TECH & მეცნიერებაგართობა
Frank Herholdt- ფოტოხელოვნება
Frank Herholdt- დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, მან ფოტოხელოვნება იოჰანესბურგში შეისწავლა. 1976 წელს ჩავიდა ლონდონში, თუმცა ერთბაშად არ სწვევია წარმატება. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ფოტოგრაფების ასისტენტად. დღესდღეობით კი უკვე საკმაოდ პოპულარულია თავის საქმეში, იგი ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის იღებს ფოტოებს, როგორიცაა სამსუნგი, სონი, ნივეა, ნესკაფე, კოდაკი და სხვა.
მგონი კარგი იქნება თუ გავეცნობით ხოლმე დღესდღეობით ცნობილ ფოტოხელოვანთა ნამუშევრებს, ხელოვნების ეს სფერო საქართველოში სულ უფრო მიიწევს წინ და ჩვენც უფრო გარკვევა არ გვაწყენდა. ასე რომ ავტორებს მოვუწოდებ შემოგვთავაზონ ხოლმე ფავორიტი ფოტოხელოვნების ნამუშევრებზე სიახლეები.