გართობაკულტურაუცნაური

ყურადღება!გარდაიცვალა $520,000 bentley,დაკრძალვა 13 სთ-ზე

581227 440547732731714 1487825785 n

ძლიერ  შეძლებულმა წარმოშობით იატლიელმა მამაკაცმა, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის აპირებდა თავის ინოვირებულ და ძვირადღირებული ბენთლის დამარხვას, რათა სიკვდილის შემდეგ დარწმუნებულ იყოს, რომ მიღმურ სამყაროშიც კომფორტი არ მოაკლდება. „და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება“ (ეს ისე).  დიახ, მას უნდა, რომ თავისი, მოძრავსახურავიანი, $520,000 ბენთლი თავის ეზოში დაკრძალოს, ზედ შავი მიწაც მიაყაროს.

თავის წერილში, 62 წლის აპენინელმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ის აპირებს ფარაონთა პრაქტიკას მიბაძოს და თავის სიმდიდრეს მიჯრით საკუთარ ეზოში მარხავს, რათა მის მიწიურ ყოფიერებაში სიღარიბე არ იგემოს. „მე ეგვიპტელთა ტრადიციას გავაგრძელებ და ჩემს მთელ სიმდიდრეს, ჩემს სასახლეში დავმარხავო“! (ვიცი რაზეც გაიფიქრეთ ;) )

Бизнесмен похоронит свой Bentley за $450 000, чтобы кататься на нем после смерти

მამაკაცმა თავის „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, რომ მან უკვე გათხარა სამარხი და რამდენიმე დღეში დაკრძალავს თავის „სიყვარულს“. ეს ამბავი ყველამ ირონიით მიიღო და დასცინეს კიდეც, მაგრამ, როცა ადამიანმა სურათი ატვირთა თავის „ფეისბუქის“ გვერდზე, რომელზეც უზარმაზარი ორმო და ბენთლია აღბეჭდილი, ყველა გააოგნდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნოუნსენსი! აი ასეთი კომენტარი გაუკეთეს.

აიკიდოში შავი ქამრის, ბიზნესში დიდი პატივისცემის და ცხოვრებაში ბევრი დადებითი თვისების პატრონმა განაცხადა, რომ ამგვარ ქმედებამდე ის მიიყვანა დოკუმენტალურმა ფილმა, ეგვიპტელი ფარაონების შესახებ.

Бизнесмен похоронит свой Bentley за $450 000, чтобы кататься на нем после смерти

გრაფ  სკარპა ცხოვრობს სან პაულოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, სადაც მას 14,000 მ/კვ ფართობი მიწა უკავია, უდგას ვეებერთელა სასახლე და ყავს უკანასკნელი გამოშვების მანქანები. გრაფის წოდება მან მამისგან მიიღო, ამ ბოლომ კი ის ქველმოქმედებისთვის მიიღო იტალიის ხელისუფლებისგან 1945 წელს. სულო და გულო ამქვეყანაში ყველაფერი მიიღო და მიღმიურზე ფიქრობს კიდეს, რა წინგახედულია!

ეჰ, თურმე გალაკტიონი როგორ ცდებოდა, როცა წერდა „სამუდამდ ასამარებს ბენთლთა (კაცთა) ხსოვნას სამარის ქვა“.

Back to top button