საკითხავისასარგებლოსურათები

ოქროს ციებ-ცხელება


1848-1855 წლებში კალიფორნიის შტატი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა,მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 300 000 ათასამდე ადამიანი ჩავიდა კალიფორნიაში.საქმე იმაში იყო,რომ ამ ადგილებში აღმოაჩინეს ოქრო,ხმა მალევე გავრცელდა ამერიკის ფარგლებს გარეთ.ამ პერიოდს კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებით მოიხსენიებენ.

ყველაფერი კი ქალაქური ტიპის დასახლება კოლომაში მცხოვრები მეწარმის ჯონ სატერის ხე-ტყის გადამამუშავებელი მცირე საამქროდან იწყება.აქ მუშაობდა ვინმე ჯეიმს მარშალი.ერთ დღესაც მარშალმა საამქროში (ეს საამქრო წისქვილის მსგავსად წყალზე მუშაობა და მდინარე ამერიკენ-რივერის ნაპირზე მდებარეობდა) ყოფნისას წყალში შეამჩნია მცირედი ოქროსფერი შეფერილობის ნაწილაკები,მან მეტალი წყლიდან ამოიღო და სატერტან წაიღო.მცირედი შემოწმების შემდეგ მიხვდნენ,რომ ეს ოქრო იყო.

სატერის საამქრო

ოქროს ციებ-ცხელების ტერიტორია

სატერიც და მარშალიც თავს ბედნიერად გრძნობდნენ,მაგრამ ახლა მთავარი იყო ეს ამბავი საიდუმლოდ დარჩენილიყო.თუმცა ამ საიდუმლოს მალე ფარდა აეხადა.1848 წლის მარტში სან ფრანცისკოს გაზეთებში დაიბეჭდა სტატია რომელიც იუწყებოდა,რომ მდინარე ამერიკენ-რივერში შეიძლებოდა ოქროს პოვნა,ამ პერიოდში ასევე ამ მდინარეზე ოქროს მოპოვება დაიწყო სან-ფრანცისკოელმა სამუელ ბრენანმა,მან პირველად მოპოვებული ოქრო ქალაქის ქუჩებში გამოიტანა და თან ამ სიტყვებით იქცევდა ყურადღებას:”ოქრო,ოქრო,ოქრო ამერიკენ-რივერიდან!!!”.სწორედ ეს იყო დიდი შეცდომა სამუელისა,რადგან ამის შემდეგ იწყება მრავალ ადამიანთა მიგრაცია კალიფორნიისაკენ,რასაც ქაოსური ხასიათი ეძლეოდა.

ეს ამბავი აშშ_ის პრეზიდენტ ჯეიმს პოლკის ყურამდეც მივიდა,თუმცა მას არც კი უცდია ხელი შეეშალა იმ ქაოსზე რაც იწყებოდა მდინარე ამერიკენ-რივერის სიახლოვეს.

ჯეიმს პოლკი

ადამიანთა დინება მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებიდან არ წყდებოდა,განსაკუთრებით მრავალდ იყვნენ ევროპელები,თუმცა უმეტესობა მაინც ამერიკელი იყო.ამ ადამიანებს რომლებიც ოქროს გამო შეესივნენ კალიფორნიას “ორმოცდაცხრიანელებს” უწოდებდნენ.

კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო და ერთი პატარა ქალაქი სან-ფრანცისკო უკვე ხალხმრავალ ადგილად და ოქროს მაძიებელთა მექად იქცა.სწორედ ეს იყო სან-ფრანცისკოს განვითარების დასაწყისი.1848 წლის დააწყისში სან-ფრანცისკოში ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა,2 წელიწადში კი 25 000 მდე ადამიანი დასახლდა.

სან-ფრანცისკო 1850 წელს.

ციებ-ცხელება 7 წელს გაგრძელდა და აქ მოიპოვეს რამდენიმე მილიარდი ღირებულების ოქრო.ერთნი მდიდრდებოდნენ,ხოლო უმეტესობა ხელმოცარული უკან ბრუნდებოდა.ეს იყო ქაოსური მოვლენა,ადამიანთა უძღები ხასიათის წარმოჩინება.ოქროს მომპოვებლები ერთმანეთს არ ინდობდნენ,მრავლად იყო მკვლელობები.
ყველაზე მძიმედ კი ეს ციებ-ცხელება ინდიელებმა იწვნიეს საკუთარ თავზე.ისინი მრავლად ცხოვრობდნენ ამ ადგილას თუმცა 1855 წლისათვის აქ თითქმის აღარ გვხვდებიან.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close