არქივი

დედამიწის ყველაზე ექსტრემალური მაჩვენებლები, გამოხატული ციფრებითა და ფაქტებით

image

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მშობლიური პლანეტა – დედამიწა კლიმატისა და გეოგრაფიული მონაცემების მიხედვით ზომიერ ადგილს წარმოადგენს ( მზის სისტემის სხვ პლანეტებთან შედარებით), აქ მაინც გვხვდება ადგილები, რომლებიც გვაოცებს ექსტრიმის მაღალი დონით, – იქნება ეს დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი თუ ყველაზე ღრმა ღრმული ოკეანეში.

მაშ ასე, მოემზადეთ იმისათვის, რომ იმ ოცდახუთმა ადგილმა, რომლებზეც წინამდებარე პოსტში გვექნება საუბარი, გაგაოცონ თავიანთი ფანტასტიკური მონაცემებით.

 

25. ყველაზე ცხელი დასახლებული ადგილი დედამიწაზე – დალოლი, ეთიოპია

image

აქ საშუალო დღიური ტემპერატურა 34, 5 გრადუსია ცელსიუსით.

 

24. ყველაზე ღრმა გამოქვაბული -კრუბერ-ვორონის გამოქვაბული, აფხაზეთი, საქართველო

 

image

 

აფხაზეთში მდებარე კრუბერ-ვორონის გამოქვაბული ყველაზე ღრმად ითვლება მსოფლიოში. მისი სიღრმე 2000 მეტრს შეადგენს, თუმცა შესაძლებელია, ეს ციფრი კიდევ უფრო დიდი იყოს, რადგან გამოქვაბული ბოლომდე გამოკვლეული არაა.

 

23. დედამიწის უმაღლესი წერტილი – ევერესტის მთა

image

ევერესტის სიმაღლე ზღვის დონიდან 8848 მეტრია.

 

22. დედამიწის ცენტრიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებული ადგილი-ჩიმბორასო, ეკვადორი

image

 

21.ყველაზე განმარტოებული კუნძული- კუნძული ბუვე

image

ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძული, რომელიც ნორვეგიას ეკუთვნის, თითქმის 1000 მილითაა დაშორებული ანტარქტიდიდან და 1500 მილით სამხრეთ აფრიკიდან.

 

20. ყველაზე განმარტოებული წერტილი კონტინენტზე-ანტარქტიკული მოუღწევლობის პოლუსი

image

ეს არის კონტინენტზე მდებარე ადგილი, რომელიც ყველაზე დიდი მანძილითაა დაშორებული ოთხივე ოკეანიდან.

 

19. ყველაზე ბრტყელი ადგილი დედამიწაზე – უიუინის მარილის საბადოები, ბოლივია

image

ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის საბადო, რომლის ფართობი 4086 კვადრატული მილია.

 

18. ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნო ტბა – ტიტიკაკა

image

პერუსა და ბოლივიის საზღვარზე მდებარე ტიტიკაკას ტბა ზღვის დონიდან 3812 მეტრზე მდებარეობს.

 

17. ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე წერტილი ხმელეთზე – მკვდარი ზღვის სანაპირო

image

ეს წერტილი მდებარეობს იორდანიის და ისრაელის საზღვარზე და ის ზღვის დონიდან 418 მეტრით დაბლაა.

 

16. ყველაზე გრძელი მთაგრეხილი – ანდები, სამხრეთ ამერიკა

image

5000 მილი სიგრძის ეს მთაგრეხილი სამხრეთ ამერიკის შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის.

 

15. ყველაზე ღრმა ხელოვნური ღრმული – კოლის ზეღრმა ქვაბული

image

მისი სიღრმე 12 262 მეტრს შეადგენს.

 

14. ყველაზე წვიმიანი ადგილი დედამიწაზე – ჩოკო, კოლუმბია

image

აქ წლის განმავლობაში 11 770 მილიმეტრი ნალექი მოდის.

 

13. ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე – ატაკამას უდაბნო, ჩილე

image

უძველესი ქალაქის არიკას ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად დაუსახლებელია, 1903-1918 წლებში არცერთი წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა.

 

12. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს – ეთიოპია

image

ამ ქვეყანაში დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

 

11. ყველაზე მკვეთრად დაქანებული მთა დედამიწაზე – თორის მთა, კანადა

image

მთის სიმაღლე 1250 მეტრია და ის 105 გრადუსითაა დახრილი.

 

10. ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტი – ოიმიაკონი, რუსეთი

image

აქ წელიწადის შვიდი თვის განმავლობაში ტემპერატურა ნულს ქვევითაა.

 

9. ყველაზე ქარიანი ადგილი დედამიწაზე – თანამეგობრობის ყურე, ანტარქტიდა

image

აქ გამუდმებით ქრიან ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარე 240 კმ/სთ-ია.

 

8. ყველზე მაღალი ჩანჩქერი – ანხელი, ვენესუელა

image

ჩანჩქერის სიმაღლე 1054 მეტრია და სანამ წყალი მიწას მიაღწევს, მისი უდიდესი ნაწილი აორთქლებას ასწრებს.

 

7. ყველაზე მაღალი უღელტეხილი მთაში – მარსიმიკ-ლა, ინდოეთი

image

ეს უღელტეხილი 5582 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

 

6. ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ტბა – ზემო ტბა, კანადა

image

ამ ტბის ფართობი 31 320 მილის ტოლია.

 

5. ქვეყანა ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზით – კანადა

image

კანადის სანაპირო ხაზი 151 019 მილზეა გადაჭიმული.

 

4. ყველაზე გრძელი ხეობა – დიდი კანიონი, აშშ

image

ამ ხეობის სიგრძე 220 მილს უდრის, ხოლო სიმაღლე ერთი მილის ტოლია.

 

3. ყველაზე დიდი მყინვარი – ლამბერტ-ფიშერი, ანტარქტიდა

image

მყინვარი თითქმის 100 მილზეა გადაჭიმული.

 

2. ყველაზე მოკლე მდინარე – როუ, მონტანა

image

ამ მდინარის სიგრძე სულ რაღაც 61 მეტრის ტოლია.

 

1. ყველაზე დაბალი წერტილი – ჩელინჯერის უფსკრული

image

ჩელინჯერის უფსკრული მდებარეობს მარიანის ღრმულის ქვედა ნაწილში 10911 მეტრ სიღრმეზე ზღვის დონიდან.

 

p.s. საინტერესო ფაქტებია, არა? – მართლაც რომ გასაოცარია ჩვენი მშობლიური პლანეტა. მშვენიერია მისი მთები და ზღვები, ოკეანეები და ტყეები, თვალწარმტაცი მინდვრები და გაუვალი ჯუნგლებიც კი. მაშ, გავუფრთხილდეთ მის ბუნებას, დავიცვათ და მოვუაროთ მას, რათა ჩვენი უგუნური საქციელი უკან ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს სტიქიური უბედურობებისა და ბუნების სხვა ანომალიების სახით. ბუნება ხომ მბრძანებელია

 

წყარო : intermedia.ge

 

იხილეთ ასევე
Close
Back to top button