საკითხავისასარგებლო

სიგარეტი

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ მათი მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1,6 მილიარდსაც მიაღწიოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში). ეს კიდევ არაფერი; თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.

ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობაც და ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის მოხმარებაც უფრო და უფრო მცირდება. ამ ტენდენციას თამბაქოსთან აქტიურ ბრძოლას უკავშირებენ. ასეთი ბრძოლა ჩვენთანაც დაიწყო – აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაწესდა ჯარიმები, ლაპარაკობენ თამბაქოს მწარმოებელთათვის გადასახადების მომატებაზე, რაც სიგარეტის ფასის ზრდას გამოიწვევს… ამ მეთოდმა სხვა ქვეყნებში გაამართლა: მხოლოდ სიგარეტის გაძვირებამ ნიუ იორკში მწეველთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ასი ათასით შეამცირა. თანაც სიძვირე თურმე პირველ რიგში დამწყებ მწეველებს აფრთხობს.
ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ამერიკული მეთოდი ქართულ სინამდვილეში, სადღეისოდ კი სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9 პროცენტით გაიზარდა. მოზარდთა 42,4 პროცენტი მწეველია – ასეთია სტატისტიკოსთა განაჩენი.

ნახშირჟანგს (სხვაგვარად მხუთავ აირს რომ უწოდებენ) ჰემოგლობინის შებოჭვის უნარი აქვს. წარმოქმნილ კარბოქსიჰემოგლობინს ჟანგბადი ვეღარ გადააქვს და უჯრედები უჰაერობით იხუთებიან. თუ დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევით, ორგანიზმში 400 მლ-ზე მეტი მხუთავი აირი ხვდება, კარბოქსიჰემოგლობინის დონე კი 7-10%-ს შეადგენს. ასე რომ, ყველა ორგანო და სისტემა ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის. მეტიც – იტალიელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ სიგარეტს ავტომობილის გამონაბოლქვის ჩასუნთქვაც კი სჯობია. მათ დახურულ ავტოფარეხში დიზელის ძრავის მქონე ავტომობილი 30 წუთით ამუშავეს, კარი გამოაღეს და გაზომვა ჩაატარეს. შემდეგ იმავე ფარეხში ერთმანეთის მიყოლებით სამად სამი სიგარეტი დაწვეს. გაგიკვირდებათ და I შემთხვევაში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია დასაშვებს ორჯერ აღემატებოდა, მეორეში კი თხუთმეტჯერ..

მალბოროს ცნობილი კოვბოის როლის სამი შემსრულებელი სწორედ თამბაქომ შეიწირა: დევიდ მილარი 1987 წელს მოკვდა ემფიზემით, უეინ მაკლარენი – 1992 წელს, როცა ფილტვის კიბო ტვინზეც გავრცელდა, ხოლო დევიდ მაკლინი – 1995 წელს ფილტვის კიბოთი.

ნაპასის დარტყმისას თამბაქოსთან ერთად პაპიროსის ქაღალდიც ალდება. ამ დროს დაახლოებით 1200 მავნე ნივთიერება წარმოიქმნება, მათ შორის – ნახშირჟანგი, ჭვარტლი, ბენზპირენი, ჭიანჭველასი და ციანიდის მჟავები, დარიშხანი, წყალბადი, აცეტილენი, რადიაქტიური ელემენტები… დაბოლოს, კუპრი, რომელშიც 43 კანცეროგენი (კიბოს გამომწვევი კომპონენტი) დაითვალეს.

აშშ-ში თამბაქოს საწინააღმდეგო მკაცრი კანონი მიიღეს!

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თამბაქოს საწინააღმდეგო ახალ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც სიგარეტის მწარმოებლებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას.
სურსათისა და წამლების კონტროლის ფედერალური სამმართველო ამიერიდან ახალი უფლებამოსილებით აღიჭურვება, რომელიც მას უფლებას მისცემს უფრო მკაცრად გააკონტროლოს თამბაქოს წარმოება და გავრცელება.
თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი კონგრესმა ივნისის დასაწყისში მიიღო და ახლა უკვე ის პრეზიდენტმა დაამტკიცა.
თეთრ სახლში გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ ლობისტების ძალისხმევის მიუხედავად, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი მაინც მიიღეს, რომელიც ამერიკის ახალგაზრდა თაობას ამ მავნე ჩვევისაგან დაიცავს. (ერთი ესეთი კანონი ჩვენც გვჭირდება! :))) მაღაზიებში რო აწერია 18 წლამდე სიგარეტს არ ვყიდითო და10 წლის ბავსვი რო მიდის და ეგრევე აძლევენ :D )

ვებრძოლოთ სიგარეტს!

