კულტურა

”ტიტანიკის” მგზავრის წერილი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

a452d1951f3d
1912 წლის აპრილში აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაძირული ბრიტანული გემის ”ტიტანიკის” ერთ-ერთი მგზავრის წერილი უილტშირის საგრაფოში გამართულ აუქციონზე 55 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ეს მსგავსი კორესპონდენციის აუქციონზე გაყიდვის შედეგად შემოსული რეკორდული თანხაა. ამის შესახებ BBC News.

სამგვარდიანი წერილი პირველი კლასის მგზავრმა ადოლფ სააფელდმა გემის ჩაძირვამდე ხუთი დღით ადრე საკუთარ მეუღლეს მისწერა. წერილში მამაკაცი მეუღლეს საზღვაო კრუიზის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს, გემზე არსებული ყოფა-ცხოვრების თავისებურებებზე უამბობს და ასევე ატყობინებს, რომ საუტჰემპტონის პორტიდან გამოსვლის დროს ”ტიტანიკი” სხვა სამგზავრო ლაინერ ”ნიუ-იორკს” კინაღამ შეეჯახა. წერილიდან ჩანს, რომ მგზავრს ”ტიტანიკზე” ყოფნა ძალიან მოსწონდა და კმაყოფილი იყო მოგზაურობით.

წერილი დიდ ბრიტანეთში მდებარე ერთ-ერთმა მუზეუმმა შეისყიდა, რომლის სახელიც არ ხმაურდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აღნიშნული ლოტი ღირებულია იმის გამოც, რომ მგზავრი ”ტიტანიკით” მოგზაურობას ზედმიწევნით ზუსტად და დატალურად აღწერს. აუქციონის ორგანიზატორთა თქმით, ეს წერილი მსგავს წერილებში საუკეთესოა.

წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button