არქივი

ქუდი Reevu MSX1 უკანა ხედვის სარკეთი

102416981c68
მოტოციკლით მგზავრობისას მნიშვნელოვანი პრობლემა უკან მყოფი გიგანტური ზომის ბრმა ზონებია, რადგანაც მრავალ მათგანზე სარკეებს მხოლოდ დეკორატიული როლი აქვთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ნორმალური ზომისა არიან, აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, რაც მათში ჩახედვას შეუშლის ხელს (მაგალითისთვის, ვიბრაციები). ბაიკერებს კი გზაჯვარედინებსა თუ გასწრებისას თავის აქეთ-იქით ტრიალი უხდებათ და ქუდი ამოცანას უფრო ართულებს.

როგორც ჩანს, Reevu-ს თანამშრომლებმა კარგად იციან ამ პრობლემის შესახებ. და კომპანია მის მშვენიერ გადაწყვეტას გვთავაზობს – ქუდი MSX1 უკანა ხედვის სარკეთი. მიუხედავად მრავლრიცხოვანი ციფრული ტექნოლოგიებისა, უკანა ხედვის მიღება შესძლეს არა კამერებით, პროცესორებით და ელემენტებით. ეშმაკობა სარკეების ურთულეს სისტემაში იმალება, რომლებიც ქუდის შიგნითაა განთავსებული. მცირე ზომის სარკის ზოლი რაიდერის მხედველობის არის ზედა საზღვარზე ირეკლავს ყველაფერს, რაც უკან ხდება.

შემქმნელებს იაფფასიანი ქუდის გამოყენებაც შეეძლოთ ტექნოლოგიის საჩვენებლად, მაგრამ ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გააკეთეს. გამოცემის webBikeworld ჟურნალისტის თქმით ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში, “ასე ტანკებსაც არ აკეთებენ”. Reevu MSX1-ის მიმოხილვა:

წყარო: www.internet.ge

მსგავსი ამბები

Back to top button