არქივი

ლაოკოონი და მისი შვილები

Laocoon and His Sons

ტროას ომის მეათე წელს დაქანცულ ბერძნებს ჯერ კიდევ ვერ აეღოთ ტროას ციესიმაგრე, ამგვარად მათ მოიგონეს ხრიკი, რომელიც იყო ბოლო მცდელობა გამარჯვებისკენ. ბერძნებმა თითქოს მიატოვეს ომი და სახლში წავიდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ხის ცხენში იმალებოდნენ, ცხენი თავის მხრივ ვითომ წარმოადგენდა ძღვენს ათენასადმი. ტროელები შეიკრიბნენ ქალაქის გარეთ, რომ გადაეწყვიტათ რა მოემოქმედებინათ ცხენისთვის. ლაოკონმა, პოსეიდონის ქურუმმა, ურჩია მეფეს გაენადგურებინა ცხენი, მან ასეთი ფრაზა წამოიყვირა: „მე მეშინია ბერძნების, მითუმეტეს მათი აუტანელი საჩუქრებისა!“, ამ სიტყვებთან ერთად ლაოკონმა შუბი სტყორცნა ბერძნების მიერ აგებულ ცხენს და კინაღამ გამოააშკარავა ბერძნები, რომლებიც შიგნით იმალებოდნენ. ზუსტად ამ დროს ზღვიდან ორი უზარმაზარი გველი ამოვიდა და დახოცა ლაოკონი და მისი ვაჟები. გველებმა გააჩუმეს ლაოკონი და მას არ აცადეს მოსალოდნელი საზარელი წინაწარმეტყველების თქმა. მითების თანახმად, გველები ათენამ გამოაგზავნა, როგორც ბერძნების დამცველმა, არსეობს ასევე მეორე ვარაუდიც, რომ ლაოკონმა შეურაცხჰყო პოსეიდონის ტაძარი და თვითონ პოსეიდონმა გამოგზავნა გველები ლაოკონის დასასჯელად. ტროელებმა ლაოკონის სიკვდილი ცუდ ნიშნად მიიჩნიეს და ყური არ დაუგდეს ლაოკონის რჩევას. მათ“ დაწყევლილი“ ცხენი ქალაქში შეიტანეს.

ლაოკონისა და მისი შვილების ქანდაკება გამოხატავს უზადო დრამატულობას ამ ამბისა: ერთი შვილი უკვე მკვდარია გველის ნაკბენისგან მაშინ, როცა მამა რეაქციას ამჟღავნებს გველის ნაკბენზე, ხოლო მესამე შვილი ცდილობს თავი გაითავისუფლოს გველისგან და თან ამ დროს უყურებს მისიივე ოჯახის საშინელ ხვედრს. ლაოკონის ქანდაკების გადაჭარბებულად გამოხატული ორგანიზმის მთელი კუნთოვანი სისტემა მძაფრად გამოხატავს, თუ როგორ იტანჯება და ცდილობს ლაოკონი დაიხსნას თავი გველებისგან. ოჯახსი სამივე წევრის სახეები ამჟღავნებს მათ სულისშემძვრელ დრამატიზმსა და აგონიას. ემოციის ამგვარი გრაფიკული ილუსტრაცია, კუნთოვანი სისტემის ამგვარი მოყვანილობა და სისასტიკე დამახასიათებელია ელინური ხელოვნებისთვის. ასევე ახალი ელინისტური ეპოქისთვის დამახასიათებელია პირამიდული შესრულება, რაც აიძულებს მნახველს გარშემო შემოუაროს ნამუშევარს, რათა ნათლად აღიქვას ნამუშევრის სცენა.

ლაოკონისა და მისი ვაჟების სიკვდილის სცენის აღწერას ვხვდებით ვირგილიუსის „ენეიდაში“:

 

 

 

„ამ დროს ჩვენს თვალებს წარმოუდგა საშინელება,                          ბოლოს თვით მამა, იარაღით მოსული შემწედ,

საზარი რამე, შეაძრწუნა გული ანაზდად.                                        შეიპყრეს, შეკრეს საზარელი რკალები ირგვლივ,

მოგვს ნეპტუნუსის, ლაოკოონს, წილით არჩეულს,                           გარშემო ორგზის მოესალტნენ, ჯაგრიდან ზურგით

კერპთან მიჰყავდა საზვარაკო მოზვერი დიდი,                                 ყელს მოენასკვნენ და წამოყვეს თავები მააღლა.

ამ დროს – თქმისაც კი მეშინია – ტენდოსიდან                                   ხელით ცდილობდა ავბედითი ნასკვების გახსნას,

ორი ურჩხული, აგორგლილი დიდრონ რკალებად                         საწამლავით და ლორწოთი სველ რკალებს ებრძოდა,

ზვირთზე გაწვა და ნაპირისკენ მოისწრაფოდა.                                თან ვარსკვლავამდე აღავლენდა საზარ გოდებას.

მკერდით ტალღებში ირწეოდნენ, სისხლიან ჯაგარს                       ასევე ღმუის ხარი, როცა საკურთხეველთან

ზემოთ აჩენდნენ, სხვა დანარჩენ ხერხემალს ტალღა                        ზურგში შეიგრძნობს უნიათოდ ჩაცემულ ნაჯახს…

რკალად ახვევდა უზარმაზარს. ზვირთს აქაფდა                             ბოლოს გაცურდნენ დრაკონები ტაძრის თაღისკენ

ანაზდეულად მოგუგუნე. ველთან მოცურდნენ.                               და ესწრაფოდნენ უსასტიკეს ტრიტონიას კოშკს,

ცეცხლით და სისხლით სავსე თვალნი რისხვით ელავდნენ.             რომ მის ფეხებთან, მრგვალ ფარის ქვეშ ეპოვნათ ბინა.

