არქივი

ფული…

41f74ca6141c
სასიამოვნოა როცა დაიძინებ და არ იფიქრებ თუ რა იქნება ხვალ.. 

ფული მოცემს ყველაფერს,ფულით იყიდი ყველაფერს:სახლ-კარს,ნივთებს,ტექნიკას,სამყაროს და ადამიანს,დიახ,იყიდი ადამაინს,მისი სულით და ხორცით,მისცემ ფულს და იქნება შენი სხვა დანარჩენ ნივთებთან ერთად,,

ece16ca09599

ირგვლივ შეიძლება გაგიღიმონ,შეგაქონ და შენით აღფრთოვანდნენ,შენც გეგონება რომ მათ შენი სულიერება აინტერესებთ,თუმცა ალბათ ისიც გეცოდინება რომ ეს ესე არაა და შეიძლება თავიც მოიტყუო..სასიამოვნოა როცა ხვალინდელი დღის ფიქრი არ გაწუხებს,გაქვს ყველაფერი რაც კი ოდესმე გინდოდა გქონოდა,,

c5b7d93e2a85

მაგრამ წამში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს , წამში შეიძლება დაკარგო ყველაფერი და ყველა რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გაგაჩნდა,დაკარგო სიყვარული,ფული და დადგე სრულიად მარტო,უყველაფრო ვეებერთელა ვარსვლავების წინაშე..

b542a7bd0c0c

ოდესმე გაქრება ყველაფერი და გექნება არაფერი როცა წამის წინ ყველაფერი გქონდა… როდესაც გიჭირს გვერდში გყავს უფალი და მას თხოვ ყველაფერს,ის არის იმედი რომელიც მუდამ შენს გვერდით იყო,,, როდესაც გქონდა ყველაფერი მაშინ დაივიწყე შენ უფალი და არაფერს არ თხოვდი მას,შენი ღმრთისადმი სიყვარული კი მხოლოდ გაჭირვებისას გახსოვდა..

e9ab23192abb

ამიტომ გაქრა ყველაფერი,,დადნა როგორც თოვლი დნება ხელზე,მართალია შეიძლება დადნეს გვიან,ან ადრე,ოდესმე მაინც დადნება რადგან ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი,თვით ეს ცხოვრებაც კი,შეიძლება იყიდო ყველაფერი,ფულით ან გარეგნობით,სულ ერთია რამ გაყო ეს ორი რამ,…

d39772f2ceb2

მხოლოდ მაშინ როცა ყველა ზურგს შეგაქცევს და არავინ მოგისმენს,აიხედავ ცაში რომელიც სავსე იქნება ვარსვკავებით,რამეს ამოიოკითხავ,რამეს გაარჩევ და მათ ქვეშ ძილი მოგინდება,ვარსკვლავები გადაგაფარებენ ცის კაბადონს და შემოგხედავენ ანთებული თვალებით,ისე როგორც არავის შემოუხედია შენთვის..

32feedad0860

ოდესმე მოწვიმს,მოწვიმს ყველას ცხოვრებაში,,ოდესმე მოთოვს და თოვლჭყაპი გაიყოლებს მოგონებებს,მოგონებებს იმ დროზე როცა თავ გეგონა ვიღაცა როცა იყავი არავინ,თოვლი გაყინავს შენს ფულს,წვიმა დაგისველებს ტანსაცმელს და დარჩები მარტო,უყველაფრო მაგრამ რაღაცით რასაც ვერც ფული და ვერც ნივთები ვერ მოგცემენ..

ba9e911b2dcc

ოდესმე გაქრებიან წამები და სადღაც ცის წიაღში დაინახავ შენს თავს რომელმაც ერთ დროს ცხოვრებას დასცინა..

წყარო:მე

მსგავსი ამბები

Back to top button