ათჯერ ღრმად ჩასუნთქვას შეუძლია შეცვალოს ერთი სიგარეტი

ამერიკელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ მოწევის შეწყვეტა – ერთ-ერთია იმ ურთულეს ამოცანათაგან, რომლებიც იძულებულია გადაჭრას ადამიანმა. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ -“ამერიკელები არამწეველების უფლებების დასაცავად” (AmericansforNonsmokers’ Rights) მწეველებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიდააღწიონ ამ მავნეჩვევას, შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციები:
1. სწორად დასვით საკითხი. გირჩევთ არ გამოიყენოთ ფრაზა “მე თავს ვანებებ მოწევას”. ამის მაგივრად თქვით: “მე არ მინდა მოწევა”. გარეგნულად სხვაობა შეუმჩნეველია, მაგრამ, როგორც გამოკვლევები გვიჩვენებენ, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე;
2. “შეიცან თავი შენი”. განსაზღვრეთ, ყველაზე უფრო როდის გინდებათ მოწევა: მანქანაში, სამუშაოზე, ჭამის შემდეგ, ძილის წინ? ამოცანა – დადგინდეს, როდის ეწევით, რომ დაცული იქნეს ერთგვარი რიტუალი. შეცვალეთ სიგარეტისრიტუალი სხვა რიტუალით. მაგალითად, ძილის წინ სიგარეტის ნაცვლად მიირთვით ვაშლი ან ოცჯერ აისროლეთ ჰაერში ასანთის კოლოფი. ძალიან შველის ათჯერ ღრმად ჩასუნთქვა, ასევე – საღეჭი რეზინა, საწუწნი კანფეტები და ა.შ.;
3. არსებობს მოწევის გადასაჩვევი მრავალი მედიკამენტი, მაგრამ მთლიანად მათზე მინდობა არ შეიძლება, რადგან ამ საქმეში მთავარი ადამიანის პრინციპულობა და ნებაა;
4. დაარწმუნეთ საკუთარი თავი თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, ამისათვის ფურცელზე ჩამოწერეთ იმ ზიანის შესახებ, რომელიც მოაქვს სიგარეტის მოწევას. მაგალითად: “სიგარეტებზე დღეში ვხარჯავ …”, “წელიწადში ეს თანხა შეადგენს …”, “სიგარეტის გამო უფრო ხშირად ვხდები ავად”, “ჩემი ბავშვები ხედავენ, რომ ვეწევი და თვითონაც სურთ მოწიონ” და ა.შ. იმ წუთებში, როდესაც ძალიან მოგინდებათ მოწევა, გადაიკითხეთ ეს ფურცელი;
5. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური ლტოლვა მოწევისადმი უსასრულოდ არ გრძელდება. გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ თამბაქოსადმი ფიზიკური ლტოლვა ბოლო სიგარეტის მოწევიდან 48-72 საათის შემდეგ ქრება. შემდეგ თქვენ ბრძოლა გიწევთ არა ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობასთან;
6. ფიზიკური ვარჯიში ერთ-ერთი წარმატებული საშუალებაა თამბაქოს გადაჩვევის გასაიოლებლად. ვარჯიში მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე მოწევას გადაეჩვეოდეთ. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ფიზიკური ვარჯიშების მიმდევარი ადამიანები გაცილებით იოლად და სწრაფად ანებებენ თავს მოწევას. ამას გარდა, ვარჯიში გვეხმარება პირვანდელი წონის შენარჩუნებაში, რადგან ბევრი ყოფილი მწეველი თამბაქოს გადაჩვევის შემდეგ სწრაფად იმატებს წონაში;
7. ხშირად სიგარეტი მხოლოდ საბაბია შესვენებისათვის. იმის ნაცვლად, რომ მიაშუროთ მოსაწევ ოთახს, უბრალოდ გაისეირნეთ ქუჩაში;
8. თქვენგესაჭიროებათახლობლებისდახმარება. სთხოვეთთქვენიოჯახისწევრებსა დამეგობრებსარმოგცენსიგარეტებისყიდვის უფლება, მხარიაგიბან, როცა სიგარეტსშეცვლითგასეირნებით. როცა გადაწყვეტთ სიგარეტისათვისთავისდანებებას, მოგიწევთმრავალიცდუნებისდაძლევა. ამიტომუმჯობესია გარკვეულიდროისგანმავლობაში თავი აარიდოთ მწეველთაგარემოცვას საღამოებზე, ბარებშიდაა.შ.;
9. გახსოვდეთმთავარიშეცდომისშესახებ: თუთქვენდაიყვანეთდღისგანმავლობაშიმოწეულისიგარეტებისრიცხვიერთამდე, თქვენმაინც მწეველად რჩებით. აუცილებლად ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე;
10. არ დაკარგოთ იმედი!

(რამდენად დაგეხმარებათ არ ვიცი, მაგრამ სცადეთ!! :))) )

წყარო: samecniero.blogspot.com და სხვადასხვა საიტები :))))

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close