ახალი ამბებიგასართობიუცნაური

იაპონიაში მტირალა ბავშვების ფესტივალი ჩატარდა

იაპონიაში მტირალა ბავშვების ფესტივალი ჩატარდა

ტოკიოში გამართულ ტრადიციულ ფესტივალში 80-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. ფესტივალის იდეაა, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად და ხმამაღლა ატირონ, იტყობინება The Daily Mail-ი.

ფესტივალის წესების თანახმად, სუმოისტები ჟიურის წინაშე ხელში აყვანილი ჩვილებით გამოდიან. ერთმანეთის პირისპირ მდგომი ორი სუმოისტის ბავშვიდან გამარჯვებულად ის მიიჩნევა, რომელიც პირველი დაიწყებს ტირილს.

თუ ორივე ბავშვმა ერთდროულად დაიწყო ტირილი, მაშინ მოგებულად უფრო ხმამაღლა მომტირალი ჩაითვლება.

როცა ბავშვების ატირება ვერ ხერხდება, ჟიურის წევრი სახეზე საშინელ ნიღაბს იკეთებს და კონკურსის პატარა მონაწილეს აშინებს.

მტირალა ბავშვების ფესტივალი იაპონიაში 400 წელია ტარდება. ბავშვს ტირილის დროს რაც შეიძლება მაღლა სწევენ. თქმულების თანახმად, მათი ტირილი ავ სულებს აფრთხობს. გარდა ამისა, იაპონელ დედებს სჯერათ, რომ მტირალების ფესტივალში მონაწილეობა ბავშვს ეხმარება ჯანმრთელი გაიზარდოს.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close