არქივი

მოჩვენება ტახტზე

432e2f2c019a
ამ ქალზე დღესაც ისეთივე გატაცებით ჭორაობენ, როგორც მის სიცოცხლეში. მისი ავხორცობის ამბები მესამე საუკუნეა, თაობიდან თაობას გადაეცემა. ლამის სიცოცხლის ბოლომდე საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა. მოენეებს ავიწყდებათ, რომ რუსეთის ისტორიაში მისი მართველობის დრო (1762 წლის 28 ივნისიდან 1796 წლის 6 ნოემბრამდე) ოქროს ხანად მოიხსენიება
იმავე დღეს დედოფალი ჩაწვა და მალე „აპოპლექსიური დამბლით“ გარდაიცვალა.

სწორედ მისი მეფობის ჟამს ჩატარდა განათლების სისტემაში სტრუქტურული ცვლილებები. აღაზევა ქვეყანაში მთვლემარე ველიკოდერჟავული სული და ხმლითა და მახვილით რუსეთს შეურთა შავიზღვისპირეთი, ყირიმი, ყუბანი, აღმოსავლეთ საქართველო, ბელორუსიისა და დასავლეთ უკრაინის ტერიტორიები. ევროპის მოწინავე მოაზროვნეებთან მიწერა-მოწერა ჰქონდა, დამპყრობლისა და ჰუმანისტის ნიღაბს თანაბარი წარმატებით ირგებდა: უარი თქვა მონუმენტზე, რომლის დადგმაც მისთვის უნდოდათ, ხოლო სენატის მცდელობას, დედოფლისთვის მიენიჭებინათ ოფიციალური ტიტული „დიდი“, ასე უპასუხა: „თავი დაანებეთ ამ სულელური სახელების შერქმევას, რომლითაც ჩემი ჭაღარის დამშვენება მოინდომეთ“. რუსეთში ეკატერინეს მეფობაში ბევრი ახალი სასწავლო დაწესებულება, აკადემია, ბიბლიოთეკა, სტამბა გაიხსნა. თავად პიესებს წერდა და სტატიებს აქვეყნებდა რუსეთის ისტორიის, ეკონომიკის, პედაგოგიკის და ფილოსოფიის საკითხებზე. შექმნა აგრეთვე ეპიტაფია, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ საფლავის ქვაზე უნდა ამოეტიფრათ:
„ავიდა რუსეთის ტახტზე, მისი ქვეშევრდომებისთვის მხოლოდ სიკეთე და ბედნიერება სურდა; უნდოდა, ისინი თავისუფალი და მატერიალურად ძლიერები ენახა. იყო მიმტევებელი და არავინ სძულებია. დამნდობს, თავაზიანს, ხალისიანს, სულით რესპუბლიკელსა და გულკეთილს ბევრი მეგობარი ჰყავდა. საქმის კეთება სიამოვნებას ანიჭებდა, ხელოვნება და ხალხში ყოფნა უყვარდა“.

გერმანელმა პრინცესა სოფიო ფრედერიკა ავგუსტა ანჰალტ-ცერბტსელმა (მართლმადიდებლური წესით მონათვლის შემდეგ ეკატერინე ალექსეევნად) 67 წელი იცოცხლა, აქედან 34 წელი რუსეთს მართავდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი პიროვნებებისადმი ინტერესს წინასწარმეტყველებები იჩენდნენ. ერთ-ერთი იყო ვასილი ვასილიევი, ანუ ბერი აბელი. მან დედოფლის ბედი იწინასწარმეტყველა, რაც მთავარია, მისი გარდაცვალების თარიღი. აბელს ამას თურმე „იდუმალი ხმა ჰკარნახობდა“. ამის გამო ბერს თავი საპყრობილეში ამოაყოფინეს. დედოფალმა კი თავისი გარდაცვალების თარიღი რომ შეიტყო, დანაღვლიანდა და წაიტირა კიდეც.

აბელის წინასწარმეტყველება ახდა. მის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე უცნაური რამ მოხდა:
დედოფლის საძინებლის გუშაგმა ოფიცერმა დაინახა, კარები როგორ გაიგო, დედა-დედოფალი როგორ გამოვიდა და სეფედარბაზში შევიდა. ოფიცერმა საძინებელში შეიხედა – ეკატერინეს უშფოთებლად ეძინა. მაშ, ვინ არის ის ქალი, ტახტზე რომ ზის და დაღლილი გამომეტყველებით თავით მარჯვენას დაყრდნობია?

ატყდა განგაში. გააღვიდძეს ეკატერინე. დედოფალმა ხალათი მოისხა და თავხედის სანახავად უშიშრად გაემართა, მაგრამ ქალს თვალი შეავლო თუ არა, გაფითრდა და თქვა: „ეს ჩემი სიკვდილია“. იმავე დღეს დედოფალი ჩაწვა და მალე „აპოპლექსიური დამბლით“ გარდაიცვალა.
20 თვისა და 9 დღის შემდეგ ტუსაღობიდან გაანთავისუფლეს აბელი.

წყარო: ბიოეთიკის მასწავლებლის კაზუსები, ბელა მამულაშვილი

მსგავსი ამბები

Back to top button