ბარბი

ბარბის თოჯინის გამოშვება  პირველად სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ  Mattel, Inc- მა დაიწყო. პირველი ბარბი ბაზარზე 1959 წლის მარტში გამოჩნდა. ამერიკელმა ქალბატონმა  Ruth Handler-მა პირველი ბარბი გერმანული თოჯინის Bild Lilli-ის მიხედვით შექმნა, რომელმაც შეამჩნია, რომ თავისი ქალიშვილი ბარბარა ქაღალდის თოჯინებს ხშირად მოზრდილი ქალის როლებს არგებდა (იმ დროს სათამაშოებს  ბავშვის ფორმა და სახე ჰქონდათ).

ბარბის სრული სახელი არის  Barbie Millicent Roberts. ის წარმოშობით ვისკონსინის შტატის ქალაქ ვილოუსიდან არის.  :yes: სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა მანჰეტენის საერთაშორისო უმაღლეს სკოლაში გააგრძელა. ბარბიმ ბევრ მულტფილმში მიიღო მონაწილეობა ( Barbie and the Rockers: Out of this World,  Barbie Diaries, The Three Musketeers და სხვა) მან ასევე მცირე როლი ითამაშა Toy Story 2-ში, 1999 წელს. ამ მულტფილმის III ნაწილში კი მისი მეგობარი ბიჭი Ken მონაწილეობს.

ბარბის ყავს მეგობარი ბიჭი Ken Carson, რომელიც პირველად 1961 წელს გამოჩნდა. მას უამრავი მეგობარი ჰყავს: ესპანელი Teresa, Midge, აფრო-ამერიკელი  Christie და Steven ( Christie-ს შეყვარებული). ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ბარბი ხანდახან  Ken-ს ავსტრალიერ სერფინგისტ  Blaine-თან ღალატობს. :lol2:

ბარბი უამრავს როლს ირგებს:

Harley-Davidson -ის სახე
<ბალერინა

ბარბი ჰელოუინზე

იტალიელი ბარბი

ემო

გოთი ბარბი

როკის მოყვარული ბარბი

მსუქანი ბარბი (მხოლოდ რეკლამისთვის გამოუშვეს სლოგანით :მისდიეთ აქტიურ ცხოვრებას)

მარტოხელა დედა, რომელსაც 7 შვილი ყავს და ოფიციანტად მუშაობს

ინვალიდი ბარბი

ზომბი

ათენა

Amy Winehouse

Twilight

Mad Hatter “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”

Aishwarya Rai

Kate Winslet ტიტანიკიდან

Mary Poppins

შერი

ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის Birds პერსონაჟი

Marilyn Monroe

Elvis Presley

Barbra Streisand

Heidi Klum

წყარო: wikipedia.org


ავტორი: K.R.

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC