გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური მოვლენები


ვისაც ფილმი ვარსკვლავური გზა იგივე star trek უნახავს, ალბათ ახსოვს მისპერ სპოკი და მისი მწვანე სისხლი. თურმე მწვანე სისხლი ჩვენს სამყაროშიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ასე მოხდა 2005 წლის ოქტომბერში, ვანკუვერის ჰოსპიტალში, როცა 42 წლის პაციენტს ვენიდან სისხლის გამოშვების დროს აღმოუჩინეს არა ჩვეულებრივი, წითელი ფერის სისხლი, არამედ მწვანე. თავდაპირველად ექიმებმა ივარაუდეს რომ პაციენტს სჭირდა methemoglobin. ამ ავადმყოფობის დროს ჰემოგლობინს სისხლში არ შეუძლია ჟანგბადთან შეკვრა. შემდეგ მეორე დიაგნოზიც დაუსვეს, ვითომ მას სჭირდა sulfhemoglobinemia. სისხლის იშვიათი მდგომარეობაა, ეს ხდება როცა ჰიდროგენის სულფიდი და იონები ერთდებიან სისხლში და შემდეგ ეს იწვევს სისხლის ფერის შეცვლას.
ექიმების აზრით ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო წამლების გადაჭარბებული რაოდენობა. პაციენტს რამოდენიმე დღეში გაუწითლდა სისხლი.


Natalie Adler ახალგაზრდა ქალი, ავსტრალიიდან, მელბურნიდან იშვიათი და საოცარი მოვლენის მსხვერპლი გახდა, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია მისი სიბრმავე ყოველი კვირის განმავლობაში 3 დღე, ეს ყველაფერი კი დაიწყო 11 წლის ასაკიდან, ერთ დღეს მან თვალი დახუჭა და 3 დღე ვეღარ გაახილა, ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ამ უცნაურობას სათავეში რაღაც ინფექცია ედგა, ერთ დღეს დასიებული თვალებით გაიღვიძა გოგონამ და სწორედ აქედან დაიწყო მისი უბედურება. თავიდან იშვიათად ემართებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე სისტემატიური ხასიათი რომ მიიღო, ბევრი ექიმის ყურადღებაც მიიპყრო, მაგრამ ვერცერთმა ვერ დაადგინა გამომწვევი მიზეზი. ექიმებმა ყველაფერი იღონეს, ადლერს უკეთებენ ბოტოქსის ინექციას სახეზე, რამაც ქალს საშუალება მისცა 6 დღიდან 5 დღე თვალხილული იყოს, ის ერთი დღე მაინც თვალდახუჭულია : (


Margaret Wegner დაიტანჯა განუწყვეტელი თავის ტკივილითა და ცხვირიდან სისხლდენით და 55 წლის ასაკში 2007 წელს საბოლოოდ გადაწყვიტა ოპერაცია. ოპერაციის მიზანს კი, ჩვენდა გასაკვირად წარმოადგენდა თავიდან 3 ინჩის სიგრძის ფანქრის ამოღება, რომელიც მარგარეტს 4 წლის ასაკში ბავშვური ცელქობის დროს ჩაერჭო. ექიმებმა 2007 წლამდეც კი დაადგინეს, რომ თავში ფანქარი ჰქონდა, მაგრამ ოპერაცია შეაფერხეს, საგნის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ექიმმა Hans Behrbohm-მა შესანიშნავად შეასრულა ოპერაცია და ყოველგვარი ხიფათის გარეშე ამოუღო ფანქარი თავიდან ქალბატონ მარგარეტს.


Xu Pinghui 12 წლის გოგონა ჯერ კიდევ გაურკვეველი დაავადება სჭირს, მას 8 თვის ასაკში ჰქონდა სიცხე და სწორედ მაშინ დაიწყო სიცილი, და მას შემდეგ იცინის, 2 წლისამ ლაპარაკიც ვერ დაიწყო, ფაქტიურად მხოლოდ სიცილი შეუძლია, ამან ლაპარაკის უნარიც წაართვა. ამ დაავადების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გოგონას უბედურების მიზეზი სიცხის დროს შუბლის წილის დაზიანების ბრალი იყოს, ამ თეორია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.


63 წლის William Sheridan-ს, ნიუ-იორკის მცხოვრებს, უცნაური რამ შეემთხვა. მან გაიკეთა გულის ტრანსპლანტაცია, სწორედ ამის შემდეგ მოულოდნელად მხატვრული ნიჭი გაეხსნა და დაიწყო ხატვა, მოულოდნელად შეიტყო, რომ მისი დონორი (ანუ ვისი გულიც უკვე მის სხეულში იყო) მხატვარი იყო. ასეთ ფენომენს ეძახიან უჯრედულ მეხსიერებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ტვინი არ არის ის ერთადერთი ორგანო, რომელსაც გააჩია მეხსიერება, თურმე სხვა ორგანოებიც ატარებენ ამ თვისებას.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close