არქივი

ხუთი მითი მამაკაცების შესახებ

b8a50bbfa30b
რა შეცდომას ვუშვებთ?

1. მამაკაცები მეგობრებთან განიხილავენ სექსს

ქალები ფიქრობენ, რომ მამაკაცები უზიარებენ ერთმანეთს ახალი შეგრძნებისგან მიღებულ შთაბეჭდილებას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელმძღვანელობენ პრინციპით : „თუ სექსმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ის ქალის მიმართ გულგრილი არ არის.“

მამაკაცი, რომელიც კმაყოფილია თავისი სექსუალური ცხოვრებით, თავშეკავებულია საძინებელში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას. მისი ამგვარი ქცევის მანერა მოდის ბავშვობიდან. ბიჭები, როგორც წესი არ უყვებიან მეგობრებს თავიანთი დამოკიდებულებაზე დედებთან, მოზარდები კი „პირველ სიყვარულზე“. ეს მამაკაცებში აყალიბებს უნარს, ზუსტად განსაზღვროს ღრმად პირადული საკითხები და თემები, რომელთა გახმაურება შეიძლება მეგობრების კომპანიაში. თუ მამაკაცების წრეში საუბარი იწყება სექსზე, მშვიდად იყავით, თქვენი პარამეტრები და ცოდნა არ გახმაურდება, რადგან ამგვარ საუბარში ზოგადად ფიგურირებს ქალების აბსტრაქტული განხილვა. ამას ემატება მესაკუთრეობის გრძნობა, არც ერთი მოსიყვარულე მამაკაცი არ მოისურვებს, რომ მისი საყვარელი ქალის უნარები ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის.

2. მამაკაცებს უყვართ დიდმკერდიანი ქალები

რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ბევრია ფუმფულა მკერდის მოყვარული მამაკაცი, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით მათი რაოდენობა შეადგენს პლანეტის მამაკაცების რაოდენობის 25%-ს. ამ მისწრაფების შესახებ ფსიქოლოგებს თავისი შეხედულება აქვთ, ისინი დარწმუნებული არიან, რომ დიდი მკერდის სიყვარული წინაპრებისგან მოდის, რადგან შორეულ წარსულში დიდი მკერდი იყო ქალების ჯანმრთელობის და შვილოსნობის და ჯანსაღი თაობის გამოზრდის წინაპირობა.

3. მამაკაცები არ ეჭვიანობენ

ამჟამად ქალების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მამაკაცებმა დაკარგეს ეჭვიანობის უნარი. სიყვარულის დასტურად ბევრი მიიჩნევს პარტნიორის ნდობას, რომელიც გამოიხატება მამაკაცის მშვიდ დამოკიდებულებაში იმის მიმართ, რომ შეყვარებული დადის კინოში ან გამოფენაზე სხვა კავალერთან ერთად.

თუმცა ეს აისბერგის მწვერვალია მხოლოდ, ეჭვიანობა არსად გამქრალა. ჩვენი რაინდების გულს ადრინდებულად ღრღნის, თუმცა მას ნაკლებად გამოხატავენ, რადგან თავადაც სამარცხვინო სისუსტედ მიაჩნიათ:“თუ ვეჭვიანობ, ნიშნავს, რომ დარწმუნებული არ ვარ, რომ ქალისთვის საუკეთესო ვარ“

4. მამაკაცები ოცნებობენ ორ პარტნიორთან სექსზე

ფსიქოლოგების აზრით, სექსი სამში არის საჯარო აქტი, მინი სპექტაკლი, რომელშიც თითეულ მონაწილეს გარკვეული როლი აკისრია. ამასთან დაკავშირებით, პროცესისგან მიღებული სიამოვნება გრძნობით სფეროში არ წარმოიქმნება, არამედ საკუთარი ეგოს სივრცეში, რომელმაც შეძლო საჯარო გამოსვლის ნიჭის რეალიზება.

შემთხვევათა 82 %-ში პარტნიორები კმაყოფილი არიან არა იმიტომ, რომ გამოსცადეს ჯადოსნური ორგაზმი და აღმოაჩინეს მგრძნობიარობის ახალი ზღვარი, არამედ იმიტომ, რომ დაიკმაყოფილეს პატივმოყვარეობის წყურვილი-როგორც იტყვიან „კარგად ითამაშეს როლი“.

თუმცა ყველა მამაკაცი არ ისწრაფვის საყოველთაო დიდებისკენ, ამიტომ უმრავლესობა არ ახორციელებს ცხოვრებაში საყვარელ ფანტაზიებს, რადგან ქვეცნობიერად აცნობიერებს, რომ მოსალოდნელი კმაყოფილების ნაცვლად ეს ღონისძიება მხოლოდ მორალურ დისკომფორტს მოუტანთ.

5. მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის უმწიკვლოება

მამაკაცები უკვე დიდი ხანია აღარ უყენებენ ასეთ მკაცრ მოთხოვნას საკუთარ რჩეულებს. თუმცა ინსტინქტის დონეზე მათი ქცევა უწინდებური დარჩა: მათ სურთ იყვნენ მამაკაცური მკაცრი და მიუწვდომელი ქალის გამო, რომელიც უნდა დაიპყრონ.

ქალის ადრინდელი პარტნიორების რაოდენობა მნიშვნელოვანი არ არის-მთავარია მისი ქცევა იყოს გონივრული და რაინდს აღუძრავდეს მისი დაპყრობის და დაცვის სურვილს.

წყარო: Lady.ge

მსგავსი ამბები

Back to top button