უჩვეულო დაავადებები
უცნაური და იშვიათი დაავადებები…
ალისა საოცრებათა ქვეყანაში სინდრომი
აღმოჩნდა, რომ ასეთებიც ხდება… ამ ნეიროლოგიური აშლილობის დროს ადამიანი რთულად ასხვავებს საგნებს ზომის მიხედვით,ის აღიქვამს შეცვლილ ზომებსა და ფორმებში, გადიდებულად (მაკროფსია) ან დაპატარავებულად (მიკროფსია) . ყველაზე მეტად ასეთი სინდრომი გვხვდება ფსიქოტროპული მედიკამენტების მოწამვლისას ან ტვინის კიბოს დროს
აფეთქებული თავის სინდრომი
ეს უჩვეულო სინდრომი, საბედნიეროდ არ იწვევს თავის აფეთქებას, მაგრამ ავადმყოფს ესმის საშინელი ხმაური და შეგრძნება აქვს რომ თავი ფეთქდება. ეს სინდრომი ძირითადად ვითარდება დაძინებიდან 2 საათის შემდეგ. ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე გაურკვეველია. ყველაზე ხშირად ის ვლინდება გადატანილი დიდი სტრესისა და დაღლილობის დროს. დასვნების შემდეგ ძირითად შემთხვევებში სინდრომის სიმპტომები ქრება.
უცხო აქცენტის სინდრომი
ამ სინდრომის სიმპტომებია (FAS) – მეტყველების აშლილობა, გამოხატული ინტონაციის უმნიშვნელო ცვლილებებში, სისწრაფეში და მახვილში, რის გამოც ავადმყოფის მეტყველება ჰგავს უცხოელის ლაპარაკს, რომელიც ცდილობს უცხო ენის ათვისებას. ასეთი სინდრომი ვლინდება ტვინის სხვადასხვა დაზიანებებისას, ტრამვიდან 2 წლის შემდეგ. 1941 წლიდან სულ 50 შემთხვევაა დარეგისტრირებული. სპეციალური თერაპის შემდეგ ავადმყოფები ხელახლა ”სწავლობენ” სწორად ლაპარაკს, ზოგიერთი კი მთელი ცხოვრება იტანჯება ამით.
ფატალური ოჯახური უძილობა
ეს მემკვიდრეობითი დაავადება, ცნობილია მხოლოდ 40 ოჯახში. ამგვარი უძილობის დროს ტვინში წარმოიქმნება განსაკუთრებული არე, რონმელიც აფერხებს ძილის ცენტრს, რომელიც იწვევს დაძინების შეუძლეობლობას. ადამიანს უფრო და უფრო უჭირს დაძინება, იღლება, აწუხებს ჰალუცინაციები და თავის ტკივილები და რამდენიმე წლის შემდეგ იღუპება გადაღლილობის გამო.
ტკივილის უგრძნობლობა
არებობენ ადამიანები, რომელთაც უმნიშვნელო გენეტიკური მუტაცია ადამიანის სხეულში თიშავს ტკივილის სიგნალების მექანიზმს ნერვებში. ასეთი ცხოვრება – ტკივილისა და ტანჯვის გარეშე – უბრალოდ ოცნებაა ყოველი ადამიანის, მაგრამ სინამდვილეში ავადმყოფი რისკის ქვეშ იმყოფება, რადგან ტკივილი – ეს საფრთხის ინდიკატორია, რომლის გარეშეც სიცოცხლე ხდება საშიში.ავადმყოფმა კი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაიჭრას, დაიწვას და შეცდეს, რადგან ვერ შეამჩნიოს იგი მაშინვე… აშშ-ში ამ სინდრომით დავადებულთა სულ 100 შემთხვევაა ცნობილი
მაქციის სინდრომი
მეცნიერულად მას ეწოდება ჰიპერტრიხოზისი და გამოხატულია იმით, რომ ადამიანს ეწყება თმის ზრდა – ყველგან და უკონტროლოდ, განსაკუთრებულად სახეზე. ცნობილია მხოლოდ 50 შემთხვევა, უმეტესობა მემკვიდრეობითააა გადაცემული. 2008 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის სწავლულებმა აღმოაჩინეს , რომ ტესტოსტერონის ინექცია აფერხებს თმის ზრდას და ასტიმულირებს მის ცვენას უჩგვეულო ადგილებიდან. აი ეს ერთი ვარიანტია ამ დაავადების განსაკურნავად.
სტენდალის სინდრომი
ამ სინდრომის დროს ადამიანი განიცდის ძლიერ მღელვარებას, ცახცახს, ჰალუცინაციებს და თავბრუსხვევას , როდესაც ხელოვნების ნიმუშებს უყურებს. ყველაზე საშიში ადგილი ასეთი ადამიანებისთვის არის ფლორენციაში უფიცის გალერეა. სწორედ ამ გალერეაში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა. პირველად კი ამ შემაშფოტებელ სიმპტომებზე დაწერა სტენდალმა წიგნში ”ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიომდე”.
მებიუსის სინდრომი
ნეიროლოგიური ავადმყოფობა, რომელიც ვლინდება დაბადებიდანვე და გამოხატულია საკუთარი სახის კუნთების მართვის შეუძლებლობაში. ასეთი ადამიანს არ შეუძლია ღიმილი, სიცილი,ტირილი და თვალების მოძრაობაც კი. მას აგრეთვე უჭირს გადაყლაპვა. საბედნიეროდ ძალიან ცოტა ადამიანია დაფიქსირებული ამ სინდრომით.
სინესთეზია.
ეს მიეკუთვნება იმ დაავადებათა რიგს რომლებიც მემკვიდრეობით გადაიცემა. ამ სინდრომით დაავადებულს გრძნობის ორგანოები ერთმანეთში ეშლება.მაგ: მას”ესმის” და ”შეიგრძნობს” გამოსახულებას, ”ხედავს” ხმებს.მსოფლიო მოსახლეობის 5% სხვადასხვა ფორმით განიცდის სინესთეზიას. იგი ხშირად უვითარდებათ მხედველობა და სმენა დაკარგულებს, აგრეთვე მსახიობებსა და მუსიკოსებს და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს.
კოტარდის სინდრომი
ამ სინდრომით დაავადებულნი თავს გრძნობენ მიცვალებულად ან არარსებულად. მას გონია, რომ დაკარგა ყველა საციცოხლო ძალა, სისხლი და შინაგანი ორგანოები. იგი დაკავშირებულია დეპრესიასთან ან სერიოზულ გონებრივ ჩამორჩენილობასთან.
კეპგრასის ცდომილება
დაავადებული ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის წევრი, უფრო ხშირად მეუღლე, სინამდვილეში კლონია. ავადმყოფი უარს ამბობს ძილზე თვითმარქვიასთან. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს ხდება თავის ტვინის დაზიანებისაგან ან მედიკამენტების პერედოზირებისას, ზოგიერთი კი თვლის რომ ეს არის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანების შედეგი
ციცერო
ეს სპეციფიკური დაავადება აიძულებს ადამიანს შეჭამოს საჭმელად უვარგისი საკვები. ავადმყოფები ჭამენ ქაღალდს, თიხას, ჭუჭყს, წებოს, ნახშირს და სხვა ნაკლებად მადისამღძვრელ საკვებს. სწავლულთა აზრით ეს სრულიად გამართლებულია: როგორც ადამიანები, ისე ცხოველები, გრძნობენ რა აკლიათ მათ ორგანიზმს სხვადასხვა სასარგებლო მინერალები ან მიკროელემენტები, ცდილობენ შეივსონ ეს უკმარისობა.
დაკარგული გენიტალიების სინდრომი
ამ სინდრომით იტანჯებიან მამაკაცებიც და ქალებიც. ძლიერი სქესის წარმოამდგენლებს ჰგონიათ, რომ მათი მამაკაცური ღირსება პატარავდება და მუცელში ვარდება. ხოლო სუსტი სქესის წარმოამდგენლებს კი ჰგონიათ, რომ მკერდი უვარდებათ სხეულში. ზოგიერთი იჯერებს, რომ ეს ჯადოქრობის შედეგია.
ლათა (Latah)
ავადმყოფობა შეინიშნება ზრდასრულ ქალბატონებში. ავადმყოფმა შეიძლება სრულად დაკარგოს კონტროლი თავის ქცევებზე, ბაძავს მეტყველებასა და მოქმედებას ირგვლივ მყოფ ადამიანებს, შეიძლება გადაიქცეს ზომბად, და სრულად დაემორჩილოს ბრძანებას, რომელსაც მას მისცემენ. ასეთ ქალს შეუძლია უმიზეზოდ დაარტყას ვინმეს, მას მხოლოდ უბრძანეთ…