არქივი

“სიბრძნის სიმფონია” ანუ გენიალური ფრაზები

d7b0e51efad1

“თუ ამ ფრაზაში ესთეტიურ სიამოვნებას ეძებ, მე ორალური სექსის ოსტატი არ ვარ რომ ჩემი ენით სიამოვნება მოგანიჭო” (უცნობი ავტორი)

ფრიდრიხ ნიცშე:

* სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი, აი კაცთა მოდგმის ისტორია

* ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.

* ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.

* ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა.

* ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით, ჩვენ, მკვლელებმა მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისგან.

* მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.

* ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.

ჯორჯ ბერნარდ შოუ:

* ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლია.

* ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.

* რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?!

* გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს.

* სიგარეტი – ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი

* არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია.

* რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?!

* მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია ისეთივე აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს.

* ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი არ ვჭამ ჩემს მეგობრებს.

გურამ დოჩანაშვილი:

* ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენ-ჩვენი ლაქა, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე

* დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას

ჯემალ ქარჩხაძე:
* პროზაში, ყველაზე პოზიტიურ მოვლენად წარმოისახება ადამიანში პიროვნების დაბადება, თვითშემეცნების, დამოუკიდებელი აზრის გაღვიძება. და პირიქით, ყველაზე სამწუხარო მოვლენად, ადამიანის მიერ თავისი პიროვნული სახის თვითმიუგნებლობა

* არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო… ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო…

სხვადასხვა:

* თუ თქვენმა ცოლმა ეკონომიაზე დაიწყო საუბარი, ესეიგი თქვენი აქციები ეცემა / ონორე დე ბალზაკი
* ქალს შეუძლია მილიონერად აქციოს, ნებისმიერი მილიარდერი მამაკაცი / ჩარლინ ჩაპლინი
* სიყვარულზე მეტად მხოლოდ ფული აღაგზნებს / ბენჟამინ დიზრაელი
* სირცხვილი, ერთგვარი შიშია უპატიოსნებისა / არისტოტელე
* მამაკაცებმა, რომ იცოდნენ, რას აკეთებენ ქალები როდესაც მარტო რჩებიან, არასოდეს დაქორწინდებოდნენ / ო’ჰენრი
* ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე რაც გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვწუხვართ იმაზე რაც არ გვაქვს / ***
* პირადი კეთილდღეობა, პიროვნების ღირსების საყოველთაო აღიარება – აი ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერების საფუძველი / სოლონი
* ჭკვიანები ისინი არიან ვინც ფულს თავისი ჭკუით შოულობენ, ხოლო ბრძენები – ვისთვისაც ჭკვიანები მუშაობენ / ჰერნი ფორდი

ლათინურები:

* De mortuis aut bene aut nihil – მიცვალებულებზე ან კარგი უნდა ითქვას, ან არაფერი
* Alea iakta est – წილი ნაყარია
* Divide et impera – გათიშე და იბატონე
* Dum spiro, spero – ვიდრე ვსუნთქავ, ვიმედოვნებ
* Homo homini lupus est – ადამიანი ადამიანისთვის მგელია
* Noli me tangere – ნუ შემეხები
* Mutantur tempora, et nos mutamur in ilis – დრონი იცვლებიან და მათთან ერთად ჩვენც ვიცვლებით
* Homo sum, humani nihil a me alienum puto _ ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური არ მეუცხოება

ნოდარ დუმბაძე:

* “დასაბამიდან დროშა იყო თეთრი, თეთრი, სპეტაკი, იგი თავიდან მშვიდობას, სიყვარულს, ძმობასა და სათნოებას გამოხატავდა, ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ, თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან, ერთი დიდი თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ჯომოლუნგმაზე ამაყად, ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი დიდი, ვეებერთელა თეთრი ბაირაღი…”

წყარო: 70 პროცენტი დაწერილია ჩემს მიერ, ხოლო 30 პროცენტი ვიკიპედიიდან :)

მსგავსი ამბები

Back to top button