საკითხავისასარგებლო

დაბნელებები

მზის სრული დაბნელება საოცარი სანახავია. რამოდენიმე წუთით დღე ღამედ იქცევა . ცა ბნელდება , მასზე ვარსკვლავები და პლანეტები ჩნდება, ფრინველები ჭიკჭიკს წყვეტენ -ეს ბუნების ერთ-ერთი განსაცვიფრებელი მოვლენაა.

დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მზის სინათლეს გზაზე დაბრკოლება ხვდება. მთვარის დაბნელება ხშირი მოვლენაა. დაბლენები სხვა პლანეტებზეც ხდება, მაგალითად როდესაც იუპიტერის რომელიმე მთვარე პლანეტის ჩრდილში ექცევა. ამის დანახვა მხოლოდ ტელესკოპით შეიძლება . როდესაც მზის დაბნელებას ვუყურებთ, მზის სინათლისგან დამცავი სათვალის გაკეთება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მხედველობის დაზიანების რისკი საკმაოდ დიდია. :yes:

მზის დაბნელების დროს მთვარე მზისგან მომავალ სინათლეს ეფარება. რამდენიმე წუთით კაშკაშა მზე ქრება. როდესაც მთვარის ჩრდილი სწრაფად კვეთს დედამიწის ზედაპირს ,ყველა, ვინც კი მთვარის ვიწრო ჩრდილში მოხვდება, მზის სრული დაბნელების მოწმე ხდება. ჩრდილის გარეთ კი მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას ვხედავთ.

მზის დაბნელლებას, რომლის დროსაც მთვარე მთლიანად ფარავს მზეს, მზის სრული დაბნელება ეწოდება. ეს მდგომარეობა გრძელდება 1-8 წუთი. ამ დროს მზის ატმოსფეროს გარე ფენა ანუ მზის გვირგვინი ბნელი სფეროდან გამომავალ თეთრ სვეტებს ჰგავს.

ყოველ წელს,სულ მცირე,მზის 2 დაბნელება ხდება, მაგრამ ამ დაბნელებების უმეტესობა ნაწილობრივია- მთვარე მზის მხოლოდ ნაწილს გადაფარავს.მზის სრული დაბნელება დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე მხოლოდ დაახლოებით 18 თვეში ერთხელ ხდება, მაგრამ ეს ტერიტორიები ხშირად ოკეანეში ან მცირედ დასახლებულ ადგილებში მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ მთვარის ჩრდილი მზის დაბნელების დროს დედამიწის ზედაპირის ათასობით კილომეტრს გაივლის,მისი სიგანე 100 კილომეტრს იშვიათად აჭარბებს.მზის სრული დაბნელება ერთსა და იმავე ადგილას საშუალოდ მხოლოდ 330 წელიწადში ერთხელ ხდება.

მთვარის დაბნელების დროს დედამიწის ჩრდილი მთვარის ზედაპირის გადაკვეთას ზოგჯერ 4 საათს უნდება.სრული დაბნელების ხანგრძლივობა ზოგჯერ 1 საათს აღემატება. მზის სინათლის ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში გარდატყდება და მთვარის ზედაპირს აღწევს, რის გამოც მთვარე წითელ ფერს იძენს. ზოგჯერ წელიწადში მთვარის 3 დაბნელება ხდება , ზოგჯერ კი – არც ერთი. მთვარის დაბნელების დანახვა დედამიწის ბნელი მხარის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება. ;)

წყარო: წიგნი ” შევისწავლოთ კოსმოსი “

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close