საზიზღარი/ლამაზი მწერები
ზოგისთვის საზიზღარი , ზოგისთვის ლამაზი მწერები. ზოგიერთი მათგანი მართლაც ძალიან ლამაზია, გამოირჩევიან მკვეთრი ფერებით :yes:
1. ჩრჩილი ლიმანტრიდი
ეს ჩრჩილი გავრცელებულია დანიის ტყეებში. დედალ ლიმანტრიდებს შეუძლიათ დადონ 300-400 კვერცხი. პატარები არიან ძალიან თმიანები და ქარს შეუძლია ადვილად გადაადგილოს ისინი. შემოდგომის ბოლოს იზრდებიან და ჩრჩილად იქცევიან. დაახლოებით 5 სანტიმეტრია სიგრძეში. არიან ძალიან ლამაზი ფერის, საცხოვრებელს იკეთებენ მიწაზე დაყრილი ფოთლების ქვეშ, იქ თხელ აბრეშუმის პარკს აკეთებენ და შიგნით ძვრებიან.
2. ეშმაკის ყვავილი – ღვთისმლოცველა
ღვთისმლოცველას მრავალ სახელი აქვს შერქმეული, მათ შორის „მწერების მეფე“-ც. მას სხვა მწერებისგან გამოარჩევს სილამაზე, ზომა და იშვიათობა, ანუ ეს სახეობა ძალიან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს, რადგან ღვთისმომლოცველების უმეტესობა მწვანე ფერია.
3. ქალწული ბუზი (Damselfly)
ეს ბუზები ხასიათდებიან წაგრძელებული ტანით, დიდი თვალებით, რომლებიც ერთმანეთისგან დიდი მანძილითაა დაშორებული, და ორი წყვილი ძლიერი, გამჭვირვალე ფრთები. დასვენების დროს ამ ფრთებს მუცლის ღრუს ზევით კეცავს ერთად ან ნახევრად გაშლილს ტოვებს. ფოტოგრაფებისთვის ისინი მეტად პოპულარულები არიან რადგან მათ აქვთ მკვეთრი ფერები, რომლებსაც ხშირად იცვლიან.
4. გულწითელა ჩრჩილი
ეს ჩრჩილები არიან ყველაზე დიდი ჩრჩილები ჩრდილოეთ ამერიკაში, ხანდახან მათი სიგრძე 15 სანტიმეტრსაც კი აღწევს. დედალი გულწითელა ჩრჩილების გაშლილი ფრთების სიგრძე 13 სანტიმეტრია. კვერცხებს დებენ ძირითადად ნეკერჩხლის ხეებზე, მაგრამ იკვებებიან ველური ალუბლის და არყის ხეებზე.
5. აბრეშუმის ჩრჩილი
ეს ჩრჩილები პირველად აღმოაჩინეს მექსიკაში, გვატემალაში და ამერიკაში. იკვებებიან და ცხოვრობენ ნებისმიერ ხეზე.
6. ღვთისმლოცველა – ორქიდეა
ღვთისმლოცველების ეს სახეობა ნაპოვნია მალაიზიაში და ინდონეზიაში. ძალიან ჰგვანან ორქიდეას. იმალებიან ყვავილებში და ელოდებიან გემრიელ მსხვერპლს.
7. ხოჭო -ჰერკულესი
ეს მარტორქისებრთა სახეობის ხოჭოა, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ამერიკაში. ხოჭო ჰერკულესს შეუძლია გაიზარდოს 15 სანტიმეტრამდე სიგრძეში (რქების ჩათვლით) აქვს დიდი ძალა. ზურგით შეუძლია გადაზიდოს თავისთავზე ბევრად მძიმე რამ. ეს ხოჭოები ჭამენ მხოლოდ მცენარეულობას და არ არიან აგრესიულები სხვა ჰერკულესებისგან განსხვავებით, რომლებიც დედალი ხოჭოების გამო ერთმანეთს ეჩხუბებიან.
8. გიგანტური ობობა- აქლემი
ამ ობობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ლეგენდა, თუ ამბავი არსებობს. ერთხელ (თურმე) ობობა-აქლემი შეიპარა მძინარე ჯარისკაცის კარავში. უკბინა მას სანამ ეძინა, საბედნიეროდ არ არიან შხამიანები და ჯარისკაცი გადარჩა. ისინი მსხვერპლის დასაჭერად იყენებენ ბრჭყალებს. ცნობილები არიან ასევე სისწრაფითაც. შეუძლიათ წრეზე ირბინონ 10 კმ-სთ – თი. ძალიან აგრესიულები არიან სხვა მწერების მიმართ. დღეში შეუძლიათ უამრავი მსხვერპლის მონადირება და შეჭმა.
9. გიგანტური წყლის ბაღლინჯო
ყოველი მათგანი არის მძვინვარე მტაცებელი, რომელიც იჭერს და ჭამს წყლის კიბოსნაირთა წარმომადგენლებს, თევზებს და ამფიბიებს. წყლის ზედაპირზე წვებიან გაუნძრევლად, და ელოდებიან მსხვერპლის მოახლოებას. შემდეგ თავს ესხმიან, კბენენ და შეჰყავთ თავიანთი ნერწყვი, რომელიც იწვევს მსხვერპლის შიგთავსის გათხელებას, მიღებულ მასსას კი ბაღლინჯო ამოწოვს ნახევრად ცოცხალ არსებას.მათი ნაკბენი ერთერთი ყველაზე მწარეა მწერების ნაკბენებს შორის. ბაღლინჯოების ნერწყვი შლის შინაგან ქსოვილებს, ამის გამო საშიში არიან ადამიანისთვისაც. შეუძლიატ დიდი ზიანი მიაყენონ ხალხს.
10. ლეოპარდი ჩრჩილი
გიგანტური ლეოპარდი ჩრჩილს , ან ვეფხვ ჩრჩილს აქვს შავი რგოლები ფრთებზე. სწორედ ამის გამო შეარქვეს ეს სახელები. ლამაზი გარეგნობა გამოარჩევს სხვა ჩრჩილებისგან.