არქივი

გენიოსთა უცნაურობები

2w39hft

* შარლოტა ბრონტე რომანის წერას თავს ანებებდა ხოლმე და კარტოფილის გასაფცქვნელად მიდიოდა.
* ანტი მატისს დახატვამდე ყოველთვის უჩნდებოდა ვინმეს დახრჩობის სურვილი.
* ინგლისელი მწერალი რიჩარდ ჰიუტონი ლიტერატული ნაშრომის შექმნაის დროს დანით თამაშობდა.მის ნაწარმოებებს შეეწირა რამდენიმე მაგიდა,სავარძელი,ცოლის კაბები. 

* ედგარ პოს შეეძლო,საათობით მჯდარიყო მაგიდასთან და ეცქირა ცარიელი ფურცლისთვის.ასევე იქცეოდა მარის მატერლინკი.

* ჯორკ სანდი რომანს დღეში 11 საათი წერდა.თუ ერთ რომანს ათ საათში და ოცდაათ წუთში დაამთავრებდა,იწყებდა ახლის წერას,რომლის დაწერასაც 30 წუთში ასწრებდა.

* ფრანგ მწერალ ლაფონტეს საათობით შეეძლო ქუჩაში ხეტიალი ისე,რომ გამვლელებისთვის არ შეეხედა.გამვლელები კი გაოცებულები იყვნენ მწერლის ქცევით,რომელიც ფეხებს აბაკუნებდა,საოცარ მიმიკებს იღებდა და ხანდახან რაღაცეებს ყვიროდა.

* დიუმა (მამა) მხოლოდ კვადრატულ ფურცლებზე წერდა.თუ ასეთი ფურცელი გაუთავდებოდა,წერას წყვეტდა.მისი შვილი კი საწერად არ დაჯდებოდა,თუ ხუთჯერ არ შეჭამდა.

* შუბერტი სანამ რაიმეს შექმნიდა,სავარცხელზე უკრავდა.

* იოჰან ბრამსი მუზის მოსაყვანად ფეხსაცმელებს აპრიალებდა.

* იოჰან გეტე ჰერმეტულად დაცულ ოთახში მუშაობდა,რომელშიც არსაიდან არ შედიოდა ჰაერი

* ცნობილი ფაქტია:ნიუტონმა კვერცხი მოხარშვა მოინდომა,აიღო საათი,გაასწორა და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა,რომ ცხელ წყალში საათს ხარშავდა.როცა რაიმე ნაშრომს წერდა,მეცნიერს ავიწყდებოდა ჩაცმა და ჭამა.

* ალბერტ აინშტაინმა თავის მეგობარს უთხრა:”მობრძანდით ჩემთან დღეს საღამოს,პროფესორი სტიმსონიც იქნება”.”კი მაგრამ,მე ვარ სტიმსონი”,-გაოგნდა მეგობარი.”ამას არ არქვს მნიშვნელობა,მაინც მობრძანდით”,-ასეთი იყო აინშტაინის პასუხი.

მსგავსი ამბები

Back to top button