდოდა სულ მარტოობა. 1865 წლამდე სულ ბრძოლებში დაიდოდა, ამის შემდეგაც ცხოვრება კაცის როლში განაგრძო, ხან სასაფლაოს მომვლელი იყო, ხანაც ელექტრიკოსი, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა მის საიდუმლოს. ერთხელ, 1910 წელს, მანქანა დაეჯახა და ფეხი მოიტეხა, საავადმყოფოს ექიმმა გაიგო მისი სქესის ამბავი, მაგრამ აღუთქვა, რომ არავის ეტყოდა. 1911 წელს ალბერტი ჯარისკაცთა თავშესაფარში წავიდა. როცა მისი გონება უკვე არც ისე გამართულად მუშაობდა, (სკლეროზი დასჩემდა), მომვლელებდა დაბანეს და აღმოაჩინეს ამდენი ხნის საიდუმლო. ამის შემდეგ ალბერტს აიძულეს, რომ ქალის ტანსაცმელი ეტარებინა. გარდაიცვალა 1915 წელს.


Marinus სინამდვილეში Marina მეექვსე საუკუნეში მოღვაწეობდა. მამამისს უნდოდა რომ მონასტერში გაეშვა, ამიტომაც გადააცვა ბიჭურად და მალე ორივენი მონასტერში წავიდნენ და ბერად აღიკვეცნენ. დიდი ხნის შემდეგ მამა-შვილს სამოგზაუროდ წასვლა მოუხდა. ერთ-ერთ ასტუმროში, სადაც გაჩერდნენ სასტუმროს მეპატრონის გოგონამ რაღაც კარგი თვალით შეხედა საწყალ მარინას და მისი ცდუნება განიზრახა,(ბიჭი ეგონა რა თქმა უნდა) როცა მარინამ უარით უპასუხა გოგონა გაბრაზდა და ყველასთან განაცხადა, რომ მარინუსმა ძალა იხმარა და ფეხმძიმედ ვარო. თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მარინას სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გაემხილა თავისი სქესი და ასეც მოიქცა. თუმცა ამის შემდეგ ის მონასტრიდან გამოაგდეს. იგი მაინც მონასტერთან ახლო-მახლოს ცხოვრობდა, ბავშვი აიყვანა და ზრდიდა, მკაცრ ეპიტიმიას მიმართა და მონურად შრომობდა. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც მარინა წმინდანად აღიარეს.


Billy Tipton იგივე Dorothy Lucille Tipton დაიბადა 1914 წელა, იგი ცნობილი ამერიკელი ჯაზ პიანისტი და საქსოფონისტი იყო. 1933 წელს დაიწყო თავისი კარიერა, უკრავდა ბარებში. შემდეგ მამამისის სახელი, Billy დაირქვა და კონცერტებზე გამოდიოდა, როგორც კაცი, (მკერდს იკრავდა). მერე ეტყობა გაუტკბა კაცობა და მხოლოდ კონცერტებზე კი არა საერთოდაც კაცურად ჩაცმული დადიოდა. მას ლესბოსური კავშირებიც ჰქონდა, რომელიც იქამდე გრძელდებოდა, სანამ მის სქესს არ გაიგებდნენ საწყალი მსხვერპლი ქალები. ასევე ცნობილია, რომ ,,ბილის” დიდი ხნის ურთიერთობაც ჰქონდა ერთ ქალთან, რომელმაც მისი სქესი არ იცოდა (როგორ ახერხებდა ეგ აღარ ვიცი :( ) მათ 3 ბავშვი იშვილეს და ზრდიდნენ. 1989 წელს 74 წლის ასაკში Tipton გარდაიცვალა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close