მთრთოლვარე ენით ილოკავდნენ დახრჭენილ ხახას.                     საზარი შიში შეეპყრა ხალხის მთრთოლავ გულს.

ფერწასულები გავიფანტეთ, ურჩხულნი მტკიცედ                           ამბობდნენ თვისი ცოდვა ზღაო ლაოკონმა,

ლაოკოონთან ისწრაფოდნენ. მაშინ ვიხილეთ,                                 რამეთუ შუბით განგმირაო ქანდაკი წმიდა.

ორ ბედშავ ყმაწვილს თუ გველები ვით ეხვეოდნენ,                          შეურაცხყოო ოდეს რკინა ჩაარჭო ფერდში.“

როგორა კბენდნენ უძლურსა და უბედურ სახსრებს

 

 

ლაოკონის ქანდაკება შედგება შვიდი შეერთებული მარმარილოს ნაჭრისაგან. მისი შექმნის ზუსტი თარიღი ჩვენთვის არაა ცნობილი. მას შემდეგ რაც როდოსის კუნძულზე აღმოაჩინეს ქანდაკებები და მათზე წარწერები, რომლებიც მიუთითებდნენ რომ ჰაგესანდერი და ათენედოროსი ეკუთვნოდნენ ძვ. წ. 42-ე საუკუნეს, ექსპერტები მიიჩნევენ რომ „ლაოკონი და მისი ვაჟები“ უნდა შექმნილიყო ძვ. წ. 42-20 წლებში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის არის რომ ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით ეს არის რომაული ორიგინალი სკულპტურა თუ ბერძნული სკულპტურის ასლი. დღეს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ლაოკონი და მისი ვაჟები“ სამმა სპეციალისტმა – ჰაგესანდერმა, ათენედოროსმა და პოლიდორუსმა – შექმნა, რომლებიც მაღალ კვალიფიციური მოქანდაკეები იყვნენ და ბერძნული ქანდაკეებების ასლებს რომაელებისთვის ამზადებდნენ. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ რომ „ლოკონი და მისი ვაჟები“ ამ სამი მოქანდაკის ნამუშევარია.

2005 წელს საკმაოდ საინტერესო თეორია შეიმუშავა ლინ კატერსონმა, მისი თქმით ქანდაკება ეკუთვნის მიქელანჯელოს, რომელმაც ის 1506 წელს შექმნა.

თვითონ მიქელანჯელო ძალზე მოხიბლულა ქანდაკების უზარმაზარი მასშტაბებით ისე, როგორც მისი ექსპრესიული ესთეტიკურობით, რომელიც დამახასიათებელია ელინისტური პერიოდისთვის. მსგავსი ემოციური მახასიათებლები იგრძნობა თვითონ მიქელანჯელოს ნამუშევრებშიც, მაგალითად „მომაკვდავი მონა“:

Dying slave Louvre MR 1590

ასევე აღსანიშნავაია მიქელანჯელოსა და დონატელოს დავითიც:
მიქელანჯელოს დონატელო

 

„ლაოკონისა და მისი ვაჟების“ ქანდაკების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ლაოკონის აღნაგობა. მისი სხეულის არცერთი კუნთი არ არის დაჭიმული, ეს მეტად ჰარმონიულ და მშვიდ პასაჟს სძენს ქანდაკებას. ძალიან დიდი საფიქრალის ქვეშ უნდა ყოფილიყო მისი ავტორი, რადგან ქანდაკებას უზადო ტკივილი და აგონია უნდა გამოეხატა, ამისათვის ქანდაკების ავტორმა მეტად ორიგინალურ ხერხს მიმართა: ლაოკონს პირი გააღებინა, რაც უზადო ტანჯვას გამოხატავს, ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც რომ ღია პირი ჰარმონიულად ერწყმის მთელ დანარჩენ ქანდაკებას და არ იქმნება ეფექტი, თითქოს ლაოკონის თავი ამ ქანდაკებისთვის „ზედმეტი“ იყოს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც რომ ქანდაკებაში მთელი ემოცია და ეფექტი გადატანილია ლაოკონის ტანზე. როგორც უკვე აღვნიშნე ლაოკონის ტანი ძალიან „მშვიდია“. სინამვილეში როცა ადამიანი ცდილობს გველებისგან გათავისუფლებას, მისი ყველა კუნთი დაჭიმული იქნება, რადგან ამ დროს აგონიასა და პანიკაში ვარდება ადამიანი და ყველანაირად ცდილობს თავის გათავისუფლებას. „ლაოკონისა და მისი ვაჟების“ შინაარსს, აგონიას და დრამატიზმს ლაოკონის სახე გამოხატავს, ხოლო ქანდაკების სილამაზეს მისი მშვიდი და გაწონასწორებული ტანი, თუმცა ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს არ უშლის რომ ქანდაკება ჰარმონიული გამოჩნდეს.

ასე თუ ისე, ქანდაკება ჯერ კიდევ ერთ-ერთ დიდ ღირსშესანიშნაობად ითვლება წარმატებული მოქანდაკეებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

ვირგილიუსი, „ენეიდა“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1976წ.

en.